კატალონიის “ბარსელონას” სათადარიგო მეკარე, ხოსე მანუელ პინტო, ძალიან საინტერესო სურათს გვთავაზობს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”. ფოტოზე ჩანს დავიდ ვილიას დარტყმულის შემდეგ როგორ დაუწითლდა ხელი ანდალუსიელ მეკარეს.
პინტო: “ვადასტურებ, რომ დავიდ ვილია კვლავ ფორმაშია და მომაკვდინებლად ურტყამს. აი, მტკიცებულებაც, სადაც ძალიან მკვეთრად ჩანს მისი ძლიერი დარტყმის შედეგი”.
იმედია, 2012/13 წლების სეზონში დავიდ ვილია მეტოქე გუნდის მეკარეებსაც ამავე დღეში ჩააგდებს.