“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, კარლეს რექსაჩმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრესასთან. შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთმანეთს “ბარსელონა” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები ლონდონელები გამოვიდნენ.
“გადამწყვეტი მომენტი გახდა პენალტი მატჩის 47-ე წუთზე. მესის რომ გაეტანა საქმე დამთავრებული იქნებოდა. ახლა კი… ამ უიღბლობამ “ბარსელონა” ფსკერზე დაუშვა. მეც მქონია მსგავსი სიტუაციები. ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი.”
“მაშინაც კი, როცა ერთი ფეხბურთელით მეტი გყავს, საქმეები შესაძლოა, ცუდად წავიდეს. ესაა ფეხბურთი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: რაც უფრო სწრაფად ეცემი, მით მალე დგები ფეხზე.” – ციტირებს რექსაჩის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ კარლეს რექსაჩი არის ის ადამიანი, ვინც თავის დროზე ლიონელ მესი აღმოაჩინა.