მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”რატომ ტიტო? რადგან ის გამბედავია”

სუბისარეტა: ”რატომ ტიტო? რადგან ის გამბედავია”

ტიტოს ვილანოვას მთავარ მწვრთნელად წარდგენის შემდეგ სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მიზეზებით შეაჩერა კლუბმა არჩევანი ზუსტად პეპის თანაშემწეზე.

მთავარი მიზეზი სუბისარეტას განცხადებით ვილანოვას გამბედაობაა, რომელმაც საკუთარ თავზე ისეთი ტვირთი აიღო, როგორიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელობაა: ”მის წინაშე ძალიან რთული დავალება დგას და მაღალი მოთხოვნები. მას აქვს პოტენციალი, იცის ჩვენი იდეები, იცნობს გუნდს შიგნიდან. როგორც პეპმა განაცხადა კლუბის ბოლო წარმატებები ტიტოს მუშაობის შედეგიცაა” – განაცხადა ბაკსმა.

სუბისარეტამ ასევე გაახმოვანა ამჟამინდელი მდგომარეობა გუნდის შემადგენლობაზე: ”ჩვენ გვახსოვს, რომ კარლესს კონტრაქტი მომავალ სეზონში უსრულდება. მალე მასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით. დანი ალვესი გუნდში რჩება. ეს არ განიხილება. ის ძალიან მნიშვნელივანი ფეხბურთელია, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი. თუკი კეიტას დარჩენის სურვილი ექნება, მაშინ მასთანაც გავაფორმებთ ახალ კონტრაქტს”.

მან ასევე კანტერას ფეხბურთელები, მონტოია, ბარტრა, მუნიესა და დოს სანტოსი ახსენა: ”ფილიალის ფეხბურთელების რიცხვი, რომლებიც პირველ გუნდში დარჩებიან დამოკიდებული იქნება მომავალი სეზონის საბოლოო შემადგენლობაზე და პრე-სეზონის შეკრებებზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში