სწორ დროს, სწორ ადგილზე.
მის კარიერას უმეტესად ასე აფასებენ, მაგრამ “ბარსელონურ” პერიოდს არ უხდება ეს ნათქვამი. პირიქით, არასწორ ადგილზე მოხვდა. არასწორ დროს. მიუხედავად ამისა, ტიტული მაინც მოიგო და არც მის სახელს დაჰკლებია რაიმე. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ უდო ლატეკზე.
არასდროს ყოფილა პროფესიონალი ფეხბურთელი, მისი საფეხბურთო კარიერა სამოყვარულო დონეს არ გასცილებია. ფიზიკური აღზრდის დიპლომი მიიღო და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ლობანოვსკის ჰგავდა და მისი მეთოდოლოგიაც ძალიან ახლოს იყო ლეგენდარული უკრაინელის მეთოდებთან. 30 წლის ასაკში გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში შეიტანა განაცხადი და 18 თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში. მშვენივრად იმუშავეს გერმანელებმა, ’66 წელს ფინალში გავიდნენ სადაც ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილების საფუძველზე მასპინძელ ინგლისთან დამარცხდნენ 2:4. ჯეფ ჰერსტის გოლი ლატეკმა სათადარიგო სკამიდან იხილა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ. ასეთი აზროვნების ხალხს ბედ-იღბალისა არ სჯერა, მათ სჯერათ შეცდომების და კანონზომიერების.
ახალგაზრდულმა ასაკმა კარგი სამსახურიც გაუწია, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან, ის ხომ მათი თანატოლი იყო?! განსაკუთრებით მეგობრობდა “კაიზერ ფრანცთან”, მოგვიანებით იტყვიან, რომ სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ “ბაიერნმა” მთავარ მწვრთნელად დანიშნა. დიდი შოკი იყო ქომაგებისთვის. აბსოლუტურად გამოუცდელ 35 წლის კაცს მიანდეს მთავარი მწვრთნელის საქმე. ასე იყო თუ ისე, ლატეკმა გაამართლა. პირველივე სეზონში მოიგო გერმანიის თასი, მომდევნო სამ წელიწადში ზედიზედ მოიგო ბუნდესლიგა და ევროპის ჩემპიონთა თასიც დაამატა. მერე კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უცნაურია, არა? ზუსტად პიკში, ზუსტად მაშინ, როცა მწვერვალზე იყო. “ბაიერნმა” მის მერე ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ლატეკი აღარ იყო მათთან, მაგრამ მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.
კრიტიკოსები არ ჩერდებოდნენ, უგულებელყოფდნენ მის გაწეულ სამუშაოს. ამბობდნენ, რომ ეს ფეხბურთელები მის გარეშეც ყველაფერს მოიგებდნენ, მას ხომ ევროპისა (’72) და მსოფლიოს (’74) ჩემპიონები ჰყავდა გუნდში? ზეპ მაიერი კარში, ბეკენბაუერისა და შვარცენბეკის საუცხოო დუეტი დაცვის ცენტრში, თავდასხმაში კი ჰიონესისა და გერდ მიულერის შესანიშნავი დუეტი. “ბაიერნი” სავსე იყო ვარსკვლავებით და როცა ასე ხდება მწვრთნელის როლს ყოველთვის აკნინებენ. მწვრთნელებსაც ამბიცია უჩნდებათ, რომ სხვაგანაც შეძლონ წარმატების მიღწევა. ჩვენს დროშიც ასე არ არის? ბოსკესაც ამას აყვედრიდნენ, ამ ფეხბურთელებით ყველა შეძლებდა მოგებასო, გვარდიოლასაც ამას აყვედრიდნენ, მესისთან ერთად ყველა მოიგებდაო. წავიდა ბოსკე და ესპანეთს ისტორიაში პირველად მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი. წავიდა გვარდიოლა და სხვა კლუბშიც შეძლო ლიგის მოგება, “ბარსელონა” კი არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც მის დროს იყო, არც მესი ყოფილა ისეთი შედეგიანი, როგორიც მის დროს. ასეა, მწვრთნელებს ყოველთვის სჭირდებათ შესაძლებლობების დამტკიცება და უდო ლატეკიც ასე გაეშურა მიუნხენგლადბახის ბორუსიაში, სადაც ლეგენდარული ჰენეს ვაისვაილერი ჩაანაცვლა. ორჯერ ზედიზედ მოიგო ბუნდესლიგა, აჯობა “ბაიერნს”, მერე უეფას თასიც მიამატა და გერმანიის სუპერ თასიც. ამავე დროს, კლუბის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც “ლივერპულთან” დამარცხდა.
აქ მორჩა ზღაპარი ფორესტ გამპზე, რომელიც ზუსტად იქ გაჩნდებოდა სადაც ყოველთვის რაღაც საინტერესო ხდებოდა, ბედისა და იღბალის წყალობით. აქ მიხვდნენ, რომ საქმე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტთან აქვთ. და მიუხედავად იმისა, რომ “ბორუსიას” საქმე სულ ზევით და ზევით ვერ წავიდა, ლატეკს მაინც დაუძახეს “ბარსელონაში”, და აბა ამაზე უარს ვინ იტყოდა? გასაკვირი არ არის, რადგან ბარსას იდენტობა ჯერ ჩამოყალიბებული არ ყოფილა, მუდმივად ქაოტური გუნდი იყო, ინგლისურ, არგენტინულ, ნიდერლანდური ფილოსოფიით გაჟღენთილი, იქამდე გაგრძელდება ეს ქაოსი, სანამ 80-იანების ბოლოს კრუიფი არ ჩაიბარებს კლუბს და საბოლოოდ არ გამოძერწავს “ბარსელონას”. მანამდე კი ძიების პროცესი იყო და ამ ძებნა-ძიებაში უდომ ჩაიბარა “ბარსელონა”. დიდი წარმატებები არ ჰქონია, თუმცა, ’82 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო. ძალიან გვსურდა ფინალში “დინამო” შეხვედროდა, მაგრამ თბილისელები ნახევარფინალში დამარცხდნენ. არადა, გადასარევი სანახავი იქნებოდა ლატეკისა და ახალკაცის დუელი.
ტიტულისთვის საჩუქარიც დაიმსახურა, რომელიც ვერ შეირგო. დიეგო მარადონა მოუყვანეს და ახლა წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავარდებოდა უდო ამ რევოლუციონერი კაცის ხელში. ეს ხომ ორი უკიდურესად განსხვავებული ფილოსოფია იყო. აბსოლუტური წესრიგისა და დისციპლინის მოყვარული უდო ლატეკი და აბსოლუტური თავისუფლების მომხრე დიეგო მარადონა. არგენტინელი ვერც სავარჯიშო მეთოდებს შეეგუა, ბურთის ნაცვლად სიმძიმეებით გვავარჯიშებდა, თავს დავდებ, რომ საერთოდ გაგებაში არ არის ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოო. მოკლედ, იჩხუბა დიეგომ და გაუშვეს ლატეკი, მოუყვანეს მენოტი და მოუმატა თამაშს, მაგრამ “ბარსელონაში” მაინც ვერ დალაგდა.
უდო ისევ “ბაიერნში” დაბრუნდა, ოღონდ სულ სხვა სახელით. ადრე თუ ბეკენბაუერის ძმაკაცს ეძახდნენ ახლა უკვე დამსახურებული მწვრთნელის სახელი ჰქონდა. ოთხ სეზონში სამჯერ იზეიმა ჩემპიონობა და ერთხელ გერმანიის თასიც მოიგო. თუმცა, ევროპის თასის ფინალში ისევ დამარცხდა, ამჯერად “პორტუსთან”. არადა, “ბაიერნი” იყო ფავორიტი, ბრწყინავდნენ რუმინიგე, მათეუსი და ბრემე, მაგრამ დამარცხდნენ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო პენსიაზე სულ რაღაც 52 წლის ასაკში გავიდა, თუმცა, ხანდახან ბრუნდებოდა ხოლმე, მცირე ხნით, მოკლევადიანი ამოცანების გადასაჭრელად. ასე დატოვა ბუნდესლიგაში “დორტმუნდის ბორუსია”, და იყო “შალკეს” მწვრთნელიც.
ლატეკი არასდროს ყოფილა დიდი ინოვატორი და რევოლუციონერი, უბრალოდ იცოდა როგორ გამოეყენებინა ის უპირატესობები, რომელიც მის გუნდებს გააჩნდათ, ამ მხრივ ჰანსი ფლიკიც ძალიან ჰგავს.
მსოფლიოში მხოლოდ ორი მწვრთნელია ვისაც უეფას ყველა ტურნირი აქვს მოგებული და ორიდან ერთი უდო ლატეკია. (დღეს თასების თასი უკვე გაუქმებულია, მაგრამ ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო და შეგვიძლია მივათვალოთ ამ სიას).
უდო ლატეკი 2015 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს კი მისი დაბადების დღეა.
მალე დაიწყებს ეს ნეიმარივით ტირილს, მაგრამ გვიანი იქნება.
დეკუმ კანავარო ან ნესტა მოიყვანოს..
შტეგენის ხელფასის 90%ს ვიხდით რაის მცბელის ყიდვა😀 სამაგიეროდ ლაპპრტას კლუბი უყვარს 😂
ფლიკი იმედია დროს ინციდენტის მერე მიხვდება რომ ცოტა მეტი შანსი უნდ ამოცეს სხვა ახალაგზარდებსაც დრო ყვეკაზე მეტს შანსს იღებდა ლამასიას ახალი ბიჭებიდან😀 იამალი საერთოდ არაა ისეთ ფორმაში რომ რონის და ტონის 1000 დან 1000 ჯერ ამჯობინო პირიქით საშინელ ფორმაშია და ვერ ვხდები რანაირად იღებს ამხელა ჰაიოს ტიპი როცა 0ია მოედნაზე
როგორ ეტენება ის საცოდავი რეალის ფეხბურთელებს😂
გეჰი დაითრია სიტიმ 20 მილიონად
დეკუმ კანავარო ან ნესტა მოიყვანოს..
რას უნდა დალოდებოდა? არც ფერმინის გაშვებას აპირებს ვინმე და არც ოლმოსას.
ოლმო წავა დაჟე შეიძლება გავიც მიყვეს უკან ფეხბურთელები უნდა გაიყიდონ არაუხოს არ ყოდიან კრისტენსენს არ ყოდიან ფერანს არ ყოდიან ოლმოს არ ყოდიან გავსი არ ყიდიან ვინმე ხომ უნდ აგაიყიდოს რომ ტრანსფერი გაკეთდეს 😀
რას უნდა დალოდებოდა? არც ფერმინის გაშვებას აპირებს ვინმე და არც ოლმოსას.
ეეჰ დრო ნიქიერია, უნდა დალოდებოდა თავის შანსს ბარსელონაში. სხვაგან დროს კი მიიღებს მაგრამ მიიღებს იმას რაც თავად სურს?? არ მგონია…..
ლოლ დრომ წასვლა გადაწყვიტაო ფაბრიციომ, ფლიკსაც აცოდინა უკვეო ….. გამიხდა ესეც მეორე ილიაშ მორიბა 😏💩
სიტიმ მარკ გეჰი იყიდა 20 მილიონად და ესენი კიდე ჟერარ მარტინის იმედად არიან.
სიმონსი რო იხვეწებოდა
ისე დაიწყებს ხვეწნას
წასულიყო არენდით საფრანფერთში.
სიმონსი რაიოლამ გაწირა მარა კდეაში დროს პოზიციაზე ადჰილი არაა ფერმინი იდეალურად დგას მანდ😀 იამალიც მანდეთაა შესაწევი ფლანგზე ვეღარ ქაჩავს და საერთოდ სკამზეა ეგ გადასასმელი
სიმონსი რო იხვეწებოდა
ისე დაიწყებს ხვეწნას
წასულიყო არენდით საფრანფერთში.
დრომ საკუთარი გამოსასყიდი გადაიხადა და მიდის😀 ვატყობ სადაც სირ გუნდში მიდის ისეთში რომ ბარსა არ გაყიდდა
არც ვიცოდი ეს ადამიანი ვინ იყო
ღმერთმა აცხონოს, ხშირად მესმოდა ეს გვარი და სახელი, მაგრამ იმ დროს ვინ გაყურებინებდა ევროპის საკლუბო ფეხბურთს. ტელევიზორსაც 2-3 არხი ქონდა სულ.