workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით – კუმანი “იუვენტუსთან” მატჩის წინ

ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით – კუმანი “იუვენტუსთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “იუვენტუსთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს:

“ჩვენი მიზანი ყველა მატჩის მოგებაა. გვსურს, რომ ჯგუფური ეტაპი ლიდერების ამპლუაში დავასრულოთ. 3-ქულიანი უპირატესობა გვაქვს და პირველი ადგილით გასვლა სავსებით რეალურია.

უსმან დემბელეს ტრავმა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც განრიგის შესახებ ვდაობ. გადატვირთული გრაფიკის გამო, მოთამაშეებს ვკარგავთ. ფრანგის დაზიანება მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან, ბოლო პერიოდში, კარგად გამოიყურებოდა.

თუ ხვალ დავმარცხდებით, იმედგაცრუებული ვიქნები. მოთამაშეებს ვარჯიშზე უკვე ვუთხარი, რომ “კადისთან” გაშვებული გოლების მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. 

ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა ეფექტურად ვერ გამოვიყურებით და დაუშვებელ შეცდომებს ვუშვებთ. ამისი გაანალიზება საჭიროა.

მესის მხოლოდ საქმეზე ვეკონტაქტები, პერსონალური საკითხები უკანა ფლანგზეა.

პედრიმ 17 წლის ბიჭის კვალობაზე, მონაწილეობა ბევრ მნიშვნელოვან მატჩში მიიღო, ამას ნამდვილად იმსახურებდა. 

ხვალ ძლიერ, ერთიან გუნდად დავდგებით, რადგან პირველი ადგილი გვინდა. 

ფილიპე კოუტინიო? მას მოედანზე სრული თავისუფლება აქვს, მას ბალანსის პოვნა სჭირდება.

როგორც მოთამაშეს, არ მომწონს, როდესაც მწვრთნელი ფლანგზე დარბის და ყვირის. მოედანზე მეტი პასუხისმგებლობის აღება გვჭირდება.

რატომ გვაქვს სხვა შედეგი ლა ლიგაში? ესპანეთის ჩემპიონატში გუნდები კარგად გვიცნობენ და წინააღმდეგობას გვიწევენ.

მესი ჩვენს შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისმა ფეხმა ბევრი მატჩი მოგვაგებინა. ხანდახან, მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ის დაცვაში შეცდომებს არ უშვებს.

პიანიჩი? ბოსნიელს “ბარსელონაში” განსხვავებული როლი აქვს, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მესი თუ რონალდუ? ორივე მოთამაშეს ვაღმერთებ, რადგან მათ ბევრი ლამაზი საღამო გვაჩუქეს.

დე ლიგტი? სირცხვილია, რომ ის “იუვენტუსში” თამაშობს და არა – “ბარსელონაში”. თუმცა, ყველაფერი ჩემ მოსვლამდე გადაწყდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • axalibarca
    schedule 08 დეკ 2020, 10:42
    #13

    დემბელეს ტრამვაზე ახალი ხო არაფერი იცით ? რამდენი დრო ჭირდება ?

  • MARADONA1968
    schedule 08 დეკ 2020, 00:11
    #12

    ესპანეთის ჩემპიონატში გუნდები კარგად გვიცნობენ და წინააღმდეგობას გვიწევენო, შენც ვერმიცანები დააყენე სასტავში, როგორც ქენი კიევში და ფერეცვასთან.

  • carles puyol 5
    schedule 07 დეკ 2020, 20:09
    #11

    არაუხო შეაჩვიე ძირითაადსსს!!!!!

  • მსლ
    schedule 07 დეკ 2020, 19:58
    #10

    3:1 ბარსა იგებს

    barca-1

    barca-2 barca-3 barca-4 barca-5

    უეჭველიიი მოგება

  • B.A.r.c.A
    schedule 07 დეკ 2020, 18:16
    #9

    დე ლიხტიო კაროჩე ჰოლანდიელების გარდა ფეხბურთს ვერავინ თამაშობს ამისთვიის არადა დეიონგს მოუხდებოდა მოხოდავდნენ ერთმანეთს

  • Mes cue un club 1899
    schedule 07 დეკ 2020, 18:04
    #8

    არ აქვს მნიშვნელობა წააგებ თუ მოიგებ უბრალოდ მეტი შანსი უნდა შეიქმნას შეტევაში აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმა როგორ უკანი ასევე წინ
    იუვენტუსი ვაი რა ნახე დაცვით არ გამოირჩევა და ძალიან ამოწეულებიც არიან ხოლმე ამიტომ მართებული იქნება ორი ფორვარდით თამაში
    ფლანგზე კი კოუტინიო დადგება
    მგონია რომ თავის სიტყვას იტყვის ხვალ ბარსელონა

  • Iniesta_8
    schedule 07 დეკ 2020, 17:02
    #7

    იუვენტუსთან ვერ მოგება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა რომ ბარსა ძლიერ გუნდებთან ვერაფერს შვება და ვერც ერთ ტიტულზე ვერ გაიწევს. ძლიერებთან კიარა კადისსა და ხეტაფესთანაც აგებენ. თავმოყვარეობა განულებული აქვს ბევრ ფეხბურთელს, რაც არ უნდა აჯვან და ამცირონ მაინც არ უნდათ უკანალის გარყევა. ფატის გარეშე შეტევა ძაან არ მომწონს, ფაქტობრივად ფლანგიდან არ მიდის გარღვევები და ისევ ცენტრში ეტენებიან სადაც დაცვის 3 ბარიერია გასავლელი.

  • Ani benzo
    schedule 07 დეკ 2020, 17:00
    #6

    Am tamashs barca rom ar waagebs titqmis darwmunebuli var imitom rom meoreze gasvlis shemtxvevashi sheidzleba mervedfinalshi bavarias shexvdes, rac albat sikvdilis tolfasia barcastvis

  • GioKakiashvili
    schedule 07 დეკ 2020, 16:42
    #5

    ბოლოს რაო??

  • M10 S9 D11
    schedule 07 დეკ 2020, 16:42
    #4

    ძირითადი კამანდით გაიყვანე გუნდი რა დროს დასვენებებია

  • C.PC5
    schedule 07 დეკ 2020, 16:35
    #3

    ყვირილი არ მევასებაო. ბიჭო ყვირილი და ნაკერზე გახევა არც მე მიმაჩნია მწვრთნელის მხრიდან სწორ საქციელად. მაგრამ ხო შეიძლება რაღაც მითითება მისცე თამაშისას. ამის გასაკეთებლად სულაც არაა ყვირილი საჭორო. კუმანი კიდე ზის წარბებშეკრული. სულ ასე ჯდომა არ არგებს გუნდს. კი გასაგებია რომ შეცდომებზე თამაშების მერე ებაზრება ფეხბურთელებს, მაგრამ თუ ხედავ რომ რაღაცას ვერ აკეთებენ, მაშინვე უთხარი შე დალოცვილო და იქნებ გამოასწორონ, იქნებ აღარ წააგონ კადისებთან და ხეტაფესთან. რამდენად დიდი ჭკუის პატრონიც არ უნდა იყოს მწვრთნელი და რამდენად მაგრადაც არ უნდა უხსნიდეს გუნდს თავის ნააზრევს აზრი არ ექნება თუ შეცდომებზე თამაშის დროსვე არ მიუთითა. ეს კიდე დაჯდება და შემოიდებს აკაკისავით თავზე ხელს. ჩემი მოკლე მოსაზრება ეს იქნება რომ ლაპორტა რომ მოიგებს არჩევნებს ამასთან დიდი ხნით საქმის დაჭერის სურვილი არ ექნება თუ ასე გააგრძელა ყოველი მეორე თამაშის წაგება.

  • dola777
    schedule 07 დეკ 2020, 16:35
    #2

    3-1 ვიგებთ ამ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მოტივაციით თამაშობენ ბიჭები. barca-4

  • ბარსა_ბარჩა
    schedule 07 დეკ 2020, 16:25
    #1

    2-1 იუვენტუსი მგონია მოიგებს ან 1-0 ბარსას იმედი აღარმაქ