workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე ბარსელონასთან თამაშს გამოტოვებს

უსმან დემბელე ბარსელონასთან თამაშს გამოტოვებს

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი მეტოქის, “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერი უსმან დემბელე ფრანგულ გუნდს 6 კვირით გამოაკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

დემბელემ ტრავმა საფრანგეთის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. RMC-ზე დაყრდნობით ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 28 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 6 კვირა გაუცდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “ბარსელონასთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

უსმან დემბელესთვის ტრავმები უცხო ნამდვილად არაა. “ბარსელონაში” გატარებული 6 წლის განმავლობაში მან 15 დაზიანება მიიღო, რომელთა გამოც 799 დღე (2 წელიწადზე მეტი) და 141 თამაში გამოტოვა. 2023 წელს პსჟ-ში გადასვლის შემდეგ უსმანმა მე-5 ტრავმა მიიღო. წინა 4 დაზიანების გამო მას 61 დღე და 11 თამაში გაუცდა.

უსმან დემბელეს “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 99 თამაშში 43 გოლი და 32 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გასული სეზონი, როდესაც 53 თამაშში ფრაგნმა თავი 35 გოლითა და 16 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, ხოლო ყველა ტიტულის მოგების გამო ის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 სექ 2025, 02:31
    #15

    ეგრე რა შე კაცო, ძლივს ვიცანი დემბელე

  • Rick Sanchez
    schedule 08 სექ 2025, 14:12
    #14

    ახლა რომ მოვუგებთ პსჟ-ს დაიწყებენ დემბელე არ ჰყავდათ და მაგიტო წააგესო.

  • nika 54
    schedule 07 სექ 2025, 14:00
    #13

    ანუ დაეწყო სერია? ქალების ენაზე რო ვთქვათ დაეწყო კრიტიკული დღეები?

  • PUIOL5
    schedule 07 სექ 2025, 11:37
    #12

    ციტატა: KAIKHOSRO

    ციტატა: MESSI 2017
    25 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება გვაქ ლალიგაში და 22 ძლივს დავარეგისტრირეთ😀 მე2 გუნდში ძლივს დავარეგისტრირეთ საერთოდ ფეხბურთელი რაზეა საერთოდ ლაპარაკი ამ 22დან 3 მეკარეა ანუ 19 ფეხბურთელი გვყავს ამ 17დან 1 არაუხოა 1 მარტინი და 1 რაშფორდი😀 ანუ რეალურად 16 ფეხბურთელი რა უნდა ქნა 16 ფეხბურთელით ასეთ კალენდარში ლაპორტას და ტებასის დედას რო შვც

    ანუ რა მაინტერესებს ლაპორტას შეუძლია მოიყვანოს ფეხბურთელი დაარეგისტრიროს და ამას სპეციალურად არ აკეთებს?

    რა თქმა უნდა არ შეუძლია არც მოყვანა და არც დარეგისტრირება, იმიტომ რომ არაპროფესიონალი ღლეა, მარტუ ნათესავების დასაქმება შეუძლია და კლუბის წველა. მისი ყველა გადაწყვეტილება საეჭვოა, ყველა შემოსავალი გაყიდა და ამიტომაც ვერ ამოვდივართ წუმპედან, ჯობდა ორი წელი ვყოფილიყავით უტრანსფეროდ და ახლა გავიმართებოდით უკვე, არც ტიტულის მოგება გვშველის და არც ლიგის ახალი ფორმატი, უაზრო ტრანსფერები აკეთა, ისეთი მაინც იყიდოს ვინც მარკეტინგულად მაინც გაამართლებს, სტადიონის მშენებლობა თურქებს ჩააბარა და კიარის კაი დღეში, დარწმუნებული ვარ თავიდან გახდება საკეთებელი, ყველაფერი უხარისხოდ კეთდება და ყველა წვიმაზე იტბორება. წლებია გვატყუებს ნაიკთან ვითომ დადებული კონტრაქტით და ამ დროს სპონსორებს კონგოში ეძებს სადაც ხალხის უმეტესობა შიმშილობს ოფიციალურად, ერთერთი ღატაკი ქვეყანაა. კიდევ უამარავი მიზეზია რის გამოც კლუბი ვერ ამოდის ჭაობიდან.

  • MESSI 2017
    schedule 07 სექ 2025, 10:20
    #11

    ციტატა: KAIKHOSRO

    ციტატა: MESSI 2017
    25 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება გვაქ ლალიგაში და 22 ძლივს დავარეგისტრირეთ😀 მე2 გუნდში ძლივს დავარეგისტრირეთ საერთოდ ფეხბურთელი რაზეა საერთოდ ლაპარაკი ამ 22დან 3 მეკარეა ანუ 19 ფეხბურთელი გვყავს ამ 17დან 1 არაუხოა 1 მარტინი და 1 რაშფორდი😀 ანუ რეალურად 16 ფეხბურთელი რა უნდა ქნა 16 ფეხბურთელით ასეთ კალენდარში ლაპორტას და ტებასის დედას რო შვც

    ანუ რა მაინტერესებს ლაპორტას შეუძლია მოიყვანოს ფეხბურთელი დაარეგისტრიროს და ამას სპეციალურად არ აკეთებს?

    არასწორი გადაწყვეტილებები მე არ მიმიღია😀 არასწორი კომპანიისთვის სტადიონის შმაშენების უფლება მე არ მიმიცია, დიქტატორულ ქვეყანასთან კავშირები მე არ დამიჭერია კლუბჯს ყველა ფინანსურად მომგებიანი პროექტი მე არ დამიყიდია კაპიკებში უაზრო ფეხბურთელი 14 მილიონიანი ხელფასით მე არ მომიყვანია არაუხო მე არ დამიტოვებია გუნდში,პენია სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მე არ დმაიტოვებია,მარტინი მე არ დამიტოვებია როცა შეეძლოთ ლიონიდან ფეხბურთელები წამოეყვანათ იაფად თან საკმაოდ არც კი ცადეს, მე ვამბობდი რომ ნიკო უილიამსი მომტავს გუნდში 70 მილიონად?😀 სად წავიდა ის 70 მილიონი რითი არეგისტრირებდნენ? ან მაგას ან დიასს 80 მილიონს რომ იხდიდნენ 😀 თუ 70 მილიონი ქონდათ რატო არ იყიდეს ფოფანა ფლანგზე და გრიმალდო?😀

  • walker599
    schedule 07 სექ 2025, 09:49
    #10

    დუეს და დემბელეს დაკლება უდიდესი დანაკლისი იქნება, მარჯვნიდან ალბათ კვარას დააყენებს და მარცხნიდან ბარკოლას რომელიც დაცვას არ ეხმარება და იამალმა უნდა მოიგოს თამაში.
    მთავარი ბრძოლა ნახევარში იქნება უმაგრესი ნახევარი ყავს პსჟს და ჩვენც არანაკლები.

  • KAIKHOSRO
    schedule 07 სექ 2025, 07:37
    #9

    ციტატა: MESSI 2017
    25 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება გვაქ ლალიგაში და 22 ძლივს დავარეგისტრირეთ😀 მე2 გუნდში ძლივს დავარეგისტრირეთ საერთოდ ფეხბურთელი რაზეა საერთოდ ლაპარაკი ამ 22დან 3 მეკარეა ანუ 19 ფეხბურთელი გვყავს ამ 17დან 1 არაუხოა 1 მარტინი და 1 რაშფორდი😀 ანუ რეალურად 16 ფეხბურთელი რა უნდა ქნა 16 ფეხბურთელით ასეთ კალენდარში ლაპორტას და ტებასის დედას რო შვც

    ანუ რა მაინტერესებს ლაპორტას შეუძლია მოიყვანოს ფეხბურთელი დაარეგისტრიროს და ამას სპეციალურად არ აკეთებს?

  • Don_Andresito
    schedule 07 სექ 2025, 00:33
    #8

    აქ ეთამაშა და გვეხმარა და მერე სულ კარიერა დაესრულებინა რა, კარგად უსტვენდნენ ამ ჭუჭყიანით გაკეთებულს

  • Rivaldo
    schedule 06 სექ 2025, 22:44
    #7

    გაგსტყვნია უსმან პატრონი😌

  • Visca barca
    schedule 06 სექ 2025, 21:58
    #6

    ციტატა: JustBarcaLover
    Visca-barca, მარტინის ეშინიათ და ტრავმა მოიმიზეზეს…

    ხერარდ მარტინ-მალდინის

  • Bola
    schedule 06 სექ 2025, 20:52
    #5

    კაია კვარას შანსი აქვს მეტად წარმოაჩინოს თავი და ულიდეროს გუნდს

  • MESSI 2017
    schedule 06 სექ 2025, 20:30
    #4

    ციტატა: Visca-barca
    დუეც დაიმტვრა და არიქნება ბარსასთან ხერარდ მარტინმა რა შელოცა ასეთი😂პლიუს დემბელე ბრუნდებოდა კამპ ნოუზე და მაშინ დეიმტვრა დდ კამპ ნოუს ძალაც ამას ქვია დდ

    კამნოუზე აქ ალერგია რაც კამნოუ დაინგრა ტრამვა არ ქონია

  • JustBarcaLover
    schedule 06 სექ 2025, 20:15
    #3

    Visca-barca, მარტინის ეშინიათ და ტრავმა მოიმიზეზეს…

  • Visca-barca
    schedule 06 სექ 2025, 19:38
    #2

    დუეც დაიმტვრა და არიქნება ბარსასთან ხერარდ მარტინმა რა შელოცა ასეთი😂პლიუს დემბელე ბრუნდებოდა კამპ ნოუზე და მაშინ დეიმტვრა დდ კამპ ნოუს ძალაც ამას ქვია დდ

  • MESSI 2017
    schedule 06 სექ 2025, 18:37
    #1