ბენფიკა-ბარსელონა: შეხვედრის არბიტრი ცნობილია

ბენფიკა-ბარსელონა: შეხვედრის არბიტრი ცნობილია

ოთხშაბათს, “და ლუჟზე”, “ბენფიკასთან” გასამართ შეხვედრას 46 წლის იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო, განსჯის.

აქამდე, ორსატოს “ბარსელონას” ერთადერთ მატჩში უმსაჯია – 2016 წლის 23 ნოემბერს, “სელტიკთან”, გასვლაზე მოგებულ თამაშში (2-0, მესის დუბლი), ორსატომ ყვითელი ბარათი ჟორდი ალბას, სერჟი რობერტოს, ივან რაკიტიჩსა და ნეიმარს უჩვენა. ასევე, 56-ე წუთზე, მან მეტოქის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლეო მესიმ ზუსტად შეასრულა.

რაც შეეხება “ბენფიკას”, პორტუგალიური კლუბისა და ორსატოს გზები სამჯერ გადაიკვეთა. ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე – 2013 წელს “არწივებმა” ანდერლეხტი 3-2 დაამარცხეს, 2018 წელს კი “ბაიერნთან” 1-5 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვილილი სამივე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა იყო.

ასევე, ორსატომ 2019 წელს, “ბენფიკასა” და “აინტრახტის” ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში იმსაჯა, რომელიც პორტუგალიელებმა 0-2 დათმეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. ამ მატჩებში, ორსატომ “ბენფიკას” ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.

“ბარსელონასთან” მატჩამდე, პირველ ტურში, “ბენფიკამ” კიევის “დინამოსთან”, სტუმრად, ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    27 სექ 2021, 14:51

    იმედია იარემჩუკი არ ეყოლებათ.

  • ViscaMatador
    27 სექ 2021, 14:18

    ერთადერთი აზრი რაც გამოვიტანე მეტი ყვითელი უნდა დავწერო 😅😅