რამდენიმე წუთის წინ “მილანის” ოფიციალურ “ტვიტერზე” გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბატე, რობინიო და მაქსი ლოპესი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგნენ.
ზემოთ ხსენბული ფეხბურთელების თამაში ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალური შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ახლა უკვე შესაძლოა, რომ სამივე ფეხბურთელი განაცხადში შევიდეს. დაბრუნებასთან ახლოსაა ალესანდრო ნესტაც, რომელსაც ტრავმის გამო 1 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ “მილანს” ვერ დაეხმარება ტიაგო სილვა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით 3-დან 4 კვირამდე იუქმებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ერთმანეთს “მილანი” და “ბარსელონა” უპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა იტალიელთა მოედანზე, “სან სიროზე” გაიმართება. საპასუხო მატჩს ერთ კვირაში “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.