”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გეგმავს მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული ”პსჟ” ბრაზილიელი ლატარელის გადაბირებას ცდილობდა.
”მე მოქმედი კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2016 წლამდე მაქვს გაფორმებული. მისი პირობების შესრულებას ბოლომდე ვგეგმავ. ძალიან ბედნიერი ვარ ”ბარსელონაში”. რა თქმა უნდა, ჩემზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ყველაფერი ეს ჭორის დონეზეა. ჭორებში კი სიმართლის მარცვალი არ არის” – განაცხადა ალვესმა.


