workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო შეტევა დაცვის წინააღმდეგ

საუკეთესო შეტევა დაცვის წინააღმდეგ

27 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება საუკეთესო თავდასხმისა და საუკეთესო დაცვის ბრძოლა.

საუკეთესო თავდასხმა.

“ბარსელონამ” გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში. კატალონიელებმა მოწინააღმდეგის კარი 30 ჯერ დალაშქრეს და საშუალოდ ერთ მატჩში 2.5 გოლი მოუგროვდათ.

საუკეთესო დაცვა.

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ამ სეზონში კარგი დაცვით გამოირჩევა. მან ჩემპიონთ ლიგის ამ წლის გათამაშებაში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა და საშუალოდ 0.5 გოლი მოუგროვდათ ერთ მატჩში. ამ მხრივ კატალონიურ გრანდს ცოტა პრობლემები აქვს, რადგან მას 13 გოლი აქვს გაშვებილი, საშუალოდ ერთ მატჩში 1.3.

მესი – გოლის მანქანა.

“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ბომბარდირებს ლიდერობს 8 გოლით და ფეხბურთელი რომელსაც შეუძლია დაეწიოს მისივე თანაგუნდელი ანრია 5 გოლით, მაშინ როცა მოწინააღმდეგე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ 4 გოლია, რომლებიც რუნის, ბერბატოვს და რონალდოს აქვთ გატანილი.

ბურთის ფლობა.

სტატისტიკამ ყველა შემთხვევაში აჩვენა, რომ “ბარსელონა” ბურთის ფლობით სჯობნის “მანჩესტერს”. 62% – 54%.

ჩავი და მესი. ასისტენტების მეფეები.

“ბარსელონა” წელს რომ არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს სტატისტიკამ კიდევ ერთ მაჩვენებლით დაამტკიცა. ჩავი ერნანდესს და ლიონელ მესის ყველაზე მეტი საგოლე გადაცემები აქვთ გაკეთებული. შესაბამისად 6 და 5.

Fair play რომში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რაშიც “ბარსელონა” და “მანჩესტერი” ახლოს არიან ერთმანეთთან ჯარიმების რაოდენობაა. კატალონიელები საშუალოდ ერთ მატჩში ყველაზე ნაკლები ჯარიმების რაოდენობით მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ინგლისელები კი – მეოთხეზე.

მესი ჯობნის რონალდოს ეფექტიანობაში.

ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. არის კიდევ ერთ სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ფეხბურთელების ეფექტიანობის მაჩვენებელია. ეს გამოიხატება კარში დარტყმების მხრივ გატანილი გოლების რაოდენობაში. არგენტინელ მესის საშუალოდ 3 დარტყმა სჭირდება გოლის გასატანად, მაშინ როცა პორტუგალიელ რონალდოს – 13.

წყარო www.fcbarcelon.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward