workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კუმანმა და პიკემ მსაჯს ნასტიკის გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს

კუმანმა და პიკემ მსაჯს ნასტიკის გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს

გუშინ “ბარსელონამ” სეზონისწინა პირველ ამხანაგურ მატჩში “ჟიმნასტიკი” რეი მანაის ჰეთ თრიქისა და ალექს კოლიადოს ერთი გოლის წყალობით 4-0 დაამარცხა.

38-ე წუთზე ტარაგონული კლუბი კაცნაკლული დარჩა – მსაჯმა მინდვრიდან ალექს კინტანილია გააძევა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ფაქტმა რონალდ კუმანს გეგმები ჩაუშალა. ნიდერლანდელს სურდა, თავისი ფეხბურთელები 11 მოთამაშის წინააღმდეგ, კონკურენტუნარიან პირობებში გამოეცადა.

წყაროს ცნობით, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კუმანმა და პიკემ მსაჯს გაძევებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვეს, თუმცა წესების მიხედვით ეს დაუშვებელია, ამიტომ არბიტრმა მათ უარი განუცხადა.

ზემოხსენებულის შესახებ “ჯიმნასტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, რაულ აგნემ RAC1-თან განაცხადა და კატალონიელებს ამ ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა:

კუმანმა და პიკემ მსაჯს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ჩვენთვის მეორე ტაიმში 11 მოთამაშის გამოყვანის საშუალება მოეცა, თუმცა მან უპასუხა, რომ რეგულაციები ამას კრძალავს. რონალდი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ არბიტრის დარწმუნებას შეეცდებოდა.

“ბარსელონა” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 აგვისტოს, “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2021, 13:17
    #3

    და რაღა ტაიმის დასრულების შემდეგ უთხრა, იქვე აეხსნა არ იყოო ძმაო ჯარიმა და ცოდვას ნუ აგვკიდებთო, მაგრამ ეტყობა მერე მოტვინა მაინც არ დააბრუნებენ და კაი ბიჭად მაინც გამოვჩნდეო.

    ციტატა: me da barca
    ნასტიკის ???


    შეამოკლეს მწერლებმა ბევრი რო არ ეწერათ ჟიმნასტიკი

  • me da barca
    schedule 22 ივლ 2021, 22:54
    #2

    ნასტიკის ???

  • Barca_MNS
    schedule 22 ივლ 2021, 12:09
    #1

    ჰაჰაჰა აფერისტობა, არ იცოდნენ ახლა ამათ როარ შეიძლებოდა ეგ?