workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ექიმის მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

“ბარსელონას” ექიმის მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

როგორც იცით, გამოჩენილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, თითქმის ერთი კვირაა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ მორიგ უკანონო შემთხვევას არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონაც”. ფეისბუქ გვერდ “თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja“-მა კატალონიური კლუბის ექიმის, რამონ კუგატის წერილი გაავრცელა. გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს წერილი ნამდვილია.

გთავაზობთ წერილის თარგმანს:

“ბარსელონა, 15 ნოემბერი, 2019 წელი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება:

ქვემოთხსენებულს ჩვენ ვწერთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით.

ჩვენ მას ვიცნობთ იმ დროიდან, როდესაც ის ბარსელონაში ერთწლიანი პროგრამით იმყოფებოდა. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც კეთილ, გულისხმიერ, პატიოსან ექიმს, რომლის სურვილიც, დაეხმაროს ადამიანებს, არის იმხელა, რომ ის ჩვენს სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში არ იმყოფებოდა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, მისი ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო.

შესაბამის ორგანოებს საკითხის სამართლიანად განსჯასა და ჩვენი კოლეგის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას ვთხოვთ იმისათვის, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის მშვიდობიანად დასასრულებად გავაკეთოთ, გთხოვთ, გვაცნობოთ.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ის ყოველთვის იყო საკუთარი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ თავდადებული.”

აღნიშნულ წერილს ხელს საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ექიმი რამონ კუგატი აწერს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მივწერეთ რამონ კუგატისა და მონსერატ გარსიას ორგანიზაციას. პასუხად მონსერატ გარსიასგან მივიღეთ, რომ ის ამ წერილის ავთენტურობასა და მასზე გაკეთებულ ხელმოწერებს ადასტურებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • BEQA BARCA
    schedule 21 ნოე 2019, 21:25
    #15

    თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!

  • MESSI-N1 4ever
    schedule 21 ნოე 2019, 19:01
    #14

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: me da barca
    შეცდომაა——————-სწორია
    ———————————————
    იგრა —— თამაში
    ფუტბოლი —— ფეხბურთი
    იგროკი —— მოთამშე
    ვაბშე —— საერთოდ
    პრახადნოი დვორ ——- გასასვლელი ეზო
    ზამენა ——– შეცვლა
    და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    რატომ არ ვცემთ საკუთარ, მშობლიურ ენას პატივს და მას ვამახინჯებთ? რატომ ვსესხულობთ მტრისგან იმას რაც გვაქვს? ააა ჩვევაა? სხვისგან გვესმის და ჩვენც ვიმეორებთ? მერე გადაეჩვიე.
    აქ უმრავლესობა აზრზე არაა ვინაა და რა ჯიშისაა რუსი, არასდროს არ ყოფილა რუსეთში და მაგათი ენით ამახინჟებს საკუთარს. თუ ის დაწერს "იგრას" და "ფუტბოლს" ეს მოდაშია. ეს ქვეყანა არის შენი ქვეყნის მტერი და დღესაც გართმევს მიწებს. წერე ქართული შრიფტით და იმეტყველე ქართულად.
    არავის წყენა არ მქონია აზრად, უბრალოდ არ დავანაგვიანოთ და პატივი ვცეთ მშობლიურ ენას.


    მარტო რუსეთში არ არის რუსული ენა ბრატ👌👌👌 უკრაინაც იგივეა განსხვავება აქვს მცირედი მხოლოდ და ეროვნებაში დიდად განსხვავებულია

    და მერე მეორედ რუსეთის მთავრობა თუ გეზიზღებათ და გეძაგებათ ეგ იმას არ ნიშნავს რომ 100% რუსეთის ყველა მოქალაქე ნაგავია👌👌👌 კარგად დაიმახსოვრე ჯერ ქართველი რაეროვნებაა სადაც დედა აღარ ყავს უკვე ამ ქვეყანას და მსოფლიო მაშტაბით ყველგან ჩააჯვეს საქმეში და მერე დაიწყეთ სხვისი განსჯა… კიდე კარგი რომ მუსლიმანების ტერიტორიაზე არ ვართ თორე კი ხედავა ამერიკელები როგორ ეზიზღება და ომია მუდმივი მათ შორის და მუსლიმს ვინც შეეხება მასთან არააქ მნიშველობა ვინ იქნება… ასე რომ ჯერ სანამ ვინმეს ეროვნებას შეეხებით დაფიქრდით საკუთარი ეროვნება რადონეზეა


    პრახადნოი დვორი ღია კარებს ნიშნავს :დდ
    რუსული ენა და პოლიტიკის დაკავშირება ძაან მემარაზმება, იგივე რეაქცია სხვა ენებზე რატო არარი? ანუ ენასთანნპოლიტიკა რაშუაშია?

  • MSN
    schedule 21 ნოე 2019, 15:28
    #13

    მართლაც მეტი ვიდრე კლუბი

  • Barca_MNS
    schedule 21 ნოე 2019, 12:07
    #12

    ეს დასაფასწბწლი ახალი ამბავია…ისე პოჩეტინიო, რომ არგენტინის ნაკრებს ჩაუდგეს რას გაასწროებს

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2019, 10:07
    #11

    შეცდომაა——————-სწორია
    ———————————————
    იგრა —— თამაში
    ფუტბოლი —— ფეხბურთი
    იგროკი —— მოთამშე
    ვაბშე —— საერთოდ
    პრახადნოი დვორ ——- გასასვლელი ეზო
    ზამენა ——– შეცვლა
    და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    რატომ არ ვცემთ საკუთარ, მშობლიურ ენას პატივს და მას ვამახინჯებთ? რატომ ვსესხულობთ მტრისგან იმას რაც გვაქვს? ააა ჩვევაა? სხვისგან გვესმის და ჩვენც ვიმეორებთ? მერე გადაეჩვიე.
    აქ უმრავლესობა აზრზე არაა ვინაა და რა ჯიშისაა რუსი, არასდროს არ ყოფილა რუსეთში და მაგათი ენით ამახინჟებს საკუთარს. თუ ის დაწერს "იგრას" და "ფუტბოლს" ეს მოდაშია. ეს ქვეყანა არის შენი ქვეყნის მტერი და დღესაც გართმევს მიწებს. წერე ქართული შრიფტით და იმეტყველე ქართულად.
    არავის წყენა არ მქონია აზრად, უბრალოდ არ დავანაგვიანოთ და პატივი ვცეთ მშობლიურ ენას.

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2019, 07:48
    #10

    ციტატა: tigresa
    მართლაც მეტი ვიდრე კლუბი. ძალიან მესიამოვნა ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდის თანადგომა, მგონი ესენი მეტს აკეთებენ ვიდრე ჩვენი ლეღვი მთავრობა, სულ სხვების იმედზე როგორ უნდა ვიყოთ. იმედია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოახერხებს მოს გათავისუფლებას, თორემ მთავრობა რომ არაფრის გამკეთებელია ეტყობა უკვე


    სამაგიეროდ უიარაღო საკუთარი ხალხის თვალების დათხრა კარგად ეხერხებათ, აქ მაგრები არიან.

  • Bakero
    schedule 21 ნოე 2019, 01:41
    #9

    ციტატა: tigresa
    მართლაც მეტი ვიდრე კლუბი. ძალიან მესიამოვნა ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდის თანადგომა, მგონი ესენი მეტს აკეთებენ ვიდრე ჩვენი ლეღვი მთავრობა, სულ სხვების იმედზე როგორ უნდა ვიყოთ. იმედია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოახერხებს მოს გათავისუფლებას, თორემ მთავრობა რომ არაფრის გამკეთებელია ეტყობა უკვე


    ერთადერთი იმედი სამწუხაროდ ისევ მხოლოდ წითელი ჯვარია საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად

  • tigresa
    schedule 21 ნოე 2019, 01:31
    #8

    მართლაც მეტი ვიდრე კლუბი. ძალიან მესიამოვნა ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდის თანადგომა, მგონი ესენი მეტს აკეთებენ ვიდრე ჩვენი ლეღვი მთავრობა, სულ სხვების იმედზე როგორ უნდა ვიყოთ. იმედია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოახერხებს მოს გათავისუფლებას, თორემ მთავრობა რომ არაფრის გამკეთებელია ეტყობა უკვე

  • Bakero
    schedule 21 ნოე 2019, 01:26
    #7

    საღოლ ბარსელონა მადლობა ! თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს !!!

  • M10 S9 D11
    schedule 21 ნოე 2019, 00:52
    #6

    ბრავოოო აი ესაა მეტი ვიდრე კლუბი და მადლობა თანადგომისთვის

  • B A R C A
    schedule 21 ნოე 2019, 00:43
    #5

    მადლობა თანადგომისთვის!❤

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 21 ნოე 2019, 00:13
    #4

    მეტი, ვიდრე კლუბი.
    არაფერი ეშლებათ ბარსაში, უმაგრესი სტაფი ჰყავს საუკეთესო გუნდს(გარდა 2 ჩმორისა)!

  • Lebron James 6
    schedule 21 ნოე 2019, 00:08
    #3

    მეტი ვიდრე კლუბი!! ბრავო

  • rijkaard
    schedule 21 ნოე 2019, 00:05
    #2

    რუსებს როცა ჭირდებათ და მოუნდებათ შემოდიან გადიან იქ საყდრისს აფეეთქებინებენ მსოფლიოს უძველეს ოქროს საბადოსს გაატანენ ტონობით ოქროს და ეს სირაქლემა მთავრობა ჩვენ ხალხს ვერ იცავს ჩვენივე ტერიტორიიდან გატაცებულებს.

  • Magician
    schedule 21 ნოე 2019, 00:04
    #1

    ძალიან კარგი სიგნალია <3 თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!