“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში “ხეტაფესთან” შინ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხვალინდელი თამაშისთვის უფრო სწრაფად აღსადგენად დღეს ვივარჯიშეთ. ხვალ გარკვეული როტაციები მნიშვნელოვანი იქნება.
ოლმო და ფერმინი? გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის გვიწევს. სეზონი ახლახან დავიწყეთ და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. შესაძლოა, ზოგიერთები თავიანთი მდგომარეობით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ საქმე არა ინდივიდებში, არამედ გუნდშია. როდესაც ისინი თამაშობენ, მათ თავიანთი თამაშის ხარისხი უნდა აჩვენონ.
კუბარსი ხვალ ხელმისაწვდომი იქმება და ვნახოთ, სათადარიგოზე დარჩება თუ სასტარტოში ითამაშებს.
იმედი მაქვს, გავი მალე დაბრუნდება. მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შესაძლოა, ხვალ ან ორშაბათს მივიღოთ. ახლა ამისათვის შესაფერისი დრო არაა. მომდევნო კვირაში მისი მდგომარეობის პროგრესზე უფრო მეტი გვეცოდინება.
სტადონის საკითხი მე არ მეხება. მე გუნდზე ვარ ფოკუსირებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
იამალზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ბალდეს დაბრუნება ახლოვდება. ლამინთან დაკავშირებით უნდა მოვიცადოთ. ის თავდაუზოგავად შრომობს და მკრუნალობის ეტაპს გადის. მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ყველა მატჩში კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმე შევასრულოთ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ჩემი გუნდისგან სწორედ ამის ნახვა მინდა.
დიეგო სიმეონეს განრისხება “ენფილდზე”? ზოგჯერ ასეთი რაღაცები მეც მემართება. მე უფრო მატჩსა და გუნდზე ვარ ფოკუსირებული, თუმცა ხალხისგან ასეთი შეურაცხყოფების მოსმენა სასიამოვნო არაა. საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი განსხვავებულია და არ ვისაუბრებ იმაზე, რაც სიმეონესთან დაკავშირებით მოხდა, რადგან საქმე მის გრძნობებს ეხება და ეს მესმის.
ხოსე ბორდალასის (“ხეტაფეს” მწვრთნელი) კომენტარები არ მინახავს. ყველას თავისი აზრი აქვს. მათ შეუძლიათ ის თქვან, რაც უნდათ. არ მაინტერესებს, რას ამბობენ.
“ოქროს ბურთი”? ვფიქრობ, ერთ დღეს იამალს ამ ჯილდოთი ვიხილავთ. პატივისცემის ნიშნად ცერემონიას დავესწრებით, რადგან ნომინანტებს შორის ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოიგებს, ამ ჯილდოს დაიმსახურებს. მინდა, ცერემონიით ვისიამოვნო და პატივისცემა გამოვხატო.
ჩოლოს შემთხვევაში რა მოხდა ენფილდზე, ვინმემ იცით?
" პატივისცემის ნიშნად ცერემონიას დავესწრებით, რადგან ნომინანტებს შორის ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოიგებს, ამ ჯილდოს დაიმსახურებს. მინდა, ცერემონიით ვისიამოვნო და პატივისცემა გამოვხატო."
და რეალი ისევ იბუტება? თუ მაშინ წავლენ როცა გარანტიას მიიღებენ რო მათ აჯილდოებენ?
ბორდალასმა რაო რამინდაო?
ეს, იამალ, კუბარსი და რაფინია ორშაბათს იქნებიან დაჯილდოვებაზე, პედრი და ლევანა არა …. გამარჯვებულს ოქროს ბურთს რონალდინიო გადაცემს და ახლა წავა ათასი ჭორი არიქა 1000 პროცენტი იამალამ მოიგოო ან რაფინიამ 🤡
სუპერ კაცი ხარ ჰერ ფლიკ. იმედია ლაპორტას აიტან კიდევ ბევრი წელი და კლუბის ლეგენდა გახდები❤️❤️❤️