ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პაბლო ტორე “ბარსელონაში” ითამაშებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან კონტაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება. “ბარსამ” ესპანელის სანაცვლოდ სანტანდერის “რასინგს” 5 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელიც, ბონუსების გათვალისწინებით, შესაძლოა, 20 მილიონამდე გაიზარდოს.
19 წლის შემტევი ნახევარმცველი “კამპ ნოუზე” უკვე წარადგინეს. თავდაპირველად, ტორეს “ბარსა ატლეტიკში” დაარეგისტრირებენ, თუმცა, ივარაუდება, რომ ის პირველ გუნდში საკმაოდ დიდ სათამაშო დროს მიიღებს. ჩავი ერნანდესი ფიქრობს, რომ პაბლო პედრისა და გავის გზას დაადგება და მომავალი ვარსკვლავი გახდება. მას პრესეზონის მიმდინარეობისას შანსები მიეცემა.




წარმატებები
ალვესი მიდის პაბლო მოდის. ახალგაზრდავდება გუნდი.
წარმატებები !
წარმატებები
კარგი ბიჭია, თან ცრუ 9 ან ცრუ ვინგერზეც თამაში შეუძლია , იმედია კარგად მოერგება გუნდს და კარგად ითამაშებს
სასწაული ბიჭია პასი დრიბლინგი დარტყმა ყველაფერი აქვს ტიპიური 10 იანია.მთავარია პედრი გავისავით ფსიქოლოგიოურად ძლიერი აღმოჩდეს.
წარმატებები პაბლიტო💙❤️
ეს შემტევი ნახევარმცველია ცრუ ცხრიანზე და ათიანზე არის ამის პოზიცია გოლების გატანაც უყვარს
იმედია საყრდენად ან ფლანგის მცველად არ ათამაშებენ , ჩვევია ამ გუნდს ბოლო წლებში მსგავსი ქმედებები , ისე საკმაოდ ნიჭიერია და ვნახოთ , წარმატებები