“ბარსელონას” ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ფინალში

“ბარსელონას” ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს ფინალში

როგორც ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ისევე ხვალ, ევრო 2012-ის ფინალში “ბარსელონას” ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება. კიევში გასამართ შეხვედრაში კატალონიური გრანდიდან წარდგენილნი იქნებიან შემდეგი მოთამაშეები (სულ 8) : ვიქტორ ვალდესი, ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი და აწ უკვე “ბლაუგრანელი” – ხორდი ალბა. აქვე გეტყვით, რომ დელ ბოსკეს შეგირდები შეეცდებიან 4 წლის წინ მოგებული ტიტულის დაცვას.

 

ასევე “იუვენტუსი”  

 

ტურინულ გრანდს ფინალში შვიდი წარმომადგენელი ჰყავს: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო, ემანუელ გიაჩერინი და ანდრეა პირლო. ეს მატჩი მსგავსი იქნება “ბლაუგრანასა” და “ბებერი ქალბატონის” ჯახისა.

 

მოტა და რეინა – ძველი “ბარსელონელები”  

 

საფინალო განაცხადში ასევე იქნება ორი ყოფილი “ბარსას” მოთამაშე. იტალიელთაგან ასეთი ტიაგო მოტაა, რომელიც 2007 წლამდე იყო კატალონიაში, ხოლო ესპანელთა მხრიდან პეპე რეინა, რომელიც  2002 წელს წავიდა “ბარსადან”. აქვე ერთ საინტერესო ფაქტსაც გეტყვით, მარიო ბალოტელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა 2006 წელს, თუმცა მან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და დატოვა კატალონიის დედაქალაქი. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია