რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთსა და იტალიას შორის გამართული შეხვედრა. ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში, გრანდებმა ქულები გაიყვეს. ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა, როდესაც კასილიასის კარი შეცვლაზე შესულმა დი ნატალემ აიღო. ოთხ წუთში, სილვას კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფაბრეგასმა ზუსტად დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იტალიასთან გამართულ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პიკე, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა და ფაბრეგასი. პედრომ და ვალდესმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაჰყვეს.
ქვემოთ, გთავაზობთ “ბარსელონას” ფეხბურთელების სტატისტიკურ მაჩვენებლებს.
| ფეხბურთელი | წ. | დ. | ზ.დ. | პ. | მ.პ. | პ.% | ჩ. | ს.დ. | შ. | დრ. | თ. | ვ. | ა. | მ. | ბ. | ჯ. | მ.დ. |
| ხერარდ პიკე | 90 | 1 | 48 | 90 | 3 | 62 | 3 | 2 | 7 | 1 | |||||||
| ჩავი | 90 | 2 | 107 | 8 | 90 | 7 | 123 | 1 | 1 | 1 | 3 | ||||||
| სერხიო ბუსკეტსი | 90 | 1 | 101 | 2 | 92 | 1 | 117 | 4 | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | ||||
| სესკ ფაბრეგასი | 74 | 3 | 2 | 63 | 1 | 89 | 1 | 74 | 1 | 1 | 1 | 1 | 3 | ||||
| ანდრეს ინიესტა | 90 | 1 | 3 | 59 | 1 | 86 | 1 | 77 | 5 | 1 | 3 |
წ = წუთი; დ = დარტყმა; ზ.დ = ზუსტი დარტყმა; პ = პასი; მ.პ = მნიშვნელოვანი პასი; პ.% = ზუსტი პასის პროცენტი; ჩ = ჩაწოდება; ს.დ = მოგებული საჰაერო დუელი; შ = შეხება; დრ = დრიბლინგი; თ = თამაშგარე; ვ = ვარდნა; ა = ართმევა; მ = მოგერიება; ბ = ბლოკი; ჯ = დაჯარიმდა; მ.დ = მასზე დაჯარიმდნენ.