ფრეიშა: "გვესმის გვარდიოლასი, მაგრამ ლაპორტას მაინც ვუჩივლებთ"

ფრეიშა: "გვესმის გვარდიოლასი, მაგრამ ლაპორტას მაინც ვუჩივლებთ"

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ტონი ფრეიშამ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებზე, რომლითაც მან ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დაიცვა.

 

როგორც მოგეხსენებათ პეპმა თქვა, რომ "ბარსა" არ უჩივლებს ლაპორტას ფულის ტყუილ-უბრალოდ გაფლანგვისთვის, რადგან იგი მას ისევე დიდ პატივს სცემს, როგორც ამჟამინდელ პრეზიდენტ სანდრო როსელის.

 

"ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ გვარდიოლა უდიდესი მწვრთნელია. მის სიტყვას ფასი ნამდვილად აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში უბრალოდ არ გვაქვს უფლება არ ვუჩივლოთ ლაპორტას, რადგან ეს სოსიოებმა (საბჭოს წევრებმა) გადაწყვიტეს." -ციტირებს ფრეიშას სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.