workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ლუისი “ბარსასთან” მატჩს გამოტოვებს

დავიდ ლუისი “ბარსასთან” მატჩს გამოტოვებს

Sky Sports-ის ინფორმაციით, “ჩელსის” მცველი, დავიდ ლუისი მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონას” წინააღმდეგ.

 

დავიდ ლუისმა ტრავმა ინგლისის თასის გათამაშებაში, “ტოტენჰემთან” მატჩში მიიღო (5:1). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელ ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და იგი სავარაუდოდ ორიდან სამ კვირამდე იუქმებს.

 

სპორტული ჟურნალისტების აზრით ლუისის ადგილს გარი კეჰილი დაიკავებს.

 

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება ხვალ, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება. საპასუხო მატჩს ერთ კვირაში უმასპინძლებს “კამპ ნოუ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward