მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვალ ვილია, ფონტასი და ალვესი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ

ხვალ ვილია, ფონტასი და ალვესი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ

”ბარსელონას” ორი მცველი ვარჯიშს ექიმების მეთვალყურეობით ჩაატარებს, ხოლო თავდამსხმელი გასამართი ორი სავარჯიშო სესიიდან მხოლოდ ერთში მიიღებს მონაწილეობას. ისააკ კუენკა კი სავარჯიშო დარბაზში დარჩება.

სამშაბათს დილით ანდრეუ ფონტასი, დანი ალვესი და დავიდ ვილია სავარჯიშო სესიაზე თანაგუნდელებს შეუერთდებიან. ქვემოთ კი ამ ოთხ ფეხბურთელზე სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებულ ცნობას გთავაზობთ:

დავიდ ვილია

ფეხბურთელი პროგრესირების ტრავმის შემდეგ და ის ხვალ გასამართი ორი სესიიდან მხოლოდ ერთში მიიღებს მონაწილეობას. მისი დროულად დაბრუნება დამიკიდებული იქნება აღდგენაზე.

ადრეუ ფონტასი

მარჯვენა მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი აღდგენის ბოლო ეტაპზეა. ხვალ ის თანაგუნდელებთან ერთად სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ივარჯიშებს. ვილიას მსგავსად მისი დაბრუნება დამიკიდებული იქნება აღდგენის ტემპზე.

დანი ალვესი

მარჯვენა მხარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ალვესი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. ფონტასის მსგავსად ხვალინდელი ვარჯიშის დროს მას ექიმები დააკვირდებიან.

ისააკ კუენკა

ფეხბურთელმა ერთი თვის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ის აღდგენის პროცესშია. ხვალ ფეხბურთელი სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში