workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი ბარჟუანი სელტასთან მატჩის წინ

სერჟი ბარჟუანი სელტასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სერჟი ბარჟუანმა, “სელტასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.  

განსხვავებული მატჩი იქნება. ისინი ეცდებიან, რომ პირველივე წუთებიდან წნეხის ქვეშ მოგვაქციონ და ჩვენი შეცდომებით ისარგებლონ, ამიტომ ბურთით უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. ვარჯიშის დროს ამ კომპონენტს ყურადღებას ვაქცევთ. “სელტა” კიევის “დინამოსგან” განსხვავებულ პრესინგს თამაშობს. 
ჩავისთან დაკავშირებით “ალ სადმა” განცხადება უკვე გამოაქვეყნა, “ბარსას” კი ეს ჯერ არ გაუკეთებია. ჩემი მოვალეობაა, კლუბს დავეხმარო, ჩავის კი, თუ ის ნამდვილად დაინიშნება, აუცილებლად დავეხმარები. მზად ვარ, მის ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო. 
რაკი კლუბმა ჩავის დანიშვნა გადაწყვიტა, ეჭვი არ მეპარება, რომ ის საუკეთესო კანდიდატია. 
ფეხბურთი რისკს ყოველთვის შეიცავს. გაგვიხარდა, რომ დემბელე დაბრუნდა, მაგრამ ვარჯიშზე ისევ ტრავმა მიიღო. ეს სულ ერთ დღეში მოხდა. 
სიტუაციას ყველა განსხვავებულად აღიქვამს. ჩემი აზრით, პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს, ფეხბურთელების დარწმუნება და გუნდში საკუთარი მენტალიტეტის შემოტანაა, რომლითაც ის ყოველთვის გამარჯვებული იყო. ის გუნდში არსებულ პრობლემებს აუცილებლად შეამჩნევს და ეტაპობრივად უნდა სცადოს, რომ ისინი გამოასწოროს. 
კლუბში ჩემი როლი კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდი, რომ დროებით დავინიშნე. ბედნიერი ვარ იმით, რომ საშუალება მომეცა, გუნდს ჩემი გამოცდილებით დავხმარებოდი. 
კვირას “ბარსა ბ-ს” დავუბრუნდები. აქ გატარებული თითოეული წამით სიამოვნება მივიღე. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ როგორც ადამიანი და მწვრთნელი ფეხბურთელებთან ახლოს ვყოფილიყავი. 

– განაცხადა ბარჟუანმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 15:35
    #4

    პირველ ტაიმს რო მეორე მოსდევს ამან არ იცოდა? თუ გონია ბარსასთან ვინმეს უჭირს 3 ბურთის დაქამბექება.

  • Zura Gviniashvili
    schedule 06 ნოე 2021, 15:01
    #3

    ციტატა: MeMpiS..
    ეს კაცი კუმანს ბევრად მირჩევნია, იმისდა მიუხედავად რომ არც ეს გვაჩვენებდა უკეთეს თამაშს მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუნდი ბოლომდე მაინც თამაშობდა და 70 წუთის შემდეგ ზომბებივით არ დარბოდნენ..


    კი ბევრად ჯობია კუმანს. ამ ორ თამაშშიც ჩანდა უბრალოდ მონდომებული და უფრო მეტი კომბინაციები იყო… ვფირობ ამ კაცმა უფრო იცის ახალგაზრდები როგორ გამოიყენოს ვიდრე კუმანმა იცოდა.. კუმანს ამოჩემებული ქონდა რამოდენიმე კადრი და იმას ათამაშებდა ბოლომდე სანამ არ გამოფიტა . ეს ბანჟანი უფრო მრავალფეროვნებით გამოირჩევა

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ნოე 2021, 17:04
    #2

    ეს კაცი კუმანს ბევრად მირჩევნია, იმისდა მიუხედავად რომ არც ეს გვაჩვენებდა უკეთეს თამაშს მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუნდი ბოლომდე მაინც თამაშობდა და 70 წუთის შემდეგ ზომბებივით არ დარბოდნენ..

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 17:02
    #1

    უნდა ასეთები ვიყოთ, უნდა ისეთები. უნდა, უნდა, უნდა.
    მე თუ მკითხავ ლაპორტ, ამას ბარსა ბ-საც ჩამოვართმევდი. ყველა მწვრთნელად არ იბადება.