workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ რეალ მადრიდი 3-0 გაანადგურა

ბარსელონამ რეალ მადრიდი 3-0 გაანადგურა

“ბარსელონამ” პრესეზონის მეორე ამხანაგური მატჩი დალასში გამართა და “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა.

ანგარიში მე-15 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა – პედრის შესანიშნავი პასის შემდეგ ფრანგმა ძლიერი დარტყმით ტიბო კურტუას კარი აიღო.

დანარჩენი ორი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა: 85-ე წუთზე, “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ფერმინ ლოპესმა შორეული გასროლით ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ფერან ტორესს შესანიშნავი ასისტი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომენტები “რეალ მადრიდსაც” ჰქონდა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესანიშნავ ფორმაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 

“ბარსელონას” მომდევნო შეხვედრა 2 აგვისტოს, “მილანის” წინააღმდეგ ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Arznev Muskia
    schedule 30 ივლ 2023, 19:09
    #12

    მნიშვნელობა არ აქვს არაფერს თამაშის შემდეგ გარდა ტაბლოსა, რა შედეგიც წერია მანდ მაგას ვერც გაამართლებ და ვერც შეცვლი ლაპარაკით.მოიგო გუნდა მორჩა თამაში, ის ასე იყო ეს ესე იყო და ბლა ბლა ბლა უკვე აზრს მოკლებული დროის კარგვაა და ეგეთ ადამიანთან ვინც არ უნდა იყოს არც უნდა ესაუბრო. ძლიერს არ ასამართლებენ, წინა თამაშზე რეალი იყო ძლიერი ეხლა ბარსა, მომავალ თამაშამსე ბარსა რეალზე უკეთესი გუნდია კლასიკოში .. მორჩა გათავდა, სტატისტიკები შედეგს ვერ ცვლიდა და ვერც შეცვკის ვერასდროს.

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივლ 2023, 17:33
    #11

    ამდენი წელი რეალი რომ ასე იგებდა თამაშებს კლასი იყო და ჩვენ გაგვიმართლა ახლა?

  • Zura Gviniashvili
    schedule 30 ივლ 2023, 13:24
    #10

    Chico, კი მოხვდა მაგრამ ძირითადიხდაცვა მაგდენს არ გაუშვევს თუნდაც შტანფაზე

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2023, 13:15
    #9

    მე-3 გოლში იცით რა იყო სასაცილო, კურტუა რო გამოვიდა ტორესის წინააღმდეგ და როცა ფერანმა ხელიდან ააცალა ბურთი, კურტუას ხელები მუცელზე რო დარჩა, დარწმუნებული რო ბურთი მიიღო.

  • Chico
    schedule 30 ივლ 2023, 13:02
    #8

    ამხანაგური კლასიკო არ არსებობს და ამ სეზონში ანგარიშია 1:0 ბარსას სასარგებლოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და გამოსწორება უნდა. ბურთი ძელს 5-ჯერ მოხვდა, ეს დამაფიქრებელია, დაცვა მეტი ყურადღებით უნდაიყოს. შარშანდელი სეზონი დაცვამ მოიგო,… ასე რომ სამუშაო არის. ახლები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ეს სასიხარულოა. წარმოგიდგენიათ რამდენი დაცინვა და შეურაცხოფა წამოვიდოდა, ბარსას რომ მატჩი წაეგო?

  • Aroni
    schedule 30 ივლ 2023, 12:16
    #7

    თამაშს არ მიყურებია, მაგრამ მომენტებით რაც ვნახე 3:0 ნამდვილად არ ასახავს თამაშის რეალურ შედეგს. უბრალოდ ბურთს არ უნდოდა(შტეგოს და მცველების დახმარებითაც) კარში შესვლა. ესაა ფეხბურთი, ბარსაც არა ერთხელ ყოფილა რეალის ადგილას. ნუ მოკლედ ძალიანაც კარგი რომ რეალთან გამოდგა ეს თამაში ესეთი, სადაც ჩვენ გაგვიმართლა და რეალს არა. ბრავო ბარსა!!!

  • Montekristo031
    schedule 30 ივლ 2023, 10:33
    #6

    ვერ გავიგე ამ ხალხს რა უნდა… 5-ჯერ მოარტყეს შტანგასო…
    აბა რა გინდათ? რეალს ისე მოვუგოთ, რომ მომენტიც ვერ შეგვიქმნან?
    რა თქმა უნდა უკეთესად თამაში ყოველთვის შეიძლება, მაგრამ თამაშს ის გუნდი იგებს, რომელიც მომენტებს იყენებს.

  • CHEPE
    schedule 30 ივლ 2023, 10:02
    #5

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    აქ ისეთი კმაყოფილები ხართ რომ მგონია სხვა თამაშს უყურებდით, ეს შედეგი საერთოდ არ ასახავს რეალობას, მომენტებში და ყველაფერში გვაჯობეს, 6 შტანგა იყო მგონი, სასწაულად გაგვიმართლა თუარა სამარცხვინოდ ეავაგებდით, ამიტომ ახლა თვითკმაყოფილების დრო არაა, ბევრი სამუშაო აქვს ჩავის განსაკუთრებით ტრანსფერებზე, სულ ასე არ გაგვიმართლებს, თავდამსხმელი საჭიროა, დემბელეს იმედია გამოისყიდის ფრანგები, გულის ამრევია მაგის დებილობების ყურება.


    მასე რომ უმართლებდა რეალს მიტო დადო 5 ლიგა ბოლო 9 წელში მითუმეტეს ბოლო ფინალი ლივესთან დააჯვა თავზე და კარში მახინჯის ბურთი გავიდა მარტო ისიც 1 დარტყმა 94 წუთში რეალს

  • Nika92
    schedule 30 ივლ 2023, 09:58
    #4

    სათაური როგორ სასიამოვნოდ იკითხება😄

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 30 ივლ 2023, 09:36
    #3

    აქ ისეთი კმაყოფილები ხართ რომ მგონია სხვა თამაშს უყურებდით, ეს შედეგი საერთოდ არ ასახავს რეალობას, მომენტებში და ყველაფერში გვაჯობეს, 6 შტანგა იყო მგონი, სასწაულად გაგვიმართლა თუარა სამარცხვინოდ ეავაგებდით, ამიტომ ახლა თვითკმაყოფილების დრო არაა, ბევრი სამუშაო აქვს ჩავის განსაკუთრებით ტრანსფერებზე, სულ ასე არ გაგვიმართლებს, თავდამსხმელი საჭიროა, დემბელეს იმედია გამოისყიდის ფრანგები, გულის ამრევია მაგის დებილობების ყურება.

  • ChuxrELia
    schedule 30 ივლ 2023, 08:54
    #2

    ისე ცოტა შტანგებიც რომ ვახსენოთ ხოლმე არ იქნება ურიგო, არ გაგვინაწყენდნენ 😀 5 თუ 6 შტანგა იყო, კიდე კაი ბურთს ბადეში შესვლა არ უნდოდა 😀😀

  • Don_Andresito
    schedule 30 ივლ 2023, 04:26
    #1

    ნაცნობი სათაურია