workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ისევ პირველია

                  ცუდ დღეებს კარგი მოჰყვება, ასეა ცხოვრებაში და ასეა ფეხბურთშიც. ასე სწრაფად გამოსწორდა ყველაფერი, ბარსა ისევ ლიდერია, “კამპ ნოუ” ისევ ბედნიერი და ცოცხალი, პედრი დაბრუნდა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად ფორმაშიც შევა. სხვა რა სჭირდება გუნდს სრული ბედნიერებისთვის? რა სჭირდება და რევანში “ატლეტიკოსთან”, მაგრამ ეგ მერე.

მანამდე კიდევ სულ სხვა ამბავია მოსაყოლი, წინა დღით დაიწყო ეს ამბავი, როცა “რეალ მადრიდმა” “ოსასუნასთან” წააგო. მოულოდნელად. ისევ და ისევ გაოცებას იწვევს ჩემში ლა ლიგის ქომაგი, სხვა ქვეყნებში თუ რაღაც გაფერმკთალდა, ესპანეთში ხალხს არაფერი ეტყობა იმისა, რომ ფეხბურთი აღარ აინტერესებს, პირიქით, ისევ ისეთი ვნებით ადევნებენ თვალყურს, ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდი იქნება თუ მეორე ლიგის გუნდი. ესპანეთში ფეხბურთი ცოცხალია.

ბარსას აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, “კამპ ნოუ” ზეიმითა და ხმაურით დახვდა ფეხბურთელებს, ერთი დიდი ტრიბუნა ისევ მოტიტვლებულია, მაგრამ ეშველება მაგასაც, რაღა დარჩა, სულ ცოტა და ეგეც გაივსება. ლაპორტა სტადიონს ასუფთავებდა, ჩაება საარჩევნო კამპანიაში და აბა ეგ როგორ შეეშლებოდა.

კანსელუს მასტერკლასი

მატჩი დაიწყო ფლიკის გუნდისთვის ტრადიციულად. პირველივე წამებზე ხიფათი შეიქმნა მათ კართან. ახსნა ვერ მოვუძებნე ასე რატომ ხდება, ახსნა ვერ მოუძებნა ვერც ფლიკმა თორემ აქამდე ხომ გამოასწორებდა. საბედნიეროდ ჟოან გარსია გვყავს კარში, მუდმივად ფხიზლად მყოფი მეკარე. “ოსასუნას” ბევრი არაფერი შეუქმნია, რაც შექმნა გარსიამ გააქრო. მერე კიდევ იმ კაცის შოუ დაიწყო, რომელიც გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, აიკლო ჟოაუ კანსელუმ მარცხენა ფლანგი, თავისი ცრუ მოძრაობებითა და რბილი, ზუსტი ჩაწოდებებით. ჯერ კიდევ მეორე წუთზე ყველაფერი კარგად გააკეთა, მცველებიც ჩამოიტოვა და ფეხზე დაასვა ბურთი კუნდეს, მაგრამ ფრანგმა ააცილა, უხერხულად მივიდა ბურთთან, ტანი გაექცა და დარტყმაც ააცილა. მცირე ხანში კი მაინც შევარდა, ბარსამ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში და აქაც კანსელუს ფეხი ურევია, ამჯერად მოედნის ცენტრში ითამაშა ძალიან კარგად, ფლანგზე ერიკ გარსიას გადააწოდა, ერიკმა მშვენივრად ჩააწოდა და მარკ ბერნალმა შეაგდო: კანსელუ – გარსია – ბერნალი, აბა, როგორია? რა საჭიროა ფორვარდები, მცველები იგებენ ამ თამაშს.

რამდენჯერაც კანსელუ გამოიჩენდა თავს იმდენჯერ ბალდეს გვიჩვენებდნენ სათადარიგო სკამზე. ისიც გაოცებული იყურებოდა, თავად ხომ ასეთ პასებს ვერ აკეთებს.

ამის მერე იყო ბარსას სრული დომინაცია, საკუთარ კარს მიჯაჭვული “ლევანტე”. ათამაშებდნენ ბურთს ასე გვარდიოლას “ბარსელონასავით”. ჰქონდა მომენტი რაფინიას, ლევანდოვსკის, მაგრამ შეაგდო ფრენკი დე იონგმა. აი ასე, ორი საყრდენის გოლებით დაწინაურდა “ბარსა”. და პასი ვისი იყო? ისევ კანსელუ, ისევ უზადო, რბილი და უზუსტესი პასი. ფრენკიმაც კარგად შეირბინა და საბოლოო ჯამში კარგი გოლიც გამოვიდა.

ოცდაექვსი ნამეტანია

ზუსტად ამდენჯერ მოარტყა ბარსამ ამ სეზონში ძელს ან ხარიხას. ძალიან ბევრია. ერთი მხრივ ეს სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ბარსა ხშირად ურტყამს კარისკენ, რაც დადებითი მოვლენაა, მეორე მხრივ კი გვაჩვენებს, რომ იღბალი დიდად არ არის ჩვენს მხარეს. მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა, ტრადიციულად, ლევანდოვსკი ფერან ტორესმა შეცვალა. ვერც პოლონელმა შეაგდო და ვერც ფერანმა. ორივე უღიმღამოა ბოლო დროს. არადა, ახლა არის მათი ნიჭი და უნარი საჭირო. მოგვიანებით პედრიც ჩაერთო თამაშში, ნელი ნაბიჯით, უბრალოდ ბურთი რომ ეგრძნო იმისათვის, პედრი დაბრუნდა და გავიზე დამაფიქრა, რამდენი ხანია არ გვინახავს, ისე გადააბა ეს ტრავმები, რომ ხანდახან აღარც კი მახსოვს, რომ ბარსაში თამაშობს.

სანამ გავი აღარ გვახსოვს, მანამდე ყოველ ჯერზე ამტკიცებს ფერმინ ლოპესი, რომ სჯობია დანი ოლმოს. მაგარ აზარტშია შესული, გადასარევი სტატისტიკა აქვს და მიმდინარე სეზონში ბევრად სტაბილურია, ვიდრე წინა სეზონში იყო. ახლაც დაამტკიცა და გაიტანა თავისი. თანაც, რა გოლი! მოუგროვდა უკვე კარგი და ლამაზი გოლები. ეს ოცდამეშვიდე ძელი იყო, ოღონდ, ძელიდან კარში შევარდა. შორი მანძილიდან დასცხო ფერმინმა და უხ… კარგი იყო. გაიხარა კიდევ ერთხელ “კამპ ნოუმ”.

ბოლოს კი ვთქვათ მეტიუ რაიანის სეივზეც, ალბათ სეზონის საუკეთესო იქნება. ჯერ რაფინიას აუღო სასწაული ბურთი, მერე კი დამატებაზე ფერმინ ლოპესს. როგორღაც მოასწრო კიდევ რეაგირება. სხვათა შორის, ტერ შტეგენი გამახსენა ამ მომენტმა. კარგი იყო მოკლედ. ეგეც სილამაზეა. მაგასაც ვაფასებთ, მით უმეტეს, სამით ნულზე.

წინ რა გველის

წინ გველის რთული კალენდარი – “ვილიარეალი”, “ატლეტიკო”, “ბილბაო” და “სევილია”. უჰ, მშვენიერია. ველით “ატლეტიკოსთან” რევანშს. ველით დიდი მატჩს. რაღაც საინტერესოს ყველა შემთხვევაში ველით და აბა რა ვიცი ხელში რა შეგვრჩება, მაგრამ ეკრანს რომ ვერ მოვაცილებთ თვალს ამაში ეჭვი არ მეპარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • Visca barca
    schedule 24 თებ 2026, 01:06
    #20

    ციტატა: Barca

    ციტატა: Visca barca

    ციტატა: Barca

    ციტატა: Nodarious

    ციტატა: Barca

    ციტატა: shu1987
    რეალურად ძაან ცუდი არასტაბილური გუნდი გავხდით, ნუ ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა.
    კანსელუს მასტერკლასი არა იხვის ტოლმა ლევანტეა რაა ნებისმიერი კარგი გუნდი გრანდზე არაა საუბარი კანსელუს დაცვით სისუსტეს გამოიყენებს.
    ბერნალი იმედია იქცევა იმ ფეხბურთელად როგორიც ეიმედება ყველას.
    იამალს წესიერი ფორვარდი უნდა ყავდეს წინ და ბევრად მეტს შესძენს გუნდს ნუ 18 წლის ბავშვია ჯერ და ჩამოყალიბებულ კაცებთან თამაშობს.
    დაცვა საზიზღრობაა
    მეკარე საიმედო ნუ ატლეტიკოსთან ალბათ ედო..

    ლაპორტას თუ ფლიკი გაყვა იცოდეთ პეპმა ბარსა ჩემი სახლია და როგორც კი დავჭირდები დავბრუნდებიო ნუ პეპი რომ ფლიკზე ბევრად დიდია თქმაც არუნდა ნუ მესისაც სათანადოდ დააფასებენ.

    ყველაფერში გეთანხმები მაგრამ პეპი ბევრად დიდი მწვრთნელია ფლიკზეო ვერ ვუტყვი. რავი…

    დისქორდზე რომ
    დამამატო თუ შეგიძლია

    ეს ნიკი მაქვს რაც აქ

    ნოდარიუს1990
    პროსტა არ იწერება ლათინური ასოებით და ვერც პირადში გწერ

    რავი ძმა დისქორდი ბევრს არ აქვს და 2 კაცი ვართ სულ და მგონი მესენჯერზე შევქმნი ჯობია

    კი მესენჯერი ჯობია

    რა გაწერია მომწერე პმში

    ლინკი დაწერე ჩათის და შემოვალ. ვერ გიგზავნი პმში

  • Barca
    schedule 24 თებ 2026, 01:00
    #19

    schedule 24 თებ 2026, 00:32
    #18

    schedule 24 თებ 2026, 00:28
    #17

  • Nodarious
    schedule 24 თებ 2026, 00:08
    #16

  • Albicelecte
    schedule 24 თებ 2026, 00:05
    #15

    ლაპორტას განცხადებები მესიზე და არჩევნები რავი აბა…
    ის ფორტი ძალძის ხალაა, ან იაგოველი, მეტი დონე არ ჩანს
    სხვა რავი, ერთი იყო კიდევ უცნაური ტიპი
    რავი, მე მახსოვს ნუნიესი, კიდევ ჟოან გასპარი, რაღაცნაირი ხალხი, მერე ვიღაც იყო კიდევ
    როგორც საქართველოს არ აკლდა ტაკიმასხრები მმაღთველობაში, ისე ბარსას არ აკლდა ბანძი პრეზიდენტები;
    რაცხა ჭირია მოუშორებელი;
    ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანი scream rage

  • Annk22cule
    schedule 23 თებ 2026, 22:50
    #14

    გამარჯობა მეგობრებო❤️
    ამ სეზონში ვინმე თუ იყავით ახალ კამპ ნოუზე თამაშზე დაახლოებით რა ღირდა ბილეთები? რა ფასიდან უნდა ველოდო ხომ არ იცით? ახლა რასაც ვნახულობ რომელი თამაშების ბილეთებიც არის გახსნილი ძალიან ძვირს წერს ❤️ და თუ გაქვთ გამოცდილება რომ მომწეროთ, მადლობა

  • Nodarious
    schedule 23 თებ 2026, 18:07
    #13

    Barca,

    ციტატა: shu1987
    რეალურად ძაან ცუდი არასტაბილური გუნდი გავხდით, ნუ ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა.
    კანსელუს მასტერკლასი არა იხვის ტოლმა ლევანტეა რაა ნებისმიერი კარგი გუნდი გრანდზე არაა საუბარი კანსელუს დაცვით სისუსტეს გამოიყენებს.
    ბერნალი იმედია იქცევა იმ ფეხბურთელად როგორიც ეიმედება ყველას.
    იამალს წესიერი ფორვარდი უნდა ყავდეს წინ და ბევრად მეტს შესძენს გუნდს ნუ 18 წლის ბავშვია ჯერ და ჩამოყალიბებულ კაცებთან თამაშობს.
    დაცვა საზიზღრობაა
    მეკარე საიმედო ნუ ატლეტიკოსთან ალბათ ედო..

    ლაპორტას თუ ფლიკი გაყვა იცოდეთ პეპმა ბარსა ჩემი სახლია და როგორც კი დავჭირდები დავბრუნდებიო ნუ პეპი რომ ფლიკზე ბევრად დიდია თქმაც არუნდა ნუ მესისაც სათანადოდ დააფასებენ.

    ციტატა: Barca

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Barca

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Barca
    “ჩემი და მესის ურთიერთობა გაფუჭებულია. Ballon D’or-ის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. ლეოსთან მისასალმებლად მივედი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ეს საჭირო არ იყო.”

    🎙️ჟოან ლაპორტა

    პრეზიდენტობა აღარ უნდა ამას თუ რა პონტია? რა მზეობებს იძახის. ერთი ლაპორტას დედაც ფლიკზე მედარდება, ლაპორტას წასვლამ ფლიკის წასვლა არ გამოიწვიოს.

    არ გამოიწვევს. ეგეც შეიძლება ლაპორტას ჟურნალისტების გავრცრლებული ჭორია და ფლიკით მანიპულირებს.

    დისქორდი თუ გაქ დაგამატებ ბარსელონას ჩატში.

    არ მაქ დისქორდი

    დისქორდი იმიტო ავარჩიე რო მატჩები რო იქნებოდა ეკრანს გავაზიარებდით და ერთად ვუყურებდით

    გამარჯობა
    რა ნიკიც მაქვს თუ შეგიძლია მე რომ დამამატო დისქორდზე
    ვერ ვწერ ინგლისურად
    ნოდარიუს ესე ვარ

  • Barca
    schedule 23 თებ 2026, 17:41
    #12

  • Koundè 23
    schedule 23 თებ 2026, 17:37
    #11

    ტერშტეგენის ინსტაგრამ სთორი ნახეთ? ტიპი რა დონის შენძ@ულია ბარსას კაპიტანი მაინც არ იყოს წინაზეც ჯირონას თამაშის მერე ჯირონას პოსტი ნოიწონა გასაგდებია უეჭველი

  • shu1987
    schedule 23 თებ 2026, 16:37
    #10

    რეალურად ძაან ცუდი არასტაბილური გუნდი გავხდით, ნუ ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა.
    კანსელუს მასტერკლასი არა იხვის ტოლმა ლევანტეა რაა ნებისმიერი კარგი გუნდი გრანდზე არაა საუბარი კანსელუს დაცვით სისუსტეს გამოიყენებს.
    ბერნალი იმედია იქცევა იმ ფეხბურთელად როგორიც ეიმედება ყველას.
    იამალს წესიერი ფორვარდი უნდა ყავდეს წინ და ბევრად მეტს შესძენს გუნდს ნუ 18 წლის ბავშვია ჯერ და ჩამოყალიბებულ კაცებთან თამაშობს.
    დაცვა საზიზღრობაა
    მეკარე საიმედო ნუ ატლეტიკოსთან ალბათ ედო..

    ლაპორტას თუ ფლიკი გაყვა იცოდეთ პეპმა ბარსა ჩემი სახლია და როგორც კი დავჭირდები დავბრუნდებიო ნუ პეპი რომ ფლიკზე ბევრად დიდია თქმაც არუნდა ნუ მესისაც სათანადოდ დააფასებენ.

  • korezi
    schedule 23 თებ 2026, 15:57
    #9

    ლაპორტამ დედას შეჰღაღადა მიშველეო და დედამისმა: წადი შენი დედაცო………….

  • Barca
    schedule 23 თებ 2026, 15:48
    #8

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Barca

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Barca
    “ჩემი და მესის ურთიერთობა გაფუჭებულია. Ballon D’or-ის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. ლეოსთან მისასალმებლად მივედი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ეს საჭირო არ იყო.”

    🎙️ჟოან ლაპორტა

    პრეზიდენტობა აღარ უნდა ამას თუ რა პონტია? რა მზეობებს იძახის. ერთი ლაპორტას დედაც ფლიკზე მედარდება, ლაპორტას წასვლამ ფლიკის წასვლა არ გამოიწვიოს.

    არ გამოიწვევს. ეგეც შეიძლება ლაპორტას ჟურნალისტების გავრცრლებული ჭორია და ფლიკით მანიპულირებს.

    დისქორდი თუ გაქ დაგამატებ ბარსელონას ჩატში.

    არ მაქ დისქორდი

    დისქორდი იმიტო ავარჩიე რო მატჩები რო იქნებოდა ეკრანს გავაზიარებდით და ერთად ვუყურებდით

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2026, 15:46
    #7

    ციტატა: Barca

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Barca
    “ჩემი და მესის ურთიერთობა გაფუჭებულია. Ballon D’or-ის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. ლეოსთან მისასალმებლად მივედი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ეს საჭირო არ იყო.”

    🎙️ჟოან ლაპორტა

    პრეზიდენტობა აღარ უნდა ამას თუ რა პონტია? რა მზეობებს იძახის. ერთი ლაპორტას დედაც ფლიკზე მედარდება, ლაპორტას წასვლამ ფლიკის წასვლა არ გამოიწვიოს.

    არ გამოიწვევს. ეგეც შეიძლება ლაპორტას ჟურნალისტების გავრცრლებული ჭორია და ფლიკით მანიპულირებს.

    დისქორდი თუ გაქ დაგამატებ ბარსელონას ჩატში.

    არ მაქ დისქორდი

  • Barca
    schedule 23 თებ 2026, 15:32
    #6

    schedule 23 თებ 2026, 15:19
    #5

    schedule 23 თებ 2026, 15:11
    #4

    “ჩემი და მესის ურთიერთობა გაფუჭებულია. Ballon D’or-ის ცერემონიაზე ინციდენტი მოხდა. ლეოსთან მისასალმებლად მივედი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ეს საჭირო არ იყო.”

    🎙️ჟოან ლაპორტა

  • ფეოლა
    schedule 23 თებ 2026, 14:37
    #3

    Fcbarcaforever, ჩავასწორე 🙌

  • Fcbarcaforever
    schedule 23 თებ 2026, 13:09
    #2

    Rafinias dartymulze damatebaze mgoni fermini iyo feola tu sworad maxsovs

  • Don_Andresito
    schedule 23 თებ 2026, 13:05
    #1

    სელტამ უნდა იყოჩაღოს რეალთან და ჩვენ ბილბაოს სტუმრად თუ 3 ქულა ავუღეთ სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩემპიონობისკენ. თუ არადა ამ საზიზღარ რეალს წავაღებინებთ ლა ლიგას. მსაჯებს ფაქტიურად