ჩავი ერნანდესი ამ წუთისთვის 23 ტიტულის მფლობელია. მან ეს 23-ე ტიტული ევრო 2012 მოგების შემდეგ აიღო. მან უკვე გადაასწრო ერთ-ერთ ესპანელ ვარსკვლავს პაკო ჰენტოს. მასზე 22 მოპოვებული ტიტულია. ხოლო ანდრეს ინიესტას ჩავიზე ერთით ნაკლები ტიტული აქვს მოპოვებული (22 ტიტული).
41 წლამდე
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პაკო ჰენტომ,მადრიდელმა ვარსკვლავმა ფეხბურთს 41 წლის ასაკში დაანება თავი. ”ბარსა” 32 წლის ფეხბურთელს მანამდე ძალიან დიდი დრო აქვს.
20 ”ბარსაში” ერთად და 3 ნაკრებში
ჩავიმ თავისი კარიერის განმავლობაში ”ბარსაში” 8 სხვადასხვა ტიტული მოიპოვა: 6-ჯერ ”ლა ლიგა”, 3-ჯერ ”ჩემპიონთა ლიგა”, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ საკლუბო ჩემპიონატი. ასევე ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი. დამეთანხმებით, რომ ეს სტატისტიკა გასაოცარია. მხოლოდ ჩავის კარგი თამაშის შედეგია ეს ციფრები.
გასული 4 წელი
პეპის დროს, ჩავი ერნანდესმა 4 წელში შესძლო 14 ტიტულის მოპოვება. ის ყველაზე წარმატებული ესპანელი ფეხბურთელია.



