workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Equipe: მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კვლავ უარს ამბობს

L’Equipe: მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კვლავ უარს ამბობს

კიდევ ერთი წყარო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ლიონელ მესი “პარი სენ-ჟერმენთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

პირველად ეს ინფორმაცია ჟერარ რომერომ გაავრცელა, თუმცა მაშინ ყველა სხვა ცნობა ამის საწინააღმდეგო იყო. 2 დღის წინ ჟერარ რომეროს მხარი Footmercato-ს ჟურნალისტმა, სანტი აუნამაც აუბა. ორივე ეს წყარო ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ლეოს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე აზრს არ შეიცვლის.

რამდენიმე წუთის წინ კი ინფორმაცია ავტორიტეტულმა ფრანგულმა წყარომ, L’equipe-მაც დაადასტურა.

ფრანგული წყაროს ცნობით დღეს მესის მამა პარიზული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. არგენტინული მხარე “პარი სენ-ჟერმენის” შეთავაზებაზე კვლავ უარს აცხადებს.

სად წავა მესი ზაფხულში, თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს? L’Equipe-ს ცნობით ფავორიტი “ინტერ მაიამია”, რადგან ლეოს ოჯახი ამ ვარიანტს ემხრობა, თუმცა თავად ფეხბურთელი “ბარსელონაში” დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Zura Gviniashvili
    schedule 16 თებ 2023, 15:49
    #18

    ციტატა: ბაჩი-8
    ტიპმა ფეხბურთი დახურა 35 წლის ასაკში😀2012 წელს ჰალაზე მიმტკიცებდნენ 33 წლის რონალდოს უფრო მაგარი შედეგი ექნება ვიდრე 33 წლის მესის რადგან რონალდო ფიზიკურად ძლიერიაო:)))
    როდის იყო ტრენაჟორები ჯობდა ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს?🤔🙃
    როგორ წარმოვიდგენდი რო მესის ასე მოექცეოდნენ.მგონი რო ლაპორტას პერიოდი სანამ იქნება არ დაბრუნდება მერე ალბათ რამე სამუშაოს გაუჩითავენ სხვები😀


    ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. კი ამას დაბადებიდან არანორმალული ნიჭი აქვს მაგრამ ნიჭს მოფრთხილება და უფრო დახვეწა ჭირდება. მასე იყო რონალდინიოც ტექნიკის ჯადოქარი ეგეთი ტექნიკური რავიცი კიდე თუ დაიბადება მეორე და რა მოხდა შემდეგ? არც არაფერი მხოლოდ ბარსელონური კარიერა ქონდა ის 3-4 წელი რამდენიც იყო აღარ დავგუგლავ. მესის და რონალდუს შემთხვევაშI კი ნიჭი ჯობია შტანგებს მაგრამ ნუ გონია მხოლოდ ნიჭის დამსახურებით მოვიდა აქამდე არამედ ეგ შტანგები მესიმაც გამოირა და კიდევ აგრძელებს . ასე რომ ნიჭს მოფრთხილება განვითარება და თავდაუზოგავი შრომა ჭირდებამე

  • nika 54
    schedule 16 თებ 2023, 13:43
    #17

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ხორხე მესი ბარსელონაშია !!!!


    Prostaa neta tu ra xdeba,rames xoar chortaoben martla…au sheugdo maimunma citym raa. Tamashit naklebiaq arsenals mara eg +sami qulac araferi araa. Gaiwevs isev nabzr guardiola pl-ze ra


    გვარდიოლამ ჯობია მთელი ძალები ლიგაზე მიმართოს, თორე უკვე სასაცილოა რაც ხდება მაგათ თავს :დდდდ შარშან რეალთან რა იკადრეს. ძაან მინდა არსენალის ეპლ და დაიდება იმედი მაქვს


    არავინ იცის ვინ დადებს ეპლ-ს. გუშინ სიტიმ მოუგო და პირველი ადგილიდანაც ჩამოსვა დროებით, არსენალს ერთი თამაში აქვს კიდევ სათამაშო, მაგრამ 3 ქულა არაფერს ნიშნავს ჯერ კიდევ ბევრი თამაშებია ჩასატარებელი.

  • ბაჩი-8
    schedule 16 თებ 2023, 13:17
    #16

    ტიპმა ფეხბურთი დახურა 35 წლის ასაკში😀2012 წელს ჰალაზე მიმტკიცებდნენ 33 წლის რონალდოს უფრო მაგარი შედეგი ექნება ვიდრე 33 წლის მესის რადგან რონალდო ფიზიკურად ძლიერიაო:)))
    როდის იყო ტრენაჟორები ჯობდა ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს?🤔🙃
    როგორ წარმოვიდგენდი რო მესის ასე მოექცეოდნენ.მგონი რო ლაპორტას პერიოდი სანამ იქნება არ დაბრუნდება მერე ალბათ რამე სამუშაოს გაუჩითავენ სხვები😀

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2023, 12:48
    #15

    თან მინდა და თან არ მინდა რომ დაბრუნდეს

  • Fc Barca Batumi
    schedule 16 თებ 2023, 12:23
    #14

    მეფე სახლში აუცილებლად დაბრუნდება!

  • ფარნა
    schedule 16 თებ 2023, 12:15
    #13

    ვნახოთ რას იზამს სად წავა ვინც საჭირო იყო რო გაეშვათ მესი არსად წავიდოდა ნეიმარი რო იყიდა პსჟ მა რა მოიგო ჩემპ ლიგის თასები? ვაი ამათ პატრონს დიდძალი ფული აქვთ შეიხებს და ლიგა 1 ის საფრანგეთის თასის მეტს რას იგებენ? დიდი დიდი ნახევარფინალამდე მიაღწიონ ჩემპ ლიგაზე მბაპეც როგორც იქნა მიხვდა რო შეცდომა იყო მისი კონტრაქტი არც უსრულებენ არაფერს რეალში უნდა ისევ გადასვლა მესის ჩვენთან მოსვლა მხოლოდ ფეხბურთელების გაშვებით ან ლაპორტას წასვლითაა შესაძლებელი ნაწყენია მესი ლაპორტაზე და სანამ ლაპო იქნება პრეზიდენტი მესი არ დაბრუნდება ლა ლიგა უნდა მოვიგოთ ევროპა ლიგაც რომ ყველას ვაჩვენოთ სიძლიერე ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმზე მაქსიმუმი გავიღოთ ყველა მატჩში გვარდიოლა? არა მგონია დაბრუნდეს კი თქვა ბარსა თუ დამირეკავს დავბრუნდებიო ჩავი ჯერ კარგად მუშაობს დავაცადოთ ტუხელი? არა კლოპი? ლივერპული ჩემპ ლიგის ზონაში თუ არ მოხვდა კლოპი წავა? არა მგონია

  • davidus2020
    schedule 16 თებ 2023, 11:51
    #12

    არ მგონია მესი ბარსაში დაბრუნდეს, ჯერ რეგულაცია ძალიან შეუშლის ხელს, ნახევარი გუნდის გაშვება მოგვიწევს, მეორეც გუნდმა შეძლო და დაიწყო როგორც იქნა უიმედოდ თამაში, მესი რომ დაბრუნდეს ეს სქემა რასაც თამაშობს დაიშლება. მესი ბარსას საუკეთესო ფეხბურთელი იქნება ყოველთვის,მაგრამ ჯობია მაიამში წავიდეს ჩემი აზრით.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 16 თებ 2023, 09:27
    #11

    პსჟ მბაპეც დატოვებს სადაცაა და მესის რა უნდა მაგ საქათმეში, ეგენი ლიგას ვერასოდეს მოგებენ, ჯობია დაბრუნდეს ბარსაში და დაასრულოს კარიერა გემრიელად. ლაპორტამ თუარ წაუსლევა და წესიერი ტრანსფერები გააკეთა ზაფხულში, მომდევნო სეზონში ბარსას მეტი შანსი ექნება ლიგის მოგების ვიდრე ბაყაყიჭამიებს

  • Berlinetta♥
    schedule 16 თებ 2023, 02:41
    #10

    ადიემი ან ტორესი უნდა ეყიდათ.. ხავიმ იასნია ტორესიო 😞

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 თებ 2023, 01:57
    #9

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ხორხე მესი ბარსელონაშია !!!!


    Prostaa neta tu ra xdeba,rames xoar chortaoben martla…au sheugdo maimunma citym raa. Tamashit naklebiaq arsenals mara eg +sami qulac araferi araa. Gaiwevs isev nabzr guardiola pl-ze ra


    გვარდიოლამ ჯობია მთელი ძალები ლიგაზე მიმართოს, თორე უკვე სასაცილოა რაც ხდება მაგათ თავს :დდდდ შარშან რეალთან რა იკადრეს. ძაან მინდა არსენალის ეპლ და დაიდება იმედი მაქვს


    Erti guardiolasic tu dzmaxar… Vafshe agar maq is damokidebuleba rac adre mqonda. Arsenali kaneshna minda moigos. Zogadad barcelonas mere ajax da arsenali chemi sayvareli gundebia.

  • ანდალუზია
    schedule 16 თებ 2023, 01:24
    #8

    ბარსელონაში არ დაბრუნდება და ამასობაში კი მივეჩვიე ამ დაფეხვილი პსჟ თამაშების ყურებას.აქამდე ბარსელონას თამაშებზე გამოვრბოდი ტელევიზორთან ,ეხლა ნაპოლი და პსჟ დაემატა.მგონი რამოსიც კი შემიყვარდა.
    ეჰ..რა დრო დადგა.

  • DesmondHume
    schedule 16 თებ 2023, 01:21
    #7

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ხორხე მესი ბარსელონაშია !!!!


    Prostaa neta tu ra xdeba,rames xoar chortaoben martla…au sheugdo maimunma citym raa. Tamashit naklebiaq arsenals mara eg +sami qulac araferi araa. Gaiwevs isev nabzr guardiola pl-ze ra


    გვარდიოლამ ჯობია მთელი ძალები ლიგაზე მიმართოს, თორე უკვე სასაცილოა რაც ხდება მაგათ თავს :დდდდ შარშან რეალთან რა იკადრეს. ძაან მინდა არსენალის ეპლ და დაიდება იმედი მაქვს

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 თებ 2023, 01:07
    #6

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ხორხე მესი ბარსელონაშია !!!!


    Prostaa neta tu ra xdeba,rames xoar chortaoben martla…au sheugdo maimunma citym raa. Tamashit naklebiaq arsenals mara eg +sami qulac araferi araa. Gaiwevs isev nabzr guardiola pl-ze ra

  • MSN G.O.A.T
    schedule 16 თებ 2023, 00:59
    #5

    ხორხე მესი ბარსელონაშია !!!!

  • Genius8
    schedule 16 თებ 2023, 00:48
    #4

    პენზემას დუბლი😂😂😂😂😂😂

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 თებ 2023, 00:17
    #3

    Zgaprebi… Shetxaara arsenalma navtobas ❤️🤍 wels pl und adaidos uechvelad.

  • kanja
    schedule 15 თებ 2023, 23:47
    #2

    ერთი პსჟ-ს… მბაპე ხო ჰყავთ!

  • Genius8
    schedule 15 თებ 2023, 23:42
    #1

    სიტი იშლება მგონი დდდ და წავიდეს 1 2 წელი პეპთან გაასწორებს