“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ პრესასთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ხვალ ლონდონის “ჩელსის” უპირისპირდებიან.
“”სტემფორდ ბრიჯზე” მოსაგებად გავალთ. უნდა შევეცადოთ, რომ თავი ავარიდოთ შეცდომებს, რადგან მათი ფასი ძალიან დიდია ტურნირის ამ ეტაპზე. ყოველთვის ვცდილობთ გამარჯვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ორ რაუნდიან დაპირისპირებასთან გვაქვს. “ჩელსისთან” რთული მატჩი გველის.”
“ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ლონდონელებმა უდიდესი გამოცდილება დააგროვეს. კლუბმა შეიძინა ფერნანდო ტორესი და ხუან მატა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. “ჩელსი” ძალიან ძლიერი და საშიში მეტოქეა, განსაკუთრებით საშინაო არენაზე.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” ბოლო დაპირისპირებისას სწორედ ანდრეს ინიესტამ გაიტანა გამარჯვების გოლი.