ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა “ბარსელონას” წარუმატებელი სერიის შესახებ ისაუბრა.
” “ბარსელონა” წლეულს უფრო სუსტია ვიდრე წინა სეზონში. რატომ? რაღაც ასპექტში კატალონიელებს ძალიან აკლიათ დავიდ ვილია, რომელიც ყველანაირი გემოვნების გოლებს იტანდა. ვფიქრობ, რომ ლეო მესისაც დასვენება სჭირდება.”
“ამიტომ ვფიქრობ, რომ “ჩელსისთვის” “ბარსას” დამარცხება არც ისე რთული იქნება. სტემფორდ ბრიჯზე მათ გაიტანეს გოლი და რაც ყველაზე მთავარია არ გაუშვეს. თუ “ლურჯებმა” ისევე კარგად დაიცვეს თავი, როგორც პირველ მატჩში, მაშინ მათი ფინალში გასვლის შანსები იზრდება” – დაასრულა ვენგერმა.