”ბარსას” მწვრთნელს წარმოდგენილი აქვს, თუ როგორი შეხვედრა ელის მის გუნდს ”ლა რომარედაზე” ”სარაგოსასთან”, რომელიც საუკეთესო ფორმაში იმყოფება და პირველ დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. მწვრთნელმა ასევე ლონდონის ”ჩელსის” შესახებაც ისაუბრა.
ხოსეპ გვარდიოლა დარწმუნებულია იმაში, რომ ”სარაგოსასთან” 3 ქულის აღება ძალიან რთული იქნება, რადგან ბოლო შეხვედრებში ეს გუნდი ძალიან დინამიურად თამაშობს: ”ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ახლა ”სარაგოსა” საუკეთესო ფორმაშია. მათ ძალიან მოუმატეს თამაშის ხარისხს და დაამარცხეს ”მადრიდის ატლეტიკო” და ”ვალენსია”. მე ვნახე, თუ როგორი ძლიერები არიან ისინი. ეს დაპირისპირება რთული იქნება, რადგან დასაკარგი ბევრია. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა გასული კვირის დაღლილობის დამარცხებას და შემდეგ 3 შეხვედრაში სათანადოდ თამაშს”.
რწმენა საკუთარ ძალებში
საქმე ისაა, რომ ”ბარსას” მწვრთნელისთვის ის ფაქტი, რომ ”სარაგოსამ” ბოლო 4 შეხვედრაში 12 ქულა აიღო არის მაგალითი იმისთვის, რომ ”როცა სეზონის დასრულებამდე სათამაშო 8 ტური რჩება შეხვედრები კლუბებთან, რომლებიც დარჩენისთვის იბრძვიან ნამდვილ გამოცდად იქცევიან. მათ იციან, რომ გადარჩენისთვის შანსი აქვთ და ეს მათ ძალიან სახაფათოს ხდის”. გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”სარაგოსა” არის გუნდი, რომელსაც საკუთარი ძალების სწამს და თუკი გადარჩენისთვის მინიმალური შანსები არის ისინი იბრძოლებენ.
ამ შეხვედრაში პეპს ვერ დაეხმარემა ხერარდ პიკე, რომელსაც მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი აწუხებს. მატჩში ჩავის მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა: ”ჩავი მთელი ძალებით ვარჯიშობდა. ის ითამაშებს, როცა სრულად მორჩება. მისი ასეთი მდგომარეობა გადაღლილობამ გამოიწვია. ხვალ (დღეს, რედ.) გავიგებთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება”.
შეკითხვაზე, არიან თუ არა გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად სხვებზე მეტად არიან დაღლილები პეპმა განაცხადა: ”რა თქმა უნდა. ზოგიერთ ფეხბურთელს იმაზე მეტის გაძლება შეუძლია, ვიდრე სხვას. ეს ნორმალურია, რადგან ისინი ახალგაზრდები არიან. ზოგიერთებზე დატვირთვა დიდად აისახება. როცა კვირაში 3 შეხვედრის გამართავ გიწევს ასეთ ფეხბურთელებს უნდა მოუფრთხილდე”.
”ჩელსის” გამოცდილება
ამას გარდა გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე ”ბარსას” მეტოქე შეაქო და ”ჩელსის” გამოცდილება აღნიშნა: ”ისინი ინგლისური ფეხბურთის ისტორიული წარმომადგენლები არიან. მათ დიდი გამოცდილება აქვთ და მათი ფეხბურთელები ყოველმხრივ ფანტასტიკურები არიან. ”ჩელსი” ევროპის ერთ-ერთი გრანდია. ამ კლუბს ყველაფერი შეუძლია. დღესავით ნათელია, რომ ლიგის 1/2 ფინალში ადვილი მეტოქეები არ არსებობენ”.
მიუხედავად ამისა პეპმა ყველას პრიმერაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა: ”ჩვენ გვექნება დრო, რათა ”ჩელსიზე” ვისაუბროთ. ახლა ჩვენ ძალიან დაძაბული კვირა გველის პრიმერაში, სადაც 3 ძალიან რთულ მეტოქესთან დაპირისპირება მოგვიწევს, რომლებიც შესანიშნავად იცავენ თავს. ჩვენ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ხშირმა შეტევებმა შეიძლება გადაღილობა გამოიწვიოს, ამიტომაც ჩვენ სათანადო მომენეტებს უნდა ვუცადოთ. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. ამის შემდეგ კი მოხარული ვიქნებით ”ჩელსიზე” საუბრით”.
მოურინიოს განცხადებაზე, რომ ”ბარსელონა” აუცილებლად გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისტერმა განაცხადა: ”მე მას მადლობა მინდა მოვუხადო ნდობისთვის, მაგრამ მივიჩნევ, რომ დარჩენილი 4 კლუბიდან ფინალში გასვლის შანსი ყველას თანაბარი აქვს”.
რაც შეეხება უახლოეს ელ კლასიკოს, ”ბარსას” მწვრთნელს დაეკითხნენ იმაზე, თუ რას ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ ”ბარსას” ორი დღით ნაკლები დასვენება ექნება ”რეალზე”, რაზეც მწვრთნელმა მიუგო: ”ამას ვერაფერს მოუხერხებ. ”ატლეტიკმა” უკვე გვაჩვენა, თუ როგორ უნდა მოერგო კალენდარს. ამ დროს დაღლილობა ყველაზე ნაკლებად გეტყობა, რადგან სეზონის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩვენ თვითრწმენით ვიმუშავებთ, რათა ტიტულები მოვიგოთ”.
აფელაის აღდგენა
ხოსეპ გვარდიოლა დიდი ენთუზიაზმით საუბრობდა იბრაჰიმ აფელაის აღდგენაზე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ ექიმებისგან თამაშის უფლება არ მიუღია. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ შეიძლება ძალიან მალე ის გუნდს დაეხმაროს: ”ვფიქრობ, რომ მას მალე მოედანზე ვიხილავთ, რადგან ძალიან კარგად ვარჯიშობს. ყველანი ძალიან მოხარულები ვართ, რომ ის დაბრუნდა. ის იმაზე ადრე დაბრუნდა, ვიდრე ველოდით”.