workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “სილვა “ბარსასთან” ვერ ითამაშებს”

ალეგრი: “სილვა “ბარსასთან” ვერ ითამაშებს”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში “როსონერის” დააკლდება ტიაგო სილვა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. სპეციალისტი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო. იტყობინება იტალიური პრესა.

 

“გავრისკე და მოედანზე შევუშვი ტიაგო სილვა. მან ბარძაყის ტრავმა გაიმიზეზა, რის გამოც გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩს კატალონიის “ბარსელონასთან”. ამბობს ალგერი. 

 

“კარგად ვითამაშეთ პირველ ტაიმში, თუმცა “რომამ” ერთხელ შეგვიტია და გაგვიტანა. მეორე ნახევარში ფეხბურთელები გამარჯვების სურვილით გავიდნენ და მოიგეს კიდეც”.

 

“იბრაჰომოვიჩმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, ის შედის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ბონერასაც შესანიშნავი სეზონი აქვს”. დაასრულა მასიმილანო ალეგრიმ. 

 

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 28 მარტს, “მილანი” “სან სიროზე” უმასპინძლებს კატალონიის “ბარსელონას”. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ესპანეთში გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო იტალიაში კატალონიელებმა 2:3 იმარჯვეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward