“ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახეს. ამის მიზეზი 32 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს “ბარსელონას” სამედიცინო შტაბთან შეთანხმებით ხდება. ორი მხარე შეთანხმდა, რომ ოქტომბერში სუარესი სანაკრებო თამაშებისგან დაისვენებდა და ის დიდი ხნის წინ დაგეგმილ სპეციალურ მკურნალობის კურსს გაივლიდა.
ურუგვაი, 12 და 15 ოქტომბერს, პერუსთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სუარესს მხოლოდ ამ მატჩების გამოტოვება მოუწევს.
ეს ნიშნავს, რომ ლუისი 6-დან 19 ოქტომბრამდე დაისვენებს და მას სრულად გამოჯანმრთელების საშუალება ექნება.
ოქტომბრის სანაკრებო თამაშების დროს დაისვენებს ლეო მესიც, რომელიც დისკვალიფიცირებულია.




ძაან მაგარი ამბავია. მესი სუარესი დემბელე არ არიან გამოძახებულები დაისვენებენ კარგად ტრავემბს მოიშუშებენ
უუუჰ მშვენიერია ნაკლებად დაიტვირთება ნეტა არც არტური და ვიდალი გამოიძახონ