ბარსამანიაზე გათამაშების დღეც მოვიდა. დღეს გამოვავლენთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჩვენ საიტზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს, რომელიც ბოლო თვეებში წესების დარღვევისთვის დასჯილი არა ყოფილა.
დღევანდელი კითხვა: “ბარსელონას” ფეხბურთელი ხულიო სესარ ბენიტესი “რეალთან” გასამართ მატჩამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა. რა იყო გარდაცვალების მიზეზი?
შეგახსენებთ, რომ კითხვები ისმება მხოლოდ იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენ საიტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში განთავსდა.
მომხმარებლებმა კითხვაზე პასუხი უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც კითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს. ერთი მომხმარებლისგან მიიღება მხოლოდ 1 პასუხი.
მახსოვს, აქ გეწერათ. სიკვდილის წინ ბოლო თხოვნა იყო რეალთან კლასიკო მოეგოთ.