რაიკაარდის ინტერვიუ

რაიკაარდის ინტერვიუ

კატალონიური "ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა გაზეთ "AS”–ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

–რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. რამ გაიძულათ, გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

–ჩემი დამოკიდებულება რონალდინიოს მიმართ ოდნავაც არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიღების დროს მე მხედველობაში მივიღე ფეხბურთელების დღევანდელი სათამაშო ფორმა. ფეხბურთელის ფორმის დაკარგვაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინო, ზოგჯერ ეს სათადარიგოთა სკამზე ადგილის მიჩენით.

–იგი თქვენ გელაპარაკათ "ლიონის” და "ესპანიოლის” მატჩებს შორის?

–არა. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ მატჩების შემდეგ. რონალდინიო ყოველთვის იყო კარგი ადამიანი. მან უნდა დაამტკიცოს თავისი მაღალი კლასი და იგი ახლა ამაზე მუშაობს.

–კლუბის ხელმძღვანელობას ხომ არ ურჩევია თქვენთვის მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა?

–არა.

–მან თავად გთხოვათ ეს?

–არა, ეს გაადწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე.

–რონალდინიო წავა, თუ იგი რეგულარულად არ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში?

–მე ვმუშაობ იმაზე, რომ კვლავ დაბრუნდეს შესანიშნავი რონალდინიო. ეს პირველ რიგში წაადგება "ბარსელონას”. ფეხბურთელის ცხოვრებაში არის მძიმე მომენტები, როდესაც მან ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოს.

–ტიერი ანრის ქრონიკული ტრავმა აქვს, როგორ არის მისი საქმე?

–მან ყველა მატჩი ითამაშა ტკივილის ქვეშ. დადგა დრო, როდესაც მას აღარ შეეძლო თამაში. მე მას ვუთხარი, რომ მისი რეპუტაცია არ აძლევს მას უფლებას, ითამაშოს ისე, როგორც ამას იგი სეზონის დასაწყისში აკეთებდა. ახლა ტიერი გადის სარეაბილიტაციო კურსს და იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

–ბევრი გააკვირვა ბოიან კრკიჩის თამაშმა…

–ვიცი, მან გაატარა დიდი დრო მოედანზე. მისი თამაში პირადად მე არ მაკვირვებს. იგი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, თითქოს ის 26–27 წლის ფეხბურთელი იყოს.

–მალე თამაშს დაუბრუნდება სამუელ ეტო’ო. რას იტყვით მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

–ის ჯერ კიდევ არ არის მზად 90 წუთი სათამაშოდ.

–ნუთუ იგი არ დაბრუნდება აფრიკის თასამდე?

–ძალიან ვწუხვარ, მე მსურდა მისი გუნდში დატოვება.

–როგორ არის დეკოს საქმე?

–იგი მუშაობს თავდაუზოგავად. ვფიქრობ სულ მალე ჩვენ მას ვიხილავთ მოედანზე.

–კლუბის ახალი ვიცე–პრეზიდენტი, მარკ ინგლა ფიქრობს, რომ გუნდმა უფრო მეტი უნდა ივარჯიშოს.

–შემიძლია ეს მოსაზრება გავიზიარო, მაგრამ საქმე ფიზიკურ მომზადებაში არ არის. ყოველთვის არის საჭირო მეტი ვარჯიში. განსხვავება იმაშია, რომ სხვა გუნდები ვარჯოშობენ ბურთის გარეშე, მაშინ, როდესაც "ბარსა” უპირატესობას სხვა რამეებს ანიჭებს.

–რატომ არ სჯით ფეხბურთელებს წესების დარღვევსითვის?

–მე არ მიყვარს დაჯარიმება. არასდროს ეს არ გამიკეთებია და იმედია არც მომიწევს.

–გრძნობთ განთავისუფლების საშიშროებას?

–თუ სიმართლე გაინტერესებთ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მომავლისთვის ჯერ დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, მე ჯერ ვმუშაობ "ბარსელონაში”. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მე ნერვიული ვგონივარ, არადა მე საკმაოდ მშვიდი ბუნება მაქვს.

წყარო: www.football.ua

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.