პიკეს 150-ე მატჩი

პიკეს 150-ე მატჩი

  იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე, შაბათს ითამაშებს "რასინგის" წინააღმდეგ, მაშინ ეს მატჩი მისთვის საიუბილეო, 150-ე იქნება. ხერარდი მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ბევრმა იგი შესაძლოა ვეტერანად ჩათვალოს.

 

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

 

პიკეს ოფიციალური დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში "ბარსას" მაისურით შედგა 2008 წლის 13 აგვისტოს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი, რადგანაც "ბარსელონა" იმ წელს ვერც პირველ და ვერც მეორე ადგილს ვერ დაეუფლა ლა ლიგაში. ხერარდი იმ დროს სულ რაღაც 21 წლის და ახალი დაბრუნებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედიდან". პიკე მატჩის 77-ე წუთზე შეცვალა დანიელ ალვესი. მას შემდეგ იგი ძირითადის უცვლელი წევრია.

 

11 გოლი

 

მიუხედავად იმისა, რომ პიკე მცველია, გოლები მაინც გააქვს. მან მოახერხა და სამ სეზონში გაიტანა 11 გოლი. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მის მიერ გატანილი მეექვსე გოლი "სანტოაგო ბერნაბეუზე" ("რეალი" 2-6 "ბარსელონა") 2008/2009 წლების სეზონში. მცველმა ლა ლიგაში სულ 6 გოლი გაიტანა, ჩემპიონტა ლიგაზე 4 და სამეფო თასზე 1.

 

პიკეს თამაშები

 

ლა ლიგა: 90 მატჩი

სამეფო თასი: 14 მატჩი

ჩემპიონთა ლიგა: 37 მატჩი

ესპანეთის სუპერ-თასი: 5 მატჩი

ევროპის სუპერ-თასი: 1 მატჩი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2 მატჩი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.