ბოლო წუთებისკენ “კამპ ნოუ” იწყებს სიმღერას, ერთ ხმაში, ერთიანი სიხარულია სტადიონზე, რაც ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს, მანამდე კი ბევრჯერ ნანახია და რატომღაც 2006 წლის ნახევარფინალი გამახსენდა, განმეორებითი მატჩი “მილანთან”, ხალხი ფინალში გასვლას ზეიმობდა და როგორც კი მსაჯმა ჩასტვინა ერთიანად იფეთქა სტადიონმა. იგივე აურა ტრიალებს ამ კედლებში, მოენატრა “კამპ ნოუს” ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი.
პსჟ-ი და “ნიუკასლი” დაზავდნენ, ორივემ დაკარგა ქულები და ორივე რვა გუნდს მიღმა დარჩა. ასევე, წააგო “მადრიდმა” დრამატულ ორთაბრძოლაში და ისიც მიღმა დარჩა. პეპს კი ალბათ აღარ ეგონა, რომ “სიტი” რვა გუნდში მოხვდებოდა, მაგრამ ამ ამბების მერე შეძვრა მაინც.
ბარსამ ისარგებლა კონკურენტების გაფლანგული ქულებით, თავისი მატჩი მოიგო, დაგეგმილი გოლებიც შეყარა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. დასასვენებლად მეტ დროს მიიღებს მომავალ მეტოქესთან შედარებით. მატჩზე კი რა უნდა ითქვას? წინა შეხვედრის აჩრდილი ისევ დაძრწის “კამპ ნოუზე”. პირველი ტაიმი კატასტროფა იყო, მეორე კი ბევრად უკეთესი.
ცუდი ტაიმი
საინტერესო ფორმა აქვს “კოპენჰაგენს”, ასეთ ფორმებში, თეთრი ჯიპებით, 90-იანებში წითელი ჯვრის თანამშრომლები იყვნენ გამოწყობილნი. ახლა კი 17 წლის დადასონი დარბის ამ ფორმით და მხოლოდ კი არ დარბის, გოლიც გააქვს. დანიელებმა პრესინგით დაიწყეს და კუნდეს პასიც ჩაიჭრა. მეტი ყურადღებაა ასეთ დროს საჭირო, მოედნის ცენტრში, ზონებს შორის თუ ასეთ პასს აკეთებ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადრესატამდე მივა, კუნდეს პასი კიდევ გარსიამდე ვერ მივიდა, ბურთი ჩაიჭრა და ერთი პასით დადასონი ერთი-ერთზე დარჩა, გოლიც შეაგდო, ანგარიშიც გაიხსნა.
მეათე წუთზე იყო შანსი ანგარიშის გათანაბრების. მეორე ტაიმში ამაზე კარგი შანსი ბარსას არ ჰქონია. მცველების შეცდომის შედეგად რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ასეთები გააქვს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ამჯერად ვერ შეირგო, მეკარეს ვერ ააცილა.
პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო კაცი მეტოქისთვის ერიკ გარსია იყო, რომელმაც საყრდენზე დაიწყო თამაში. უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია, ნამდვილად ასეა, ორჯერ დაემუქრა “კოპენჰაგენის” კარს, ერთხელ მეკარემ აჯობა, ლამაზ ნახტომში მოიგერია გარსიას დარტყმული, მეორედ კი საჯარიმოს გარედან გაუშვა კარისკენ და ხარიხა შეაზანზარა. მოუხშირა გარსიამ შორეულ დარტყმებს და აშკარად ჩანს, რომ ამ კომპონენტზე ბევრს ვარჯიშობს.
დამარცხდა ბარსა პირველ ტაიმში.
გამოღვიძება
მეორე ტაიმში სულ სხვა ბარსა ვიხილეთ, აქვს ფლიკს უნარი გუნდის თამაში რადიკალურად შეცვალოს. ბევრჯერ გვინახავს გასულ სეზონშიც და მიმდინარეშიც. მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ამბობენ და ასე თუ დავითვლით ფლიკს უამრავი მატჩი აქვს მოგებული. ოლმოც უკეთესი იყო, პედრის არყოფნაში შემტევი ნახევარმცველების როლი თითქოს შემცირებულია, მაგრამ მეორე ტაიმში რაღაცას დაემსგავსნენ. სწორედ ოლმოს პასით გაიჭრა იამალი თავისუფალ სივრცეში და თავადაც შეეძლო შეტევის დასრულება, მაგრამ პასი არჩია, სწორადაც მოიქცა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა. ოლმოს პასი კი მართლაც მშვენება იყო ამ შეხვედრისა.
შემდეგ კი ლამინე იამალის ჯერი დადგა. ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი გოლიც შეაგდო. და საერთოდ, ამის თამაშს რომ ვუყურებ, თითქოს ჩანს, რომ ერთი სული აქვს პლეიოფები როდის დაიწყება, გრძნობს ამის მოახლოვებას, მშვენივრად ახსოვს გასული სეზონი, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ დეტალებმა გადაუწყვიტეს მარცხი, ახლა კი გაორმაგებული ენერგიით ეცდება სანუკვარ მიზანს მიაღწიოს. აგერ, გზად “კოპენჰაგენიც” დაამარცხა, დასცხო ბურთს და მცველისგან ასხლეტით პირდაპირ კარში ჩაეშვა, კარგი “პარაშუტი” გამოვიდა, მეკარეს თავზე გადააფრინდა, ამის მოგერიების შანსი არ იყო.
გადის წუთები და ლამინეს წესით კიდევ ერთი საგოლე გადაცემა უნდა მიეთვალა, პასი გადასარევი იყო, ლევანდოვსკიმაც მშვენივრად დაამუშავა და უნდა შეეგდო ისე, როგორც სუარესმა შეაგდო “სელტიკთან”, მოიქნია ფეხი და გადააგდო ტრიბუნებზე, დაიჭირა ლევანდოვსკის ფეხი ყველაზე მოხერხებულმა ქომაგმა, გადასცა იქვე მყოფ ბავშვს საჩუქრად, ბავშვმაც გაიხარა და სწრაფად სცადა ჯიბეში ჩადება, მაგრამ სტიუარდები ჩაერივნენ საქმეში, ფეხი მოედანზე დააბრუნეს და კითხვაც დაისვა – ტრიბუნაზე ფეხს რა უნდა? რანაერად? საქმეში VAR-ი ჩაერთო და აღმოჩნდა, რომ მცირე შეხებამ შეცვალა ყველაფერი, “კოპენჰაგენის” მცველმა ოდნავ მიარტყა ლევანდოვსკის, ამის გამო ბურთს ააცილა და გაისროლა ფეხი სადღაც ცაში.
დაინიშნა პენალტი და წესით ხომ ლევანდოვსკის უნდა დაერტყა, მაგრამ უფეხოდ რას დაარტყამდა? ამიტომ, რაფინია მივიდა და ზუსტად შეასრულა. ესეც 3:1. წარბი არ შეუხრია. ძლიერად და უზუსტესად დაარტყა.
ბოლო წუთები კი მარკუს რაშფორდისა იყო, შემოვიდა ცვლილებაზე და მთელი ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი. ყველაზე მეტს სწორედ ის ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც საქმე. კარგი ჯარიმა შეაგდო. ზუსტად იმ პოზიციიდან საიდანაც ნეიმარმა გაუტანა პსჟ-ს. ჯარიმები იშვიათად გადის მესის წასვლის მერე, ნეიმარი კარგად ურტყამდა, მაგრამ ის ხომ მესიმდე წავიდა, სუარესიც კარგად ურტყამდა, მაგრამ ისიც მესიმდე წავიდა, ცავიც ურტყამდა ჯარიმებს და დავიდ ვილიაც, ყველას შეუგდია ჯარიმა ბარსას მაისურით, ახლა კი აღარ გვყავს ეგეთი შტატიანი მეჯარიმე. ხან ლევანდოვსკის გაუვარდება, ხან რაფინიას, ხანაც მარკუს რაშფორდს.
ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლის შეგდების შანსი ჰქონდა, შორიდა გაუქანა, რიკოშეტიც წაეხმარა, მაგრამ ისევ ხარიხას მოხვდა ბურთი. კარგი იყო მარკუსი.
გავიდა ბარსა მერვედფინალში. დაველოდოთ მეტოქეს.
წინ რა გველის
იოლი კალენდარი გრძელდება. ბარსა მომავალ ტურში “ელჩეს” ესტუმრება. “მადრიდი” ერთი ფეხის ნაბიჯზეა და შეცდომის უფლება აღარ აქვს ფლიკის გუნდს.
Კარგი კალენდარი გვქონდა წინა წელს და ისე გამოვიდა რო პირველივე კარგ გუნდთან გამოვარდით ბოლოს როცა ლიგა მოვიგეთ ურთულესი გზა გავიარეთ ფინალამდე ამიტომ ახლაც მინდა რო ძლიერ გუნდს დავეტაკოთ წავაგებთ ჯანდაბას ვიტყვით რო არ ვართ საჩემპიონო გუნდი თუ არა და მოგება ბევრად სასიამოვნო იქნება ვიდრე შარშან იყო ბენფიკა რო გამოვაგდეთ ამიტომ ველოდები პარისერჟერმენს მერვედფინალში
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ზუსტადაც დაბალანსებული შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი
ბოლო თამაშზე რას იტყვით რა მოხდა იქ და რატო წავაგეთ პსჟსთან? სადაც ლიდერები აკლდა პსჟს
ბოლო თამაშში პსჟ-მა მაიულუებით და ზაირე ემერიებით მოგვიგო. მათაც ჰქონდათ დანაკლისი, მაგრამ პსჟ მიჩვეულია სკამის ფეხბურთელებით თამაშს, ეს ჩვენ ვართ პედრის გარეშე რომ გვენ*რევა თამაშიდან თამაშამდე, თორემ ლიგა ერთში დემბელე უფროა სკამის ფეხბურთელი ვიდრე მაიულუ.
მერე ესეიგი სიღრმე აქვთ და უპირატესობაც აქვთ მარტო ამ კამპონენტში სხვა დაბალანსებას და ფიზიკურობას აღარ ვამბობ
ხო და როგორც გამოვიტანე დასკვნა საქმე ისაა რომ პსჟს აკლდება თუ არა რამდენიმე მოთამაშე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ უეჭველი უნდა ყველა გვყავდეს და მართლაც სანამ ვინმე დამტვრეულა ახლავე ჯობს შეხვედრა პსჟსთან, ჩვენი ძირითადი ალბათ უკეთესია ვიდრე პსჟს ნებისმიერი სასტავი
რაც უფრო მარტივი კალენდარი გვექმწნა მითუფრო კაი
რა პსჟ დაიდოს…
მადლობა შენც ფეოლა ყველაფრისთვის.
ძალიან მაგარია მიშა…მასე უნდა ვიქცეოდეთ ყველა, ვაპროტესტებდეთ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას, მაისურზე ეწერა კანონი, რომლის მიხედვითაც არ ეკუთვნოდა ჯარიმა, მაგრამ ყოველდღე უწერდნენ…
კიმ ჩენ ინსაც შეშურდებოდა ჩვენი კანონების და ჩვენი ,,სამართლიანი" სასამართლოსი.
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ზუსტადაც დაბალანსებული შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი
ბოლო თამაშზე რას იტყვით რა მოხდა იქ და რატო წავაგეთ პსჟსთან? სადაც ლიდერები აკლდა პსჟს
ბოლო თამაშში პსჟ-მა მაიულუებით და ზაირე ემერიებით მოგვიგო. მათაც ჰქონდათ დანაკლისი, მაგრამ პსჟ მიჩვეულია სკამის ფეხბურთელებით თამაშს, ეს ჩვენ ვართ პედრის გარეშე რომ გვენ*რევა თამაშიდან თამაშამდე, თორემ ლიგა ერთში დემბელე უფროა სკამის ფეხბურთელი ვიდრე მაიულუ.
მერე ესეიგი სიღრმე აქვთ და უპირატესობაც აქვთ მარტო ამ კამპონენტში სხვა დაბალანსებას და ფიზიკურობას აღარ ვამბობ
C.PC5, საყრდენი სანამ არ გვეყოლება ყველა გაგვანგრევს. არ შეიძლება ასე მარტივად რჩებოდნენ მცველები მეტოქის პირისპირ, ძალიან მარტივად ცდებიან ჩვენს საყრდენ ზონას.
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ზუსტადაც დაბალანსებული შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი
ბოლო თამაშზე რას იტყვით რა მოხდა იქ და რატო წავაგეთ პსჟსთან? სადაც ლიდერები აკლდა პსჟს
ბოლო თამაშში პსჟ-მა მაიულუებით და ზაირე ემერიებით მოგვიგო. მათაც ჰქონდათ დანაკლისი, მაგრამ პსჟ მიჩვეულია სკამის ფეხბურთელებით თამაშს, ეს ჩვენ ვართ პედრის გარეშე რომ გვენ*რევა თამაშიდან თამაშამდე, თორემ ლიგა ერთში დემბელე უფროა სკამის ფეხბურთელი ვიდრე მაიულუ.
ზოგადად ძალიან კარგი ჩემპიონთა ლიგური საღამო გამოვიდა, ბენფიკამ და სფეშალამ შოუ მოიპარეს მაგრამ სხვა თამაშებიც კარგი გამოვიდა თუნდაც ჩვენი. იამალი ნელნელა უმატებს, გუშინ ამ სეზონის საუკეთესო მატჩი ქონდა ჩემი აზრით, ფეოლას დავეთანხმები და რაც უფრო ვუახლოვდებით სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს ეგ ბავშვიც უფრო და უფრო ძლიერად აჭერს გაზის პედალს, კარგია რომ ეს უნარი აქვს. რაფინია ცოტა ჩაკარგულია წინა სეზონთან შედარებით მაგრამ იგივე შემართება აქვს, არ ჩამქრალა ბრაზილიური ცეცხლი დაუფასებლობის მიუხედავად, დაცვა შეტევაში ყველა კუნთს ბოლომდე ძაბავს რომ ბურთი მოიპოვოს, მეტოქეს აჯობოს და გუნდს შეტევა დააწყებინოს, სასწაული კაცია რაფა და იტყვის თავის სიტყვას გადამწყვეტ მატჩებში. ოლმოზე მინდა კიდევ რომ ვთქვა ორი სიტყვით, უცნაური კაცია, ტრავმიანობას რომ შევეშვათ ისედაც არაა სტაბილური, მაგრამ აი რაღაც უცნობი უნარი მაინც აქვს რომ ერთ მომენტში შეუძლია ისეთი პასი გააკეთოს ან ისე დაარტყას და გაიტანოს რომ მატჩის ბედს წყვეტს, ევროზეც მაგიტომ გაიბრწყინა, ფერმინიც მაგის გამო ვერ იკიდებს ძირითადში ბოლომდე ფეხს, ფერმინს თუ არ მისდის არ მისდის და ვსო შესაცვლელია, ოლმო არაა ეგრე, სანამ გაისვრის 10 კაცით ვართ ფაქტიურად, რომ გამოფხიზლდება მარტო წყვეტს მატჩის ბედს, მოკლედ არაა ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი მაინც ჩემი გადმოსახედიდან. ლაპორტა და დეკუ მაინც არიან ჭინჭრით საცემები, ფორვარდი არ გვყავს მარა შეტევა-ნახევარდაცვაში უპრობლემოდ ვართ ასე თუ ისე, მეკარე მხეცი გვყავს და ერთი მცველი რომ დაეთრიათ იანვარში თუნდაც საშუალო კლასის ეგებ და კი ამოიქოქებოდა საჩემპიონთალიგო გუნდი, ჩემი გადმოსახედიდან არცერთი არაა ისეთი მონსტრი ლიგაზე ამ წუთას რო არიქა ვერ დავაკლებთ ვერაფერსო რომ ვთქვათ, მარა დაცვაში კუნდე ისეთებს შვება, მერე კუბარსი და მარტინი ისეთებს ამატებენ რომ მაგ დაცვით ვის რა უნდა გაუბედო?! რამდენს აიღებს გარსია მარტო? 5 გავიტანთ 8 გაგვიტანენ აზრი არ აქვს.
წავიკითხე კომენტარები, სოლიდარობა ჩვენს ადმინს, აქამდე მეც ვფიქრობდი რომ უპასუხისგენლოდ ეკიდებოდნენ საიტის მართვად, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა.
და ბოლოს ქოცების დდდშვცი ყველას განურჩევლად ვინც ამ უსამართლობაშია გარეული და ყველას ვინც ამას აპრავებს.
მოვა დრო და შერცხვება ყველას, ხოლო ისინი ვინც ვაპროდესტებდით ისტორიის სწორ მხარეს ვიდგებით.
პს ნცბის დდსც შვც!
ნაცობა რომ არ შემომტენონ.
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ზუსტადაც დაბალანსებული შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი
ბოლო თამაშზე რას იტყვით რა მოხდა იქ და რატო წავაგეთ პსჟსთან? სადაც ლიდერები აკლდა პსჟს
ამ დაცვას გაარღვევს ყველა. ყარაბაღიდან დაწყებული პსჟ-თი დამთავრებული. ფსონი უნდა დაიდოს,იმაზე რომ ჩვენ მეტ გოლს გავიტანთ, ანუ ყველა შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რაც ასეთი ლევანდოვსკით და ფერან ტორესებით შეუძლებელია. ძალიან არ გვაწყობს პსჟ.
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაუბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ზუსტადაც დაბალანსებელი შეტევა გვყავს. სანდო ფორვარდი არაა გუნდში და სულ, რომ ნახევარდაცვაში და შეტევაში უპირატესობა გვქონდეს პსჟ-თან, დაცვა ისე საზიზღრად თამაშობს, ამოგვტენის პარიზული გუნდი
Barca, და ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები? თუ ნაკლებად დაბალანსებული ნახევარდაცვა და შეტევა გვყავს. არ გავკარი
მაგ ფრანგულ-არაბულ გუნდს როცა ბარსელონაა საქმეში? ან რაის დაბალანსებული სპორტინგს და ნიუკასლს ვერ მოუგეს თამაში.
ვინც ამბობთ რო პსჟს შევხვდეთ და რევანში ავუღოთო,
მაგათ გეკითხები რეალურად რო შევაფასოთ შანსები რამდენი რამდენზეა?
გაითვალისწინეთ როგორი დაბალანსებული გუნდია, შეტევა ნახევარდაცვა დაცვა ყველგან მაღალი დონის ფწხბურთელები ყავთ. საუკეთესო ფლანგის მცველები და შემტევები ყავთ.
გაითავლისწინეთ ბოლო თამაში, სადაც მეორე გუნდით გამოვიდა პსჟ
როგორი შესაშური მჭერმეტყველებითაც არ უნდა შეამკოს ფეოლამ ბარსელონა, ამ დაცვით ძალიან გაუჭირდება გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა.
როდის არის წილისყრა
მადლობა შენც ფეოლა ყველაფრისთვის.
ძალიან მაგარია მიშა…მასე უნდა ვიქცეოდეთ ყველა, ვაპროტესტებდეთ ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას, მაისურზე ეწერა კანონი, რომლის მიხედვითაც არ ეკუთვნოდა ჯარიმა, მაგრამ ყოველდღე უწერდნენ…
ცუდი ამბავი შევიტყვეთ, მეც არღარ ვიწუწუნებ საიტზე! ჩემი მხარდაჭრა ადმინს!!!
გამაგებინეთ ეს ბოდო გლინდია თუ ბოდო რეალო რას აკეთებს. ტიპმა ბოლოს ისეთებს მოუგო თან დამსახურებულად რომ აგერ ვის ეგონებოდა მაგრამ ცისფერ ზონაში აღმოჩნდნენ
პირველი ტაიმი მაგრა გვანერვიულეს, ოვიედოსი არ იყოს. ისე ჩანს თითქოს მოედანზე ახალგაღვიძებულები გამოდიან, არც პასი გამოსდით არც სირბილი და არც დარტყმა. იმედია ელჩესთან ამ ახალ ტრადიციას არ გააგრძელებენ და პირველივე ტაიმში მოამთავრებენ საქმეს.