“ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა, 2021 წლის Golden Boy-ის ტიტული მოიგო.
ყოველწლიურად, იტალიური გამოცემა Tuttosport წლის ყველაზე გამორჩეულ 21-წლამდე ფეხბურთელს აჯილდოებს. პედრიმ, “ბარსელონაში” ჩატარებული სენსაციური სეზონის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, სადაც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
მინდა, ამ ტიტულისთვის, მადლობა გადავუხადო Tuttosport-ს. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრსა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მუდამ მხარს მიჭერდა 2021 წელს. ეს წელი საოცარი გამოვიდა.
და, რა თქმა უნდა, მადლობა “ბარსას”, ეროვნულ ნაკრებს, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღე ჩემს გვერდითაა. მათ გარეშე, ამ ტიტულს ვერ მოვიგებდი.
– პედრის განცხადებას Tuttosport აქვეყნებს.
ასევე, მე-5 ადგილზე გავიდა “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი – გავი. მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიკავეს: ჯუდ ბელინგემი (“დორტმუნდი”), ჯამალ მუსიალა (“ბაიერნი”) და ფლორიან ვირცი (“ლევერკუზენი”).
Tuttosport-ის მიერ ჩატარებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში ქარიმ ადეიემიმ (“ზალცბურგი”) გაიმარჯვა, რომელიც მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, “ბლაუგრანას” რიგებში ვიხილოთ.
აქამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელს Golden Boy-ის ტიტული მხოლოდ ერთხელ მოუგია. 2005 წელს, ევროპის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად ლიონელ მესი აღიარეს.
პედრის მოგებულ ჯილდოს 13 დეკემბერს, ტურინში დაგეგმილ ცერემონიაზე გადასცემენ.
ეკუთვნოდა 100% მთელი სეზონი სასწაულად ჩაატარა გუნდშიც და ნაკრებშიც.
ანუ დემბელესთვის ეგ პრიზი დაგვიანებულია?
ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია
ამის და გავის დუეტი, პლიუს დეიონგი უახლოეს მომავალში დაიპყრობენ ევროპას❤️✊ გილოცავ პაწუ😁❤️
ტრაგედია მადრიდში – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრი Golden boy-ს გამარჯვებული გახდა, 50-მდე ადამიანი ბოღმისგან პრო*ზე გაიხა.
აბა რა! ვის უნდა გაემარჯვა თუ არა პედრის?! თუ ეგ არ გაიმარჯვებდა მაშინ აღარ ყოფილა სამართალი
ოპაა კარგი ხაარ.მალე მოირჩინე ტრამვა და მოიხოდე.
ჩვენი ოქროს ბიჭი, მაგრად მევასება და იმედია მალე დაბრუნდება❤
პერდის გაუმარჯოს!.. ალალია…