workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ვალენსიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ბარსას” მიმართ ყოველთვის დიდი ყურადღებაა, რაც არასდროს შეიცვლება. ჩვენ ყველაფრით ბედნიერი ვართ. ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ორ ტურნირზე შემოვრჩით, რომელთა მოსაგებად ვიბრძვით. 
ჩვენ ველით “ვალენსიას”, რომელიც კარგ დაცვას ითამაშებს. ისინი ძალიან აგრესიულები და ინტენსიურები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვიდომინირებთ და საგოლე შანსებს შევქმნით.
კუნდეს ცენტრალურ მცველად თამაში ურჩევნია, მაგრამ ის გუნდის საჭიროებებს ერგება ხოლმე. 
ჩემი დისკვალიფიკაცია? ეს არაფერს ცვლის. მე უფრო მაღალ ადგილას ვიჯდები, საიდანაც თამაშსა და სივრცეებს უკეთ დავინახავ.
ვცდილობთ, ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უბურთოდაც შესანიშნავად ვთამაშობთ.
“ბარსელონა” არის კლუბი, რომლისგანაც ყველაზე მეტს ითხოვენ. ჩვენ “ბერნაბეუზე” 1-0 მოვიგეთ და ხალხი კმაყოფილი მაინც არაა. ნებისმიერი სხვა გუნდისთვის, ეს დღესასწაულის ტოლფასი იქნებოდა. “ბარსაში” კი უნდა მოიგო და ბურთის ფლობის მაჩვნებელი 70% გქონდეს.
საჯარიმო დარტყმებზე ყოველდღე ვმუშაობთ. დღევანდელ ვარჯიშზე ანსუმ, რაფინიამა და ალონსომ შესანიშნავი ჯარიმები გაიტანეს.
რობერტოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ბრწყინვალე ამბავია. ჩემთვის ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ.
რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბუსკეტსმა ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული.
კრისტენსენი ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნება. ლევანდოვსკი თავს კარგად გრძნობს, პროგრესს აგრძელებენ პედრი და დემბელეც.
“ბარსა” გუნდურად მუშაობს. პირველი მცველი ლევანდოვსია, პირველი შემტევი კი – ტერ შტეგენი.
ფატი მოტივირებული და თავდაჯერებულია. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
ესტანის პედროლა მრავალმხრივი მოთამაშეა, მას მარცხენა და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • რივალდო-მესი
    schedule 16 დეკ 2023, 18:27
    #21

    ციტატა: PUIOL5
    ეს მგონი ვერასოდეს ისწავლის მწვრთნელობას, კუმანის დონე დარჩება, კუმანმა ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი პროგრესირება მაინც იცოდა, ამან კიდე არაფერი, არადა როგორ მეიმედებოდა, ერთისული მქონდა მწვრთნელად მოსულიყო,სამწუხაროდ რა დიდი ფეხბურთელიც იყო ისეთივე დიდი შიბლაა როგორც მწვრთნელი


    ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. მაგრამ ეჭვი მაქვს როგორც მწვრთნელი უფრო დიდი (დიშლაა) მარტო ამის კომენტარები რომ წაიკითხო გინდა ფეხბურთელობისას და მერე მწვრთნელობისას ( ვითომ ვითომ მწვრთნელობისას) მიხვდები ადამიანი რომ ძაალიან დიდი შიბლაა და არა მარტო როგორც მწვრთნელი არამედ ადამიანიც. ჩვეულებრივი სეპარატისტი სირია ტიპი. პროსტა ალბათ საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი.