შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო ცენტრალური მცველები

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო ცენტრალური მცველები

    თითქოს რთული ასარჩევი იყო, მაგრამ ალბამ დიდი სხვაობით მოიგო. ახლა კი მგონია, რომ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ამბავს მივადექით. ორი ცენტრალური მცველია ასარჩევი. შემთხვევითი ხალხი აქ ვერ მოხვდება. ბევრი არავისზე დაიწერება. კანდიდატი მხოლოდ ოთხია. ოთხივე ძალიან გამორჩეული, ადგილი კი ორი ცალი გვაქვს. კომენტარებში უნდა დაწეროთ წყვილი, არა ერთი, არამედ ორი ცენტრალური მცველი. 

მაშ ასე, დავიწყოთ. 

კარლეს პუიოლი (1999-2014)

🔵 ტიტულები:

✔ 6x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ნაკრების ამბავია, მაგრამ ვახსენოთ; 


“ბარსელონაში” ჩაატარა 682 მატჩი.
გაიტანა 25 გოლი.
შეასრულა 14 საგოლე გადაცემა. 

ბარსას სული და გული. ალბათ მაინც საუკეთესო კაპიტანი კლუბის ისტორიაში. არასდროს სხვა კლუბში არ უთამაშია, მხოლოდ “ბარსელონა” იყო მისი კარიერა. პუიოლი გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით, იყო დისციპლინისა და ბრძოლის უნარიანობის მაგალითი. ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურა, კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია, შენიშვნას კი მხოლოდ იმათ აძლევდა ვისაც კლუბისთვის ზიანი მოჰქონდა. პუბლიკის მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლუიშ ფიგუ პირველად დაბრუნდა “კამპ ნოუზე”, კარლესმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა და ფიგუს ფეხი არ გაანძრევინა. მას მერე კულეების საყვარელ ფეხბურთელად იქცა და ასეა დღემდე. 

რონალდ კუმანი (1989-1995)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა (ასევე მოგებული აქვს პსვ-ს შემადგენლობაში)
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ ევროპის ჩემპიონი (’88)
✔ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (8 გოლი) ერთადერთი მცველი ვინც ეს შეძლო 
✔ გადამწყვეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში (92 წელი) 

“ბარსელონაში” ჩაატარა 264 მატჩი.
გაიტანა 88 გოლი.
შეასრულა 12 საგოლე გადაცემა. 

უმნიშვნელოვანესი ფიგურა “ბარსელონასთვის”. კრუიფის დრიმ თიმის გამორჩეული წევრი. მართალია უმეტესად ლიბეროდ თამაშობდა, მაგრამ ამ 11 კაცში უკანა ხაზშია მისი ადგილი. კუმანი არის ყველა დროს ყველაზე გამტანი მცველი, უმეტესად გაჰქონდა პენალტები და ჯარიმები, მაგრამ შეტევაში ხშირად ერთვებოდა და ასეც უამრავი აქვს შეგდებული. უმეტესად შორი მანძილიდან, ასეთი დარტყმა იშვიათია. გამოსარჩევია მისი გოლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “პორტუსთან”, (ფაქტობრივად ნიდერლანდებიდან დაარტყა) და რა თქმა უნდა, გოლი ფინალში, რის ხარჯზეც ბარსამ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 

ჟერარ პიკე (2008 – 2023)

🔵 ტიტულები:

✔ 9x ლა ლიგა
✔ 7x კოპა დელ რეი
✔ 6x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა ( მეოთხე მოგებული აქვს “მანჩესტერის” შემადგენლობაში)
✔ 2x უეფას სუპერ თასი
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 
✔ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (ევრო ორჯერ) 
✔ შაკირას ქმარი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 616 მატჩი.
გაიტანა 53 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა. 

უნიჭიერესი ფეხბურთელი. ლა მასიას გამორჩეული თაობის გამორჩეული წევრი. გაანათხოვრეს ჯერ “სარაგოსაში”, მერე “მანჩესტერში”. გვარდიოლამ დააბრუნა და პირველივე სეზონში გაიბრწყინა. სერ ალექსი ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი გაშვებას ნანობდა – ერთი იაპ სტამი იყო, მეორე ჟერარ პიკე. ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ცენტრალური მცველი ფეხბურთის ისტორიაში, გამოირჩეოდა პირველი პასით, და მისი ტიპის მცველის პირობებში საკმარისადაც გაჰქონდა. მთავარი მინუსი არასტაბილურობა იყო, პიკემ უკმაყოფილების გრძნობა დაგვიტოვა, მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელს გაცილებით მეტი შეეძლო. 

მიგელ ბერნარდო ბიანკეტი, “მიგელი” (1973-1988)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 4x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 2x თასების თასი
✔ 2x წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1978, 1985)

“ბარსელონაში” ჩაატარა 550 მატჩი.
გაიტანა 27 გოლი.

პუიოლი პუიოლამდე. მისი ზედმეტსახელიც ტარზანი იყო. ასევე გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით და ლიდერის თვისებებით. თასის ფინალი, 1979 წელს, მოტეხილი ლავიწის ძვლით ითამაშა. მართალია ჩვენს ფოტოზე მისი ადგილი აღარ დაგვრჩა, მაგრამ აუცილებლად სახსენებელი კაცია. ერთი ეგ არის, რომ მისი თაობისა საიტზე ბევრი არავინ გვეყოლება და შესაბამისად, ხმებიც მოაკლდება. 

ასევე ვახსენოთ რაფა მარკესი, მასკერანო და გოიკოეჩეა. თუმცა, ყველა დროის სიმბოლურში მოსახვედრად ეს ხალხი არ გამოგვადგება. მთავარი ბრძოლა მაინც ამ ოთხეულს შორის უნდა იყოს.

ხმის მიცემა გახსნილად გამომიცხადებია. არ დაგავიწყდეთ, ხმას აძლევთ წყვილს – ორ ცენტრალურ მცველს. დაწერეთ ორივე. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (30)

  • Koundè 23
    29 დეკ 2025, 00:42

    პუიოლი უდაოდ და უსიტყვოდ ლეგენდაა ბარსას ისტორიაში ❤️❤️❤️ ეგეთი დისციპლინის და ჟილკის ფეხბურთელი არავინ მინახავს

  • Golden boy
    28 დეკ 2025, 23:56

    კუმანს განსაკუთრებული უნარები ჰქონდა ულაპარაკოდ მაგრამ, როგორც მცველი მემგონი პუიოლი და პიკე სჯობდა, არცერთი იყო დიდად სტაბილური მაგრამ კარგი მცველები იყვნენ. კაცი პრაგმატულობა მასკერანო რატო დაჩაგრეთ😆

  • Lasha Tchelidze
    28 დეკ 2025, 23:44

    პიკე-პუიოლი

  • carles puyol 5
    28 დეკ 2025, 23:07

    პიკე პუიოლი

  • ☠️•Spooky•☠️
    28 დეკ 2025, 22:39

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Barca
    ფორვარდი თუ არ მოიყვამეს და მცველი ლაპორტა დატოვეს ალბათ თავის ადგილს


    თვითონ ლაპორტამაც იცის რომ დატოვებული აქ ადგილი😀 2+ მილიარდი ვალი დაადო კლუბს სასამართლო დავებშია რეალთან 6 კლუბის ვალი აქვს მესი უპირისპირდება ვინც სტადიონზე მესი შეუშვა ის სამსახურიდან კინაღამ გააგდო და რისი იმედი უნდა ქონდეს


    მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რას დატოვებს. ვალი დღევანდელ სამყაროში არაფერს წარმოადგენს. გუნდს სპორტული პროექტი აქვს,ტიტულები დაიდო,სტადიონი აშენდა,ხლამი გაიწმინდა და იგროკები მოვიდნენ,ხელფასები შემცირდა. სხვა სხვის ომში ბრძენია…

  • rivaldo80
    28 დეკ 2025, 22:19

    დღემდე ვერ ვხდები რატო იჩაგრება პიკე ტიპი პატარა მოვიდა თუ არა გახდა ძირითადი და 10 წელი უნაკლოდ ითამაშა ნამდვილი ლიდერი.ჩართეთ კლასიკოები რამდენჯერ დაუდგა პრაიმში კრისტინას.პუიოლი რომ შეცდომებს უშვებდა ეგეთი უნდა ანდა რამოსი სანამ დაღვინდებოდა მეგა თხა მცველი იყო ყველა ათრევდა.პიკეს მინუსი ის იყო რომ ბოლოს დაიკიდა ფეხბურთი და გამოჩდა თითქოს ვერაფერი იგროკიაო.სტაბილურად ეგეთ დონეზე ძალიან ცოტა მცველი თუ მინახავს.პუიოლი-პიკე.

  • shu1987
    28 დეკ 2025, 22:12

    პიკე -პუიოლოს დუეტი უკონკურენტოა, ვინც პიკეს ვერ აფასებს პირდაპირ ვიტყვი ფეხბურთის აზრზე არაა. პიკე იყო ინტელექტუალი მცველი საუკეთესოა ჩემთვის 5 საუკეთესო მცველში ულაპარაკოდ შედის როგორც მცველი და პიროვნება სულ მკიდია. პუიოლის გარეშე ბარსელონას სიმბოლური კიდე ვერ წარმომიდგენია, მასკერანოს პატივისცემა მაგრამ ნახევარმცველად უფრო აღვიქვამ ვიდრე მცველად თუმცა ბულდოგი იყო, აი კუმანს რაც შეეხება კი გაქონდა ბევრი და 92-ის ფინალიც წამოიღო მაგრამ ბარსას სიმბოლურში ჩემთვის პიკე-პუიოლის დუო უკონკურენტოა.

  • QINQO
    28 დეკ 2025, 21:37

    პუიოლი-კუმანი

  • Albicelecte
    28 დეკ 2025, 21:31

    პუიოლი-კუმანი…

    ოღინდაც მწვრთნელ კუმანს არ ვგულისხმობ; მწვრთნელი კუმანი და ფეხბურთელი კუმანი ბარსაში ორი სხვადასხვა პოლუსია

  • MESSI 2017
    28 დეკ 2025, 21:08

    მასკე და პუიოლი

  • Bakero
    28 დეკ 2025, 20:43

    პუიოლი ულაპარაკოდ ! და ყველაზე დაუფასებელი კაცი მასკერანო (ჩემთვის)

  • MESSI 2017
    28 დეკ 2025, 20:34

    ციტატა: Barca
    ფორვარდი თუ არ მოიყვამეს და მცველი ლაპორტა დატოვეს ალბათ თავის ადგილს


    თვითონ ლაპორტამაც იცის რომ დატოვებული აქ ადგილი😀 2+ მილიარდი ვალი დაადო კლუბს სასამართლო დავებშია რეალთან 6 კლუბის ვალი აქვს მესი უპირისპირდება ვინც სტადიონზე მესი შეუშვა ის სამსახურიდან კინაღამ გააგდო და რისი იმედი უნდა ქონდეს

  • jacky iakovenko
    28 დეკ 2025, 20:29

    ციტატა: Barca
    ფორვარდი თუ არ მოიყვამეს და მცველი ლაპორტა დატოვეს ალბათ თავის ადგილს


    ლაპორტას დღეს ნალაპარაკებიდან გამომდინარე არავინ ელოდოთ მეგა ტრანსფერებეს, კაცმა მოკლედ და გასაგებად თქვა უკვე მერამდენედ რომ ჩვენ გვყავს ლამასია 😂

  • Barca
    28 დეკ 2025, 20:05

    ფორვარდი თუ არ მოიყვამეს და მცველი ლაპორტა დატოვეს ალბათ თავის ადგილს

  • jacky iakovenko
    28 დეკ 2025, 19:41

    გლობ სოკერისზ დაჯილდოვების ამბები დადეთ 😎ფლიკი ლალიგის 24/25 წლის მწვრთნელია, რაფა საუკეთესო ფეხბურთელი

  • Mariami Kh
    28 დეკ 2025, 19:22

    პიკე+პუიოლი

  • La Pulga10
    28 დეკ 2025, 19:20

    პუიოლი ულაპარაკოდ და კრისტანვალი

  • Fcbarcaforever
    28 დეკ 2025, 19:13

    Pike puioli

  • LEVANII
    28 დეკ 2025, 19:04

    Კუმანი პენალტებით და ჯარიმების გატანით იყო ცნობილი მაგრამ დრიმ თიმში მაგას ვერ იზავს ასე რომ პიკე პუიოლის კანდიდატურა უფრო მომწონს

  • ChuxrELia
    28 დეკ 2025, 18:52

    პუიოლი+კუმანი