ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაადასტურეს, რომ “ბარსელონას” დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირების უფლებას არ აძლევენ.
განცხადებაში დადასტურებულია, რომ “ბარსელონამ” ფინანსური პრობლემები მოაგვარა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინა, თუმცა პრობლემა სხვა რამეშია.
იმის გამო, რომ “ბარსელონას” დოკუმენტაციის შესწავლა 3 იანვრამდე გაიწელა, 1 იანვარს დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის არსებული რეგისტრაციები გაუქმდა. წესები კი კრძალავს, რომ ფეხბურთელი ერთი სეზონის განმავლობაში ერთ კლუბში ორჯერ დარეგისტრირდეს.
წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში “ბარსელონა” სპორტის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართავდა და პრევენციული ღონისძიების გატარებას მოითხოვდა. ასეც ხდება. “ბლაუგრანას” არგუმენტი ისაა, რომ კლუბს, ფინანსური პრობლემების მოგვარების მიუხედავად, რეგისტრაციის გაუქმებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსას” ხელი ამ შემთხვევაშიც მოეცარება, კლუბი სამოქალაქო სასამართლოს მიმართავს.
ეგღა გვაკლდა.
ანუ ვერ ითამაშებენ?
ძალით გაწელეს მაგ ჩათლახებმა