workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
As: დიდი ალბათობით, ანსუ ფატი ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს

As: დიდი ალბათობით, ანსუ ფატი ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს

“ბარსელონას” 18 წლის თავდამსხმელი, ანსუ ფატი, სავარაუდოდ, გუნდს, მინიმუმ, 3 თვით გამოაკლდება.

მას გუშინ, “ბეტისთან” შეხვედრაში, აისა მანდის უხეში თამაშის შედეგად, მარცხენა ფეხზე მუხლის მენისკი აქვს გაწყვეტილი. დღეს, ფეხბურთელი ექიმმა, რამონ კუგატმა, მოინახულა, რომელიც, როგორც ჩანს, მისი მკურნალობის პროცესს უხელმძღვანელებს.

დაზიანების მკურნალობის ორი გზა არსებობს: ოპერაციით და ოპერაციის გარეშე. ოპერაციის გარეშე მკურნალობის შემთხვევაში, ფატი მოედანზე რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, თუმცა ტრავმის რეციდივის ალბათობა, შედარებით, მაღალი იქნება. ოპერაციის დროს კი, ანსუ, მინიმუმ, 3 თვეს გამოტოვებს. მადრიდული გამოცემა წერს, რომ ტრავმიდან გამომდინარე, ოპერაცის, ფაქტობრივად, აუცილებელია და, შესაბამისად, ანსუ ოპერაციის გზით გამოჯანმრთელებას აირჩევს.

ტრავმის გამო, მან სევილიურ კლუბთან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ პირველ ნახევარში მიიღო. შემდეგ, მის ნაცვლად, მოედანზე ლეო მესი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ფატის ექიმმა, რამონ კუგატმა, გასულ წელს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, თანადგომა საჯაროდ გამოუცხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 08 ნოე 2020, 21:29
    #5

    არაუშავს.მესისაც რამდენჯერ ქონდა კარიერის სტარტზე ტრავმები,მაგრამ მერე თითქმის აღარ იღებდა.მთავარია ფსიქოლოგიურად არ გატყდეს

  • Messiah
    schedule 08 ნოე 2020, 19:24
    #4

    ჯობს გაიკეთოს ოპერაცია 3-4 თვე მოიშუშოს კარგად ვიდრე მერე რეციდივებმა გაამწაროს .
    ბავშვია ამის ორგანიზმი მალე მოიშუშებს ასეთ ტრავმას

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 08 ნოე 2020, 18:47
    #3

    რაღაც მესი და რონალდინიოს ფოტო გამახსენდა მესი ყავარჯნებით რო მიდის ფეხი რო მოტეხილი აქვს 🤔🤔

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2020, 17:32
    #2

    ჯობია გაილეთოს ოპერაცია და სამუდამოდ მოიშოროს რეციდივი ვიდრე მალე დაბრუნდეს და უმტიტივით დაემართოს

  • Ronaldinho..
    schedule 08 ნოე 2020, 16:49
    #1

    ვაა კაროჩე რა
    18 წლის ასაკში მუხლზე ოპერაცია,ძალიან ცუდია…☹️
    არაუშავს რას ვიზამთ იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და დაბრუნდებს უფრო ძლიერი..
    პროსტა მსგავსი ტრავმები კიდე ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდია აღარ რისკავენ სპორცმენები ან კიდე იმდენად ხშირად ფიქრობენ რეციდივზე რომ უფრო მიდრეკილს ხდიან და უფრო ემართებათ,ეგრეა მოწყობილი ორგანიზმი
    მოკლედ ანსუ წარმატებები!!❤️