არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის მეგობრებმა დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებთან საქველმოქმედო მატჩი ფრედ, 6:6 ითამაშეს. ეს ლამაზი და სანახაობრივი შოუ კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა.
მესის გუნდში იყვნენ ისეთი დონის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ეზეკილ ლავეცი, დანიელ ოსვალდო, ჩავიერ მაშერანო, დანი ალვეში და რობინიო. ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს თანაგუნდელობა სხვა სამხრეთამერიკელმა მოთამაშეებმა გაუწიეს. დანარჩენი მსოფლიოს რიგებშიც იყვნენ მაღალი დონის სპორტსმენები: ფაბიო კანავარო, რადამელ ფალკაო, მარეკ ჰამშიკი და დიეგო ფორლანი.
ამ უხგოლიან მატჩს ბოგოტაში არსებულ სტადიონზე 25 000–მდე გულშემატკივარი დაესწრო. ასევე მოგახსენებთ, რომ თავად მესიმ თავი დუბლით გამოიჩინა.