ისევ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, ისევ “ატლეტიკო”, ისევ დიეგო სიმეონე, ისევ ყველაფერი ცუდად არის. რამდენადაც ლა ლიგაში ჩაგრავს ბარსა მადრიდელებს, იმდენად არაფერი გამოსდის ჩემპიონთა ლიგაზე. ისე მოხდა, რომ ისევ “კამპ ნოუზე” შედგა პირველი მატჩი, წინა წლებში თუ უკმაყოფილონი ვრჩებოდით ყაიმით ან მინიმალური სხვაობით მოგებული მატჩით, ახლა ბარსა საერთოდ დამარცხდა. ადრე მიგვაჩნდა, რომ ერთი ბურთით მოგება საკმარისი არ იქნებოდა, ახლა კი სასწაულიც აღარ ქვია იმას, რაც ბარსას შემდეგ ეტაპზე გაიყვანს.
ბარსა მაინც ეცდება. არავის სხვა ისეთი სასწაულები არ მოუხდენია მოედანზე, როგორც ამ კლუბს, ახალი გამოცდილებაც იქნება, როგორც წესი, ასეთი მარცხის მერე “კამპ ნოუთი” ვემუქრებით ხოლმე მეტოქეს, ახლა ამ დარტყმის მერე გასვლაზე მოგვიწევს წასვლა, თან სად? “მეტროპოლიტანოზე”, სადაც სულ ცეცხლი ანთია.
ვნახოთ რა გამოვა.
ორი დარტყმა ერთ წუთში
ვიტყვი გულახდილად. წესიერად ვერ ვუყურე ამ შეხვედრას, დასავლეთიდან თბილისში დაბრუნება ვერ მოვასწარი, გზად გადავშალე ლეპტოპი, მაგრამ გვირაბში შეხვალ თუ არა კონტაქტი იკარგება და ნერვები იჭიმება, ამ ნერვებს თამაშმაც შეუწყო ხელი და სადღაც ბოლო წუთებისთვის, როცა მანქანას ბენზინი გაუთავდა, რადგან სადგურები რატომღაც დახურული იყო და ჩემ ტელეფონზე ძლივს დაჭერილი ინტერნეტით თითქმის ერთდროულად აინთო ანგარიში და წითელი ბარათი, აი აქ გაწყდა. არადა წინ მთელი მეორე ტაიმია ჩასასქროლი.
რაც ვნახე იმას ვიტყვი და ვნახე ალაგ-ალაგ. ვნახე, რომ ორივე მწვრთნელმა გადასარევად იცოდა რას თამაშობდა მეორე. ორივე მზად იყო და როგორც წესით ასეთ მატჩებში ან საერთოდ არ გადის გოლი, ან ერთი გადაწყვეტს ხოლმე ყველაფერს. სამწუხაროდ ორი საკვანძო მოთამაშე არ გვყავდა, ერთს სიმშვიდე მოაქვს, მეორეს დრაივი, აგრესია. ბარსას ორივე აკლდა, არც საკმარისი სიმშვიდე ჰქონია და არც საკმარისი აგრესია. აქტიურობდა რაშფორდი როგორც ვნახე, შეიძლება ყველაზე მეტ მომენტსაც ქმნიდა, მაგრამ არ არის ამ ეტაპზე ეგ საკმარისი. ამ ეტაპზე რასაც ქმნი უნდა შეაგდო, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
სამწუხაროდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვნახე ის გადამწყვეტი მომენტიც, და ამ გადამწყვეტს ისევ აბსურდი მოჰყვა, ბოლო იმედის ჯარიმაზე მსაჯმა ყვითელი ასწია, რატომ? არ ვიცი. ლოგიკა მკვდარია. მოკლა ჯიგარმა. აქ თუ ჯარიმაა, ავტომატურად წითელია. გადაამოწმეს და გააგდეს კუბარსი, მაგრამ, რამდენად იყო ეს შეხება საკმარისი იმისთვის, რომ ფეხბურთელი წაქცეულიყო, მომეჩვენა, რომ უბრალო შეეხო, კი არ დაიჭირა, კი არ ჩამოქაჩა, უბრალოდ შეეხო და წაიქცა ისიც რობიკოს ტარიელივით.
კარგად გაყიდა მომენტი და ეგეც შენი წითელი ბარათი.
თითქოს ეს არ გვეყოფოდა და ჯარიმაც ზუსტად დაარტყეს. ორმაგი დარტყმა გასახდელში მიმავალ ბარსას. ფლიკი მეორე ტაიმს ყოველთვის უკეთესად თამაშობს, მაგრამ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მე მგონი პირველად აღმოჩნდა.
აღარც პედრი
ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ისევ ვუბრუნდები თამაშს და ვხედავ, რომ პედრი არ არის მოედანზე. ლევანდოვსკის გაყვანა გასაგებია, წითელი ბარათის მერე ერთი შემტევი უნდა მოიხსნას, მაგრამ პედრი? ჯანდაბა, ეს რა ხდება ჩვენს თავს?! სავარაუდოდ ისევ ტრავმა. ვიღაცისთვის კუბარსის წითელი ბარათით დასრულდა ყველაფერი, ჩემთვის კი აქ, ამ მომენტში, როცა პედრი ვეღარ დავინახე.
მეორე ტაიმშიც მხოლოდ რაშს ჰქონია მომენტები, ერთი კი უნდა შეეგდო, ამ მოცემულონბაში, რომ კაცი მოახერხებს და ერთი-ერთზე პასს დაგიხატავს, ეგ უნდა შეაგდო. მაგრამ ვერ შეაგდო და სწორედ ამიტომ არის “დამხმარე კაცი”, რომელიც ახლა გვეხმარება რაფინიას არყოფნაში.
იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რაც დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ბარსას საჩივარს არაფერი მოჰყვება. რადგან, ასეთები ადრეც ყოფილა და არაფერი მოჰყოლია. საქმე ის არის, რომ არის რაღაც, რაც VAR-ის კაბინაშიც არ ჩამს, და ეს რაღაც არის განზრახვა. რა პასი იყო ეს? თამაშის გამხსნელი თუ უბრალოდ გაგორებული, ჰა, შენ შეიყვანე თამაშშიო. მეკარემ გააგორა და მცველმა ხელი შეახო. გაიგე ახლა რა ქნეს. ჩემთვის ეს პენალტია. ასე აღვიქვი მეკარის პასი, მაგრამ რამდენი კაციც არის, იმდენი აღქმა იქნება. აბა, ვინ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს.
კიდევ ერთი შეუსრულებელია მისიააა წინ.
მაგრამ ფიქრი მაინც თავისას შვება, ფიქრი ყოველთვის ოპტიმისტურია – თუ “ატლეტიკომ” შეძლო, ესე იგი, ჩვენც შეგვიძლია.
მეკარემ რომ თამაშში შეიყვანა ბურთი და მცველმა ხელით გააჩერა, ბაიერნს რომ ექნა რეალთან, ოლივერი ისე ჩასტვენდა სასტვენს გააწითლებდა, მერე მივიდოდა და პენალტსაც თვითონ დაარტყავდა
🚨✅ | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ფრენკი დე იონგმა დღეს ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა.
▪️თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ფრენკიმ შესაძლოა რამდენიმე სათამაშო წუთი მიიღოს მოედანზე ესპანიოლის წინააღმდეგ.
🎯 მთავარი მიზანია, რომ სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ატლეტიკოსთან საპასუხო მატჩს.
‼️პედრიც მწყობრშია, არანირი ტრავმა არ აქვს.
რაფინია და ბერნალი რო გვყავდეს შანსი გვექნებოდა მაგრამ … მაგაატი არ ყოფნა ეტყობა გუნდს ძალიან
კუბარსიმ მიმართა სიტყვით გულშემატკივრებს, თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა, 19 წლის ასაკში უფრო ძლეერია მენტალურად ვიდრე არაუხო …
გამორიცხული არაფერია;
უბრალოდ 10 კაცითაა რთული იღბალა ავტობუსთან თამაში
პედრიც მკვდარი სულივით დარბის, დაეტყო არ ყოფნა გუნდს ? ინტერნთან გამოირჩა რამით ? კი აქვს სტატისტიკა ართმევების მაგრამ, როგორც საყრდენი არც ეგ და არც დეიონგი არ ვარგა, იჩაგრება ორთაბრძოლებში და ზოგადად, დეიონგის გარეშე ძალიან უჭირს მარა ვერ ხედავს ამას ხალხი , მე ვფიქრობ დეიონგი ბერნალი პედრი, ფერმინი ოლმო იამალი უნდა დადგეს ატლესთან, სცადოს ერთხელ 4-3-3 … ეს წაგება კიდე ფლიკის კისერზეა , მერამდენე თამაშია ამ ტაქტიკის გამო ზურგსუკან პასი კეთდება და საფრთხეს გვიქმნის ატლეტიკო, სირცხვილია მართლა და მართლა. …
კუბარსის რა უნდა ექნა ? არაუხოსავით ეგ არ მოქცეულა , ახლოს გაყვა უბრალოდ და სიმეონემ ძალიან ჭკვიანურად ითამაშა. პრობლემა იმაშია რომ ხშირად ხვდებიან ასეთ სიტუაციებში.
მთელი წელი როტაციის გარეშე ათამაშა გუნდი , დრო რო წავიდა ვღადაობდი და რამდენი ითამაშა პარიზში ? ან ახლა ბე გუნდში არავინაა ისეთი რო ლალიგაში სცადოს ხოლმე ? კასადოს ყოფნას აი რა აზრი აქვს, როცა მცველის დაყენება ურჩევნია საყრდენად ? თუ ტრანსფერებს არ თხოვ, მაშინ ლამასიიდან ამოწიე დამატებით 2-3 ბიჭი და მიეცი შანსი … გუშინ ჯერ კომენტარები ვნახე და მერე ვუყურე თამაშს, ახლოსაც არ ვუყავით გოლთან რეალურად 😂 1 დიდი შანსი გვქონდა მარა რასაც წვია საგოლე
მომენტები არ გვქონია, ვერ შექმნეს … არც პირველ ტაიმში და არც მეორეში… მეორე გოლი ღადაობა იყო , კუნდე ჩაყვა კაცსრომ არ ჩაეწოდებინა, თამაშგარის ზღვარი ჩაიწია ქვემოთ , მარა მარტინი და გარსია ზემო დარჩნენ 😂სხვა გუნდებს ვერ უტანენ მასეთ გოლებს, სულ უფარავენ მცველები , ჩვენები ვერ ასწრებენ რეაგირებას ვერცერთი …
ძალიან ჩვეულებრივ შეიძლებოდა რომ 0-1 დამთავრებულიყო ეს შეხვედრა და თავქუდმოგლეჯილი არ შეეტიათ როცა მოედანზე 10 კაცით ვიყავით. 1 ბურთიანი სხვაობა არაფერია და ორბურთიანი უკვე სერიოზულია. ატლეტიკო 10 კაციან გუნდთან ბოლომდე დაცვაში ჩადგა, არაფერი ეშველებათ მაგათ ჩვენ თუ ვერა არსენალი მოუხნავს გამჩენს. ეს შედეგი 60% ფლიკის კისერზეა და 40% კუბარსის. რაშფორდი და ტორესი ვინც არიან კი ვიცით და მაგათ ბარსას ლიდერობას ვერ მოთხოვ ლიგაზე. რაფინიასაც თავი რომ არ მოეკლა სანაკრებო შესვენებაზე შეიძლებოდა მარა აქ ხო ყველა გმირი გვყავს.
ფლიკის ბრალი მარტო ისაა რომ სირივით უჯერებს დეკუს და ტრანსფერებს არ თხოვს 😀 3 მკენნტი შეიქმნა მარტო მე2 ტაიმში მარტო რაშფორდისთვის და ოლმომ და არაუხომ რაები გამაზეს მაგაზე ლაპრაკიც არ ღირს როცა ლოგის მოგება გინდა ეს დედამოხნული სიირ რაშფროდის და ფერან ტორესის იმედზე რატომ რჩები რატოო
იამალმა ტრიველათი ის ულამაზესი პასი რომ გაუძვრინა რაშფორდს სანამ ბურთს მიიღებდა ხმამაღლა წამომცდა ეგრევე დაარტყი მეკარე არ მოატყუო თქო, წამის მეათასედში მოვასწარი მაგის თქმა მაგ დროში მოასწრო რაშფორდმაც მაგ მომენტის გაფუჭება, რაც დავამუღამე მაგ ფეხბურთელში ბურთს ვერ იწებებს, მოატყუა მეკარე მაგრამ მოკლედ რომ შეეგდო ბურთი უფრო მიწვდებოდა, ეგ იყო მომენტი რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო დღეს ჰაილაითებში ეგ ეგ გოლი უნდა იყოს და არა მომენტის გაფუჭება
მანდ რაფინია რომ ყოფილიყო ხო ხვდები რაც მოხდებოდა, რეშფორდი არა კუნძი, რა უნდა მაგას ბარსელონაში, მაგ მომენტს რაფინია უეჭველს შეასრულებდა, პროსტა გადამწყვეტ მომენტებში გვაკლია ეგეთი ხალხი ყოველთვის იმიტომ რომ გუნდში რესურსი არაა და მთელი სეზონი ვირებივით უწევთ სირბილი
@KAIKHOSRO ცუდი ვარიანტი არაა
იამალმა ტრიველათი ის ულამაზესი პასი რომ გაუძვრინა რაშფორდს სანამ ბურთს მიიღებდა ხმამაღლა წამომცდა ეგრევე დაარტყი მეკარე არ მოატყუო თქო, წამის მეათასედში მოვასწარი მაგის თქმა მაგ დროში მოასწრო რაშფორდმაც მაგ მომენტის გაფუჭება, რაც დავამუღამე მაგ ფეხბურთელში ბურთს ვერ იწებებს, მოატყუა მეკარე მაგრამ მოკლედ რომ შეეგდო ბურთი უფრო მიწვდებოდა, ეგ იყო მომენტი რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო დღეს ჰაილაითებში ეგ ეგ გოლი უნდა იყოს და არა მომენტის გაფუჭება
ძალიან ჩვეულებრივ შეიძლებოდა რომ 0-1 დამთავრებულიყო ეს შეხვედრა და თავქუდმოგლეჯილი არ შეეტიათ როცა მოედანზე 10 კაცით ვიყავით. 1 ბურთიანი სხვაობა არაფერია და ორბურთიანი უკვე სერიოზულია. ატლეტიკო 10 კაციან გუნდთან ბოლომდე დაცვაში ჩადგა, არაფერი ეშველებათ მაგათ ჩვენ თუ ვერა არსენალი მოუხნავს გამჩენს. ეს შედეგი 60% ფლიკის კისერზეა და 40% კუბარსის. რაშფორდი და ტორესი ვინც არიან კი ვიცით და მაგათ ბარსას ლიდერობას ვერ მოთხოვ ლიგაზე. რაფინიასაც თავი რომ არ მოეკლა სანაკრებო შესვენებაზე შეიძლებოდა მარა აქ ხო ყველა გმირი გვყავს.
გარსია
კანსელუ არაუხო ერიკი ბალდე
ფრენკი პედრი
იმალი ოლმო ფერმინი
ლევანა
ასეთ შემადგენლობას გავიყვანდი განმეორებითში.დასაკარგი აღარაფერია სწრაფი გოლი მთლად მოშლის ატლეტიკოს
პედრის თუ ტრავმა არ აქვს კიდევ გვექნება რაღაც შანსი. რაშფორდი და ტორესი ერთნაირი ჩლუნგები არიან, 5 100% შანსიდან შეიძლება 1 ვერ გაიტანონ. ისე ბარსას წაგების მერე როცა მოსაგები აქვს ბევრათ კარგათ თამაშობს. არვიცი ვნახოთ ვნახოთ
მოკლედ ერთს დავწერ,ბარსას ყველაფერთან ერთად არასდროს ჰქონია იღბალი!!!და მეორე,რაშფორდის მომთრევს და დამტოვებელს ცალკე დედის პირში შშშ!!!!!
პირველ 10-15 წუთში სწრაფი გოლი ყველაფერს შეცვლის, ატლეტიკო ერთი გოლის მერე ან შეუტევს და თამაშს გახსნის (რაც იდეალური ვარიანტია ბარსელონასთვის) ან ისევ დაცვაში დადგებიან ოღონდ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და ეგ უნდა გამოიყენოს გუნდმა, ბოლომდე უნდა შეუყონ ბოლომდე რასაც ქვია
იამალმა დაისვენოს ლა ლიგის თამაშში ჯობია. აგერ დეიონგი ბრუნდება და იმედია ბევრი რამ შეიცვლება მაგის დაბრუნებით…
მთავარია პედრის ტრავმა არ ქონდეს (მეორე ტაიმში რო გაიყვანა ეგრევე)
რაშფორდი ბევრ მომენტს მაზავს და არ ჯობია კანსელო ვინგერად? რას იტყვით?
ოლმო ფორვარდად უნდა დადგეს არა?
როგორ ხასიათზე შევლენ დიდი მნიშვნელობა ექნება, და ულტრასები იმედია იქებიან და კარგ ატმოსფეროს შექმნიან( აქვს მაინც გავლენა ფეხბურთელებზე)
კარგიაა ადმინ ფიქრით რომ ყველაფერი შეიძლება, ატლეტიკომ თუ შეძლო ბარსაც შეძლებსო, მეც მომწონს ეგ ფიქრი, თუმცა რეალობა სხვა არი და რას ვიზამთ, ფეხბურთი სიამოვნებას აღარ მანიჭებს არ მეგონა ეს თუ მე დამემართებოდა, არცერთი გუნდის შიში არ მაქ ბარსას ვინც ხვდება იმიტო ,რო დღეს ბარსაზე კარგად მაქს 1 ჰა 2 გუნდი თამაშობდეს, თამაშისთვის შეგნებულად არ მიყურებია წინასწარ ვგრძნობდი რაღაცას, თითქოსდა იდეალურად იყო ყველაფერი რაფინიას თუ არ ჩავთვლით, ოპტიმალური შემადგენლობაა და უცებ კაცს აგდებს მსაჯი, ეს ხდება ბარსას თავს მერამდენედ უკვე, იგივე პე სე ჯესთან, არაუხო ბარკოლას მომენტი არ ვიცი, მე მართლა ვეღარ ვკაიფობ ჩემპიონთა ლიგით და ბარსათი…ეგ არი საფეხბურთო სამყაროს სიმართლე, რომელშიც მე ეჭვი შემაქვს..
დაცვა ცუდად გამოიყურება
დეიონგი დაასაფლავონ სიუტატ ესპორტივოზე, აბა ამდენ ხანში ბაბუაჩემიც დაბრუნდებოდა ავღანეთის ომიდან. პედრიც თუ სერიოზულად დაზიანდა. ამას პლუს რაფინიას არ ყოფნა, რაი ვქნათ იცით, აღვმართოთ მაღლა ხელები და დევიწყოთ გალობა.
🚨😕 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: გუშინდელი მატჩის დროს, პედრი დისკომფორტის გამო შეცვალეს.
🦵ესპანელს ბარძაყის უკანა კუნთის არეში დისკომფორტი ჰქონდა
🏥 ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
[ხავი მიგელი] ✍️
იმედია 1 კვირაში ხოდზე იქნება. თუ არადა რავიცი ღმერთი თუ გვიშველის. მარა ღმერთს რო ბარსა არ უყვარს ვიცით უკვე კაი ხანია.
🚨😕 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: გუშინდელი მატჩის დროს, პედრი დისკომფორტის გამო შეცვალეს.
🦵ესპანელს ბარძაყის უკანა კუნთის არეში დისკომფორტი ჰქონდა
🏥 ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
[ხავი მიგელი] ✍️