მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სიმეონეს გაკვეთილი ჰანსი ფლიკს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სიმეონეს გაკვეთილი ჰანსი ფლიკს

           მეორე ტაიმის დასაწყისში ბარსამ ერთი გოლი გაქვითა და ფეხბურთელები ცენტრისკენ გაიქცნენ, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა და ძალიან დიდხანს გააჩერა თამაში, რადგან, VAR-ის კაბინაში ბჭობდნენ ეს გოლი იყო თუ არა, ქომაგმა ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ უსტვენდა გამაყრუებლად და შეჰქონდა ეს ხმაური იმ კაბინაშიც, სადაც მილიმეტრებში ზომავდნენ მისაღებ გადაწყვეტილებას, ცხრაჯერ გაზომეს და გადაჭრეს როგორც იქნა, გადაჭრეს ისე, რომ “ატლეტიკოს” ყველაფერი დარჩა, ბარსას – არაფერი.

ისეთი მუხტი იყო ამ დროს გადამწყვეტი გოლის განხილვა გეგონებოდა, საიდან მოვიდა ეს დაძაბულობა? ფიქრმა მოიტანა, წინ ხომ განმეორებითი მატჩია და ბარსას ყველაფერი შეუძლია. ერთი გაქვითული გოლი დიდი საქმეა. წარმოუდგენლად ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ, გამაგრდა “ატლეტიკო”, ჩაირაზა, გადაკეტა ყველა კარი და უკვე მეორე ტაიმიდანვე დაიწყო ფიქრი განმეორებით შეხვედრაზე. ასეთი მუხტი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში იგრძნობა, სხვაგან არა. ვერ გაუძლეს ამ დაწოლას ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, კასადო შოკში იყო, პირველივე ტაიმში შეცვალეს, ყვითელიც აიკიდა და ისე ისტერიულად გადაადგილდებოდა მოედანზე, რომ აუცილებლად გააგდებდნენ ფლიკს რომ არ შეეცვალა.

ბარსა განადგურდა. ახლა რევანშის ჯერია. გამოვა, არ გამოვა, ეგ სხვა ამბავია, არც არის მთავარი, რისი თავი აქვს ამ გუნდს, ეს უნდა ვნახოთ, თუნდაც მხოლოდ რეპეტიცია იყოს ჩემპიონთა ლიგისთვის, ეს ხომ უკვე საკმარისი იქნება, სულ ვიტამინებში წავა ეს მატჩიც და მომავალიც.

დანაკლისი და შეცდომები

ბარსა იდეალურად დაბალანსებული გუნდია. ფუნქციები ისეა გადანაწილებული აქაველთა არმია გეგონება, მაგრამ არსებობენ შეუცვლელი ფიგურები და ეს შეუცვლელები მოედანზე არ ყოფილან. ხუთი მთავარი ფიგურა გამოკვეთილია – პედრი (გუნდის ტვინი) რაფინია (გუნდის დრაივი, მამოძრავებელი ძალა) ლევანდოვსკი (გამოცდილება) იამალი (კრეატივი) დე იონგი (სიმშვიდე). ეს ხუთი მთავარი მნიშვნელია ბარსას თამაშში, რომელთაგან სამი მოვისაკლისეთ. ორი ტრავმების გამო, ერთიც ფლიკის გადაწყვეტილებით. იამალს თამაში არ წაუვიდა და იქნება რა თქმა უნდა მატჩები სადაც 18 წლის ბიჭი ბოლომდე კარგი ვერ იქნება, ხოლო, დე იონგის სიმშვიდე ასეთ თამაშში დიდად გამოსადეგი ვერ იყო.

ბევრჯერ გვითქვამს, რომ ფლიკი ხშირად აგებს პირველ ტაიმს. ამ სეზონში განსაკუთრებით. ეს კიდევ ასე შემთხვევით არ ხდება, ან საწყისი მოტივაციის ამბავია, ან ცუდად შერჩეული ტაქტიკის, ან, ცუდად შერჩეული შემადგენლობის. პრობლემა, რომელმაც გუნდი რიტმიდან ამოაგდო მარცხენა გარემარბის არყოფნა იყო, რაფინიასთან ერთად რაშფორდმაც ტრავმა მიიღო და ბარსა მარცხენა გარემარბის გარეშე დარჩა. ოლმო დადგა ფლანგზე, მაგრამ მისგან სარგებელი არ გვინახავს. აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ვერც ოლმომ ივარგა და ფერანიც ჩაყლაპეს პირველ ტაიმში. საერთოდ, ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა.

მოედნის ცენტრში კი დე იონგი ფერმინის წყვილს მარკ კასადო დაემატა და საბოლოოდ ესეც შეცდომა აღმოჩნდა. ახლა მარტივია საუბარი, გუნდმა წააგო, განადგურდა და ყველა შეგვიძლია პროფესორის პოზიციიდან მატჩის განხილვა, მაგრამ შემადგენლობა თავიდანვე არ მომეწონა, რა დასამალია. იმიტომ, რომ ლიდერი არ ჩანდა. იმ ორ კაცს, რომ ლევანდოვსკისაც მიამატებ გუნდი ლიდერის გარეშე რჩება. აღარც ინიგო გვყავს და ფრენკი დე იონგი ლიდერის თვისებები არასდროს გამოირჩეოდა. რა ემართება გუნდს ლიდერის გარეშე? აი ეგ, რაც ვნახეთ.

ფლიკს თავისი ტაქტიკისთვის არ უღალატია, მაქსიმალურად მაღლა ამოწეული დაცვით ითამაშა და სხვაგან თუ გადარჩენილა აბა სიმეონესთან ამას როგორ გადაურჩებოდა. გაშიფრა ჩოლომ და საშინელ დღეში ჩააგდო. ასე ბარსას “ატლეტიკოსთან” ’89 წლის მერე არ წაუგია, მაშინ ბალთაზარმა შეაგდო ორი. ესე იგი, ბალთაზარის მერე ბარსა “ატლეტიკოსთან” ასე არ დამარცხებულა. თუმცა, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.

მატჩის წინ ითქვა გაზონზე, ფლიკმა კრიტიკულად ისაუბრა და პირველი გოლი ხომ ეგრე გავიდა, პოლ რობინსონი დაემართა ჟოან გარსიას. ფეხბურთელმა თუ იცის, რომ გაზონი ასეთ მდგომარეობაში არასდრის კარის მიმართულებით არ უნდა გაუკეთოს ასეთი პასი მეკარეს, მაგრამ თავის მხრივ, მეკარეც კარის გვერდზე უნდა გაეხსნას, მოკლედ, მოიგონეს გოლი ჯიგრებმა, მაგრამ გოლამდეც ჰქონდა მომენტი “ატლეტიკოს”. თავიდანვე მაგრად დაიწყეს, მუხტის უმაღლეს წერტილში, იქამდე სანამ სიმეონეს სიტყვა გამოჰყვათ გასახდელიდან, შეინარჩუნეს ეს მუხტი ბოლომდე იმიტომ, რომ სიმეონე სკამიდანაც ბევრს ყვირის და ქომაგიც ბოლომდე ანთებულია.

როგორ ვთქვა დაცვამ არ ივარგა-მეთქი. თავს ხომ ვერავინ გადაახტება. უფრო ტაქტიკამ არ ივარგა. ფლიკს მგონი მაინც სჭირდება გეგმა ბ, დაცვაში სათამაშოდ. ეს ზედა ხაზი ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ გერმანელი ჯიუტად ამბობს, რომ თავის სტილს არ უღალატებს.

იღბალი თუ სიმტკიცე?

მეორე ტაიმში ჰქონდა ბარსას მომენტები და ვერ გამოიყენეს. პირველ ტაიმშიც იყო რამდენიმე. ფერმინს სულ მცირე სამი შანსი ჰქონდა, ხარიხასაც გაარტყა ბურთი, ერთი-ერთზეც შეძვრა საჯარიმოში და მეკარემ აჯობა. ამის მერე კიდევ დაარტყა საჯარიმოს გარედან და ისევ მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე. ერთი გოლიც შეაგდეს, რომელიც არ ჩაითვალა, იყო ახლოს ფერან ტორესიც გოლთან, მაგრამ მცირედი დააკლდა და ამ დროს შეიძლებოდა გეფიქრა, რომ არ არის იღბალი ბარსას მხარეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერებს უმართლებთ, შეუდრეკელ ხახლს უმართლებს და რაფინიას აქვს ეს სიმტკიცე ბარსაში, სხვას არავის. ეს ხალხი კიდევ შედრკა. მათ შორის, ფერმინიც. ბევრს აქტიურობდა, მაგრამ, მეორე ტაიმში თითქოს ფეხებიც აუკანკალდა. ორი ისეთი ცუდი პასი გააკეთა, როგორსაც მხოლოდ ის ფეხბურთელები აკეთებენ, რომელთაც მაღალი კლასი აქვთ, მაგრამ ნერვიულობა აკარგინებს კლასსაც და უნარსაც. ვერ გაუძლო ვერც მან. კასადოსი არ იყოს, ოღონდ, გაცილებით მეტი გაახერხა. იგივე შემიძლია ვთქვა ოლმოზეც.

ფრენკი იყო მშვიდი, როგორც ყოველთვის. თითქოს სულ ერთნაერია. სიმდიდრეა ფრენკი დე იონგი, ცუდად თამაშობს თუ კარგად, სიმშვიდეს არასდროს კარგავს და ასეთი კაცის ყოლა გუნდში დიდი ამბავია. ეს წაგება არა უშავს. სულ ვერ მოიგებს გუნდი. მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის გზაზე, ბოლომდე გასასვლელად, ეს მატჩი მაგრად უნდა წაგვადგეს. ასეთ გაკვეთილს სხვაგან ვერსად მივიღებდით, ვერც “ბერნაბეუზე”. ეს “ენფილდივით” ბარიერია.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა “ატლეტიკო” და ამოცანა შეასრულეს – გოლი არ გაუშვეს. “კამპ ნოუზე” ოთხბურთიანი უპირატესობით ჩავლენ. მე კიდევ ძალიან მომენატრა სავსე “კამპ ნოუ”, რომელიც გიბიძგებს მუდმივი შეტევისკენ, რომელიც გაჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ვიტყვი, არ მაინტერესებს გამოვა თუ არ გამოვა, უბრალოდ ამის ნახვა მინდა.

ორი სიტყვა მსაჯებზე

ვიცით რაცაა, ვინცაა, ეგ კაცი აცა-ბაცაა.

ვიცნობთ ესპანელ მსაჯებს. ახალი არაფერია. იყო ასეთი მატჩი “ატლეტიკოსთან” სადაც რონალდ კუმანი საწყის 20 წუთში გააძევეს, სადაც რომარიოს ორი 100% გოლი არ ჩაუთვალეს, სადაც სადავო გადაწყვეტილებებს ყოველთვის “ატლეტიკოს” სასარგებლოდ იღებდნენ, მაგრამ ბარსამ მაინც 5:3 მოიგო, და რომარიომ იმ ორ არჩათვლილ გოლს სამი მიამატა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა და პენალტიც აიკიდა.

კარგ “ბარსელონას” მსაჯები ვერასდროს აბრკოლებდნენ. დღეს არ იყო ბარსა კარგი.

წინ რა გველის

აღარ არის კალენდარი იავარდით მოფენილი. ჯერ “ჟირონა” გასვლაზე, მერე “ლევანტე” სახლში, მერე “ვილიარეალი” სახლში და მერე “ატლეტიკოსთან” რევანშის ჯერიც მოვა. სადაც წესით უნდა დაგვიბრუნდეს საჭირო ხალხი. აბა ვნახოთ რა გამოვა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (101)

  • me da barca
    16 თებ 2026, 20:40

    დღეს ჟირონა ალბათ საუკუნის მატჩის დადებას მოინდომებს.

  • vaiman . vamsdrane
    16 თებ 2026, 19:50

    ან პრესკონფერენცია არ არის, ან განაცხადი? ეჰჰ წაიღო წერილი საიტმა.

  • nika 54
    16 თებ 2026, 19:45

    დღეს თამაშია, აუ ბარსამანია! სადა ხართ? სასტავი მაინც დაგვიდეთ თუ ეგეც ევროსპორტზე უნდა ვეძებოთ.

    ციტატა: Fcbarcaforever

    ციტატა: Lkbarca
    რაიმე შეფერხებაა თუ დრო გაჩერდა საიტზე ატლეს მერს არ დადებყლა არაფერი დდ


    Arada siaxleebi aris rafa dabrunda pedri brundeba levantestan aq araferi ar ismis dges tamashia ganacxadic ar dadebula ar lc savaraudo shemadgenloba


    თუ დაგვასანქცირეს ეგ მაინც გაგვაგებინეთ.

  • Just_Barca_Lover
    16 თებ 2026, 18:30

    ალბათ ას კომენტარზე უნდა ავიდეთ რომ რამე დაიდოს ჰოდა აჰა მეასეც

  • SHOTEX_ERADZE1992
    16 თებ 2026, 17:55

    პედრი ბრუნდება და გავი 3 კვირაში

  • Fcbarcaforever
    16 თებ 2026, 17:00

    ციტატა: Lkbarca
    რაიმე შეფერხებაა თუ დრო გაჩერდა საიტზე ატლეს მერს არ დადებყლა არაფერი დდ


    Arada siaxleebi aris rafa dabrunda pedri brundeba levantestan aq araferi ar ismis dges tamashia ganacxadic ar dadebula ar lc savaraudo shemadgenloba

  • joy
    16 თებ 2026, 15:37

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ბიჭო რატო გიყვართ ეს ფეხბურთელებზე ყველაფრის შეწმენდა ტო. ხოო ფლიკი შეცდა და მაგას არ უნდა ბევრი ბაზარი. ჯერ რაის კასადო ცენტრში ფიზიკურად მონსტრ გუნდთან,დააყენე ბერნალი რომელიც ფიზიკურადაც ჯობნის,კრეტივითა,სუფთა საყრდენია და უკეთეს ფორმაშიცაა. ეს ერთი. მერე ფლანგზე ნახევარმცველს რო წევ შე ოჯახ აშენებულო,გადაწიე ტორესი რომელსაც ფლანგის დიდი გამოცდილება აქვს და დააყენე ლევანა,ფიზიკურებსაც მოიგებს და ეგეთი კლასის ფორვარდი როცა გყავს მეტიქეც თავქუდმოგლეჯილი ვერ შემოგიტევს. მერე ატურმე სხვანაირად ვერ ითამაშებს გუნდი შემტევს . არ ყავს ატლეტიკოს ცენტრში დაცვა მარა კი გადაგვირბინეს,არც ჩელსის ჰყავდა. ჯანდაბას ყოლოდა ზევით მარა ის ორი კაცი უნდა დაეყენებინა და ბევრად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებდით. თუ მაინც ბერნალი არ უნდოდა ოლმო ჩამოეწია,ფერმინი წინ და ფერანი ფლანგზე. მაგ ნახევარდაცვით ბევრი ვითამაშეთ წელს. შეტენა ეს უთამაშებელი,ერთი მოკუკვა კასადო და კიც ვიხეირეთ. ფაქტია მიქარა და იმედია გამოასწორებს,ტრავმირებულებსაც დიდი გავლენა ჰქონდა. იასნია გუნდს გაძლიერებაც უნდა და იქნება ზაფხულში.


    იმედიანად ყოფილხარ მეგობარო blush ტორესი ფლანგზე საოცარი იქნება, ბურთის მიღება არ აქვს, სისწრაფე არ აქვს, მცველის მოტყუების შანსი არა აქვს, ჩაწოდება არ იცის და რაღა უნდა აკეთოს ფლანგზე? თუ დაიმალება კუთხურის ალამის უკან თორე სხვაგან მისი ადგილი მოედანზე არ არის

  • Lkbarca
    16 თებ 2026, 15:25

    რაიმე შეფერხებაა თუ დრო გაჩერდა საიტზე ატლეს მერს არ დადებყლა არაფერი დდ

  • Visca barca
    16 თებ 2026, 14:32

    იამალის სთორი:"ნეტავ ვიყო ის, ვინც ყველას სურს."

  • PUIOL5
    16 თებ 2026, 14:14

    ციტატა: Barca

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ბიჭო რატო გიყვართ ეს ფეხბურთელებზე ყველაფრის შეწმენდა ტო. ხოო ფლიკი შეცდა და მაგას არ უნდა ბევრი ბაზარი. ჯერ რაის კასადო ცენტრში ფიზიკურად მონსტრ გუნდთან,დააყენე ბერნალი რომელიც ფიზიკურადაც ჯობნის,კრეტივითა,სუფთა საყრდენია და უკეთეს ფორმაშიცაა. ეს ერთი. მერე ფლანგზე ნახევარმცველს რო წევ შე ოჯახ აშენებულო,გადაწიე ტორესი რომელსაც ფლანგის დიდი გამოცდილება აქვს და დააყენე ლევანა,ფიზიკურებსაც მოიგებს და ეგეთი კლასის ფორვარდი როცა გყავს მეტიქეც თავქუდმოგლეჯილი ვერ შემოგიტევს. მერე ატურმე სხვანაირად ვერ ითამაშებს გუნდი შემტევს . არ ყავს ატლეტიკოს ცენტრში დაცვა მარა კი გადაგვირბინეს,არც ჩელსის ჰყავდა. ჯანდაბას ყოლოდა ზევით მარა ის ორი კაცი უნდა დაეყენებინა და ბევრად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებდით. თუ მაინც ბერნალი არ უნდოდა ოლმო ჩამოეწია,ფერმინი წინ და ფერანი ფლანგზე. მაგ ნახევარდაცვით ბევრი ვითამაშეთ წელს. შეტენა ეს უთამაშებელი,ერთი მოკუკვა კასადო და კიც ვიხეირეთ. ფაქტია მიქარა და იმედია გამოასწორებს,ტრავმირებულებსაც დიდი გავლენა ჰქონდა. იასნია გუნდს გაძლიერებაც უნდა და იქნება ზაფხულში.


    ბერნალის გარისკვა არ ღირდა ასეთ თამაშში.

    ლევანდოვსკი რო შემოიყვანა პირველ ტაიმში ფერანი მარცხნივ იყო ისედაც მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა.

    ზაფხულში ვერ გაძლიერდება გუნდი თუ ისევ ლაპორტა იქნება


    სანამ ლაპორტაა ბარსას მომავალი ვერ ექნება. საბოლოოდ გააკოტრებს გუნდს. ვალებში ახრჩობს და ეს გამოიწვია შემოსავლების გაყიდვამ. ასობით მილიონის ზარალში მიდის კლუბი მხოლოდ სატელევიზიო უფკებებოს 25 წლით გაყდვის გმო. არვიცი უკვე ვინ უშველის კლუბს. თუ არსებობს გამოსყიდვის მექანიზმი როგორმე უნდა მოახერხო. სხვანაირად წესიერ ტრანსფერს ვერ გაამეთებენ.

  • NN
    16 თებ 2026, 13:24

    გაკვეთილი ჰანსის კიარა დეკოს და ლაპორტას

  • Lasha Mamuladze
    16 თებ 2026, 12:06

    აუ ბიჭო კპმენტარებში რო წერთ ყველას ბარსასთან უნდება და უდგება და ასე შემდეგ, იყოს ნორმალური დაცვა საყრდენი და სულ არ არი ფორვარდი საჭირო, დააამუღამეს უკვე, რო ამოწეული არა სტაბილურით და ესეთი სუსტი დაცვით ბარსას შეიოება მოუგოს ალბასეტემ, შემთხვევით კი არ იყო, რო ალბასეტესთან ძირითადი გუნდი იდგააა, ამ ატლეტიკოსთან ფლიკმა მოიგონა უბრალოდ ეგ წაგება, თორე რეალურად რო შევხედოთ და მსაჯებს თავი დავანებოთ, სწორი ძირითადი უნდა შეერჩია და მინიმუმ ფრეზე თამაში იქმებოდა შესაძლებელი…ამ ტაქტიკას
    ვადა გაუვიდა ან 3 მაგარი მცველი მინიმუმ ჭირდება გუნდს რომ დაცვამ სტაბილურად კარგად ითამაშოს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერ გუნდს ჰანდიკაპი აქ ბარსასთან, პირველივე წუთებში გოლს ვუშვებთ…არ არი ეს უკანა ხაზი ამ ტაქტიკისთვის გამომდგარი, პროსტა ამმსეზონში წურავს ფლიკი და მესმის მაგისიც, იმედია მეორე მატჩში არ მიაკლავენ თავს და წაითოს ატლსტიკომ და მსაჯებმა ეგ თასი…ლა ლიგა და ლიგა იფიქრონ ყველას ჯობიააა..რეალივით
    მხოლოდ ლიგაზე, რომ კონცენტრირდეს გუნდი, ძალიანაც მგონია რო ჩვეუოებრივად მოვიგებთ

  • Barca
    16 თებ 2026, 12:03

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ბიჭო რატო გიყვართ ეს ფეხბურთელებზე ყველაფრის შეწმენდა ტო. ხოო ფლიკი შეცდა და მაგას არ უნდა ბევრი ბაზარი. ჯერ რაის კასადო ცენტრში ფიზიკურად მონსტრ გუნდთან,დააყენე ბერნალი რომელიც ფიზიკურადაც ჯობნის,კრეტივითა,სუფთა საყრდენია და უკეთეს ფორმაშიცაა. ეს ერთი. მერე ფლანგზე ნახევარმცველს რო წევ შე ოჯახ აშენებულო,გადაწიე ტორესი რომელსაც ფლანგის დიდი გამოცდილება აქვს და დააყენე ლევანა,ფიზიკურებსაც მოიგებს და ეგეთი კლასის ფორვარდი როცა გყავს მეტიქეც თავქუდმოგლეჯილი ვერ შემოგიტევს. მერე ატურმე სხვანაირად ვერ ითამაშებს გუნდი შემტევს . არ ყავს ატლეტიკოს ცენტრში დაცვა მარა კი გადაგვირბინეს,არც ჩელსის ჰყავდა. ჯანდაბას ყოლოდა ზევით მარა ის ორი კაცი უნდა დაეყენებინა და ბევრად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებდით. თუ მაინც ბერნალი არ უნდოდა ოლმო ჩამოეწია,ფერმინი წინ და ფერანი ფლანგზე. მაგ ნახევარდაცვით ბევრი ვითამაშეთ წელს. შეტენა ეს უთამაშებელი,ერთი მოკუკვა კასადო და კიც ვიხეირეთ. ფაქტია მიქარა და იმედია გამოასწორებს,ტრავმირებულებსაც დიდი გავლენა ჰქონდა. იასნია გუნდს გაძლიერებაც უნდა და იქნება ზაფხულში.


    ბერნალის გარისკვა არ ღირდა ასეთ თამაშში.

    ლევანდოვსკი რო შემოიყვანა პირველ ტაიმში ფერანი მარცხნივ იყო ისედაც მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა.

    ზაფხულში ვერ გაძლიერდება გუნდი თუ ისევ ლაპორტა იქნება

  • shu1987
    16 თებ 2026, 10:36

    ერთი რამ ფაქტია მაგარს ყომარობს ყველა, ჩილავერტიმ წლების უკან თქვა საფეხბურთო მაფიამ დღეს ასე გადაწყვიტაო და დღეს ასე წყვეტს აბა მილიარდები საიდან….

  • ☠️•Spooky•☠️
    16 თებ 2026, 03:33

    ბიჭო რატო გიყვართ ეს ფეხბურთელებზე ყველაფრის შეწმენდა ტო. ხოო ფლიკი შეცდა და მაგას არ უნდა ბევრი ბაზარი. ჯერ რაის კასადო ცენტრში ფიზიკურად მონსტრ გუნდთან,დააყენე ბერნალი რომელიც ფიზიკურადაც ჯობნის,კრეტივითა,სუფთა საყრდენია და უკეთეს ფორმაშიცაა. ეს ერთი. მერე ფლანგზე ნახევარმცველს რო წევ შე ოჯახ აშენებულო,გადაწიე ტორესი რომელსაც ფლანგის დიდი გამოცდილება აქვს და დააყენე ლევანა,ფიზიკურებსაც მოიგებს და ეგეთი კლასის ფორვარდი როცა გყავს მეტიქეც თავქუდმოგლეჯილი ვერ შემოგიტევს. მერე ატურმე სხვანაირად ვერ ითამაშებს გუნდი შემტევს . არ ყავს ატლეტიკოს ცენტრში დაცვა მარა კი გადაგვირბინეს,არც ჩელსის ჰყავდა. ჯანდაბას ყოლოდა ზევით მარა ის ორი კაცი უნდა დაეყენებინა და ბევრად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებდით. თუ მაინც ბერნალი არ უნდოდა ოლმო ჩამოეწია,ფერმინი წინ და ფერანი ფლანგზე. მაგ ნახევარდაცვით ბევრი ვითამაშეთ წელს. შეტენა ეს უთამაშებელი,ერთი მოკუკვა კასადო და კიც ვიხეირეთ. ფაქტია მიქარა და იმედია გამოასწორებს,ტრავმირებულებსაც დიდი გავლენა ჰქონდა. იასნია გუნდს გაძლიერებაც უნდა და იქნება ზაფხულში.

  • Barca
    16 თებ 2026, 02:18

    ხალხო დააკვირდით გოლებს. რა კომბინაციით გავუშვით გოლები. ნახეთ მან რო ნახევარმცველები ჩამოყვნენ და დაცვის მომენტში man-to-man რო გააკეთონ და ვინც შერბის ყველას რო ნახევარმცველები გაყვნენ ბოლომდე მგონი ეგ კომბინაცია აღარ იმუშავებს. რას ფიქრობთ ?

    ატლეტიკო ისევ იმ კომბინაციებს გამოიყენებს და მაგის წინააღმდეგ და საპირისპირო გეგმა უნდა გვქონდეს . მგონი ეს გამოდება. რას იტყვით?

  • PUIOL5
    16 თებ 2026, 02:00

    [b]Frenkie de Jong_[/b1], ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით გამოვიდა ჩოლო.

  • Vaiman.vamsdrane2
    15 თებ 2026, 23:15

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Vaiman.vamsdrane2
    და ატლეტიკომ ჩვენ გვიხმარა, არ შეიძლება ასეთი დაცვით ამ სტილით თამაში, მაგრამ სხვანაირად ვერ ითამაშებ თუ შედეგი გინდა. მცველები არის საჭირო და ფორვარდი.


    ამ გუნდით სხვანაირად ემეტევი ფეხბურთი ვერ იქნება😀 პედრი და დეიონგის ეფექტურობა იკლებს როცა დაცვას უნდა დაეხმარონ ბურთის წამოღებაში ფლიკის ბრალი არაფერი არ არის ტიპს ყავს სულ 15 თუ 16 ფეცბურთელი რა უნდა ქნას ამით 😀 რომელი B გეგმა უნდა შეიმუშავოს რომ გუნდმა შეტევითი პოტენციალი გამოავლინოს? ფლიკის დადანაშაულება ერთადერთი იმაის იქნება ლოგიკური რომ დაცვაში აკადემიის ხალხის თამაშს არ ფიქრობს ამდენი პრობლემის შემხედვარე და რაშგორდის ცენტროფორვარდობას არ ტესტავს და სირ ყვერანს გვაყურებინებს


    მეც მაგას ვამბობ, ამ ნახევარდაცვით და შეტევით მთელი თამაში ელოდო და უცებ კონტრაზე გავარდე არ იქნება, ეგეთ ფეხბურთს ყველაზე მეტად კედელი დაცვა ჭირდება, ჩვენი კედელი არის, ოღონდ ბერლინის რომ დაანგრიეს მის მერე. სულ ცოტა 2 მაღალი კლასის მცველი და ტოპ ფორვარდი არის საჭირო.

  • PET27REE
    15 თებ 2026, 22:41

    ბარსამ ცაცია მცველი და ფორვარდი თუ ვერ იყიდა გაჭირდება ტიტულებზე ბრძოლა,ფორვარდზე 37 წლის ლევანდოვსკი ყავთ და მაზილა,არასტაბილური ფერან ტორესი რომელიც სკამიდან ბევრად კარგია,ცაცია მცველზე შუშა ქრისტენსენი და მარტინი რომელიც საშინლად გადაადგილდება მოედანზეს,იმის მაგივრად რაშფორდი ფორვარდზე გატესტოს მაზილა ყვერან ტორესს ათამაშებს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    15 თებ 2026, 22:07

    მოკვდა საიტი