გვარდიოლა რჩეულთა ჯგუფს შეუერთდა

გვარდიოლა რჩეულთა ჯგუფს შეუერთდა

მწვთნელობის პირველივე წელს ხოსეპ გოარდიოლამ მოახერხა დუბლის გაკეთება, ესპანეთის ჩემპიონატის და ესპანეთის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. თუმცა მანამდეც ჰქონდა წარმატება. მან სამწვთნელო კარიერის პირველივე სეზონში მოახერხა “ბარსა ატლეტიკის” მეოთხე დივიზიონიდან მესამეში გადმოყვანა, რის შემდეგაც დაინიშნა კატალონიის “ბარსელონას” პირველი გუნდის მთავარ დამრიგებლად.

ჰოლანდიელთა ეპოქა დასრულდა.

“ბარსელონას” მოგებული ჰქონდა ბოლო 8 პრიმერა დივიზიონი ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. პირველი 4 სეზონი იოჰან კრუიფის დროს იყო, შემდეგი 2-ლუის ვან გაალის ხოლო ბოლო 2-ფრენკ რაიკაარდის. მოგეხსენაბათ სამივე მათგანი ჰოლანდიელია. მათ წინ მწვთნელი, რომლემაც პრიმერა მოიგო იყო არა ჰოლანდიელი ტერი ვენაბლესი 1985-1986 წლების სეზონში.

მეტერთმეტე.

პეპ გვარდიოლა არის მეთერთმეტე ადამიანი, რომელმაც “ბარსას” მწვრთნელობისას მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. იგი მოსდევს ამ სპეციალისტებს: რომან ფორმსი, ხოსეპ სამიტიერი, ენრიკე ფერნანდესი, ფერდინანდ დაუჩიკი, ჰელენიო ჰერერა, რინუს მიჩელსი, ტერი ვენაბლესი, იოჰან კრუიფი, ლუის ვან გაალი, და ფრენკ რაიკაარდი. ამ თერთმეტიდან მხოლოდ დაუჩიკს, მიჩელს, კრუიფს და რაიკაარდს აქვთ მოგებული ლა ლიგა მწვთნელობის პირველივე სეზონში.

გვარდიოლა არის ასევე მესამე მწვრთნელი რომელსაც ფეხბურთელობის პერიოდშიც აქვს მოგებული პრიმერა დივიზიონი. მანამდე ეს მოახერხეს სამიტიერმა და კრუიფმა. სამიტიერმა ფეხბურთელობის პერიოდში ლა ლიგა მოიგო 1928 წელს და მწვრთნელობის პერიოდში კი 1945 წელს, ხოლო კრუიფმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ლა ლიგა 1973-1974 წლებში მოიგო და მწრვთნელობის დროს კი 1990-1994 წლებში.

მესამე კატალონიელი.

გვარდიოლა არის მესამე კატალონიელი, რომელმაც მოიგო პრიმერა “ბარსას” მწვთნელობაში. მანამდე იყვნენ რომან ფორმსი 1927-1928 წლების სეზონში და ხოსეპ სამიტიერი 1944-1945 წლებში. მას შემდეგ 64 წელი გავიდა რაც კატალონიელს არ ჰქონდა “ბარსას” მწვრთნელობის პერიოდში მოგებული ლა ლიგა.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward