workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილიას ენდობა, გუნდი ორ მცველს შეიძენს

ტიტო ვილიას ენდობა, გუნდი ორ მცველს შეიძენს

”ბარსელონამ” გადაწყვიტა, თუ რომელ პოზიციას გააძლიერებს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მას შემდეგ, რაც ანდონი სუბისარეტა შეხვდა ტიტო ვილანოვას.

როგორც მოსალოდნელი იყო გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულში ”ბარსა” თავდამსმხელს არ შეიძენს. ტიტო სრულად ენდობა დავიდ ვილიას. ის ასევე გეგმავს პედრო როდრიგესის, ისააკ კუენკას და კრისტიან ტელიოს შენარჩუნებას. კატალონიური კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რომელიც ორმა ახალმა ფეხბურთელმა უნდა შეძლოს.

ასეთი გადაწყვეტილება სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. კატალონიური კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული ჟორდი ალბას შეძენით. ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერების მიზნით კი ისეთი ფეხბურთელების გვარები ჟღერდება, როგორებიც ტიაგო სილვა და დავიდ ლუისი არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward