workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

         ბარსა 126 წლის გახდა. მატჩის შემდეგ გამარჯვებასთან ერთად დაბადების დღეც აღნიშნეს. “კამპ ნოუ“ ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ რაც არის არის, რაც მთავარია დაბადების დღეს სახლში შევხვდით. არც თუ ისე კარგ ხასიათზე, „ჩელსისთან“ შეხვედრამ უამრავი პრობლემა გამოაჩინა და გვაფიქრებინა, რომ ეს გუნდი ლიგის პლეიოფებისთვის მზად არ არის. წინა სეზონთან შედარებით ბარსა რეგრესირებს. რასაც ბევრი მიზეზი აქვს და ბევრჯერ დაგვიწერია კიდეც. წინ არჩევნებია, ფლიკი შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს, ეს კაცი არ არის მიჩვეული მაჩანჩალა იყოს, ლაპორტასაც ამ წინასაარჩევნოდ მოუწევს მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, როგორმე მოახრეხებს და გუნდს გააძლიერებს, უფრო რთულ ვითარებაშიც მოუხერხებია და უპოვია გამოსავალი.

კარგი ის არის, რომ ბარსა „რეალთან“ ერთ ქულაშია. ასე არასტაბილური პირველი ნახევრის მერე ეს ნამდვილად კარგი ამბავია. პაუზამდე კი ორი დიდი მატჩი იქნება – ერთი „ატლეტიკოსთან“, მეორე კი „ვილიარეალთან“.

დასაწყისიც ასეთი უნდა

პატარებს დრო არ ჰქონდათ და ფლიკმა გადაწყვიტა ორივე ერთად დაეყენებინა – ბერნალი და კასადო. მარკ ბერნალი, რომელიც დიდი პაუზის მერე დაბრუნდა, მაგრამ ვეღარ თამაშობს ისე როგორც ტრავმამდე, და მარკ კასადო, რომელიც წინა სეზონის აჩრდილია. ვერცერთი ვერ ვითარდება და რა გასაკვირია?! წინ სვლისთვის ორივეს პრაქტიკა სჭირდება, ეგ კიდევ არ აქვთ, მთელი თამაში ორივეს სწორედ უთამაშებლობა ეტყობოდა. მატჩიც ასე დაიწყო, პირველივვე წამებზე ბარსას კართან კუთხური დაინიშნა, კასადომ ცუდად მოიგერია, ცუდ ჩაწოდებულს მეტოქისათვის კარგი მიმართულება მისცა, გემრიელად ჩააგდო საჯარიმოში, იქ ბერნალს აჯობეს და ანგარიში გაიხსნა. ესე იგი, ფლიკმა პირველივე წუთზე ნახა, რომ ძირითადისთვის არც ერთია მზად და არც მეორე. ასე რომ, დრო სხვაგვარად უნდა გადაანაწილოს, ერთსაც და მეორესაც მცირე სათამაშო დრო მაინც უნდა მისცეს ხოლმე, თორემ, ამ ასაკში უთამაშებლობა განაჩენია.

ბარსამ მალევე გაათანაბრა, „კამპ ნოუზე“ ეს უპირატესობა სულ სხვანაირად იგრძნობა ხოლმე, თითქოს წინასწარ იცი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, ფორას აძლევ მეტოქეს, ასეთი სიმშვიდე სუფევს, არადა, არ იყო ეს ის მატჩი, სადაც ბარსამ მშვიდად მოიგო.

შეტევა მარცხენა ფლანგიდან წავიდა, კარგი ჩაწოდებაც გაკეთდა და ანგარიში ლამინე იამალმა გაათანაბრა. დაბრუნდა რაფინია და დაბრუნდა აგრესია შეტევაში. ამ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა. მართლა ძალიან აკლდა ბარსას. რაშფორდი ცუდი არ იყო, პირიქით, უკარგესი მატჩები ჰქონდა, მაგრამ რაფინიას როლი და მნიშვნელობა გაცილებით დიდია.

ტაიმის დასკვნით ნაწილში უამრავი რამ მოხდა, პრველ რიგში, ჟოან გარსიას გმირობაზე უნდა ითქვას. შარავანდედი დაიდგა თავზე. გაკეთდა პასი მისი კარის გასწვრივ, ორი ფეხბურთელი იყო სრულ მატოობაში, ერთმა დარტყმა ვერ შეძლო, მაგრამ ჟოანმა მაინც მოახდინა რეაგირება და ნახტომი შეასრულა, ძირს გაითხლარშა, აი, მეორემ კი ზუსტად დაარტყა და ამ დროს ეს უკვე ძირს დაგდებული კაცი ახერხებს, მეორე ნახტომს ასრულებს და ბურთს იგერიებს. მაგარი სანახავი იყო, თანაც ანგარიში 1:1 ია ამან კიდევ უფრო დიდი დრამატიზმი მოიტანა.

გადის მცირე დრო და რაფინია მეორე საგოლე გადაცემას ასრულებს – ფერმინის ტრავმამ ოლმოს თამაშის საშუელბა მისცა და შანსი გამოიყენა. კარგად დაახვედრა ბურთს ფეხი, ისე დაახვედრა როგორც ფერან ტორესი ვერ ახვედრებს ხოლმე. გოლიც ლამაზი გამოვიდა.

ტაიმის მიწურულს რაღაც განსაკუთრებულიც ვნახეთ. ლამინე იამალმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ნეიმარი. ლევანდოვსკისთან კარგად გაითამაშა ბურთი, ერთი მოძრაობით მცველები უსაქმოდ დატოვა, ლამაზი მოძრაობით მეკარეც დააწვინა და… ააცილა.

ვინ იყო საუკეთესო?

ასე იყო თუ ისე, მატჩის გმირად მაინც ჟოან გარსია მიმაჩნია, რადგან მინიმალური სხვაობის პირობებში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, მეტოქე ერთი-ერთზე გავიდა, თამაშგარე ასწიეს, მაგრამ განმეორებაზე გამოჩნდა, რომ არ ყოფილა. გაეტანა და ჩათვლიდნენ, მაგრამ ჟოანმა არ დაანება, არ გაატანინა. დამაფიქრა იმ მატჩებზე, რომელშიც ბარსას მეკარეებს სასწაული ბურთები აუღიათ, ბრავოსა თუ შტეგენს, ვიქტორ ვალდესსა თუ პეპე რეინას, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰესპსაც კი აუღია ერთი დაუჯერებელი ბურთი. ამის გახსენება მერე იყოს, გარსია კი უპირობოდ ნომერ პირველი მეკარეა ბარსასთვის.

გამოვიდა მეორე ტაიმში რაშფორდი და ვნახეთ ერთად ის და რაფინია. პირველ ტაიმთან შედარებით ცოტა მოსაწყენი სურათი იყო, მაგრამ საქმე მაინც გაკეთდა. ალბათ ყველამ ამოისუნთქა როცა ლამინეს პასის მერე დანი ოლმომ მესამე გოლი შეაგდო და წერტილი დასვა.

კარგი ამბავია რაფინიას შედეგიანი დაბრუნება. კარგი ამბავია პედრის დაბრუნება. ბარსა თითქოს კიდევ ეძებს თავის თამაშს და ვერ უპოვია, ალბათ იმიტომ, რომ ვერ უპოვია მეორე ცენტრალური მცველი, ცაცია, სტაბილური, ეგეთი ხომ არ გვყავს?! ფლიკი ცდილობს ჟერარ მარტინისგან გამოძერწოს რაღაც მსგავსი, მაგრამ ეგრე სად არის?! კრისტიან კივუ ხომ არ არის მარცხნიდან ეგრევე ცენტრში შემოწიო და გაამართლოს. მე მგონი, რომ არაფერი არ გამოვა. ამიტომ, სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც არის მოსაფიქრებელი. ბოლო-ბოლო, გავუცვალოთ კაპიტანი ვინმეს ვინმეში. გავაყოლოთ ის სამკლავურიც. ისე გახსოვთ როგორ დაიწყო არაუხოს კარიერა ბარსელონაში? წითელი ბარათით.

წინ რა გველის?

3 დეკემბერს “ბარსა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს. შორს კი არა ვართ, სულ რაღაც სამ ქულაში. ასე რომ, ახალ “კამპ ნოუზე” პირველი დიდი მატჩიც უკვე ჩანიშნულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (35)

  • Moriarti
    schedule 23 მარ 2026, 15:38
    #35

    ჯოანი უნდა იყოს ძირითადში მსოფლიოზე. ყველას ჯობია ერთი თავით, ისეთი მეკარეც არ ყავს ესპანეთს რო თქვა დიდი ავტორიტეტი აქვს და არ გამოვა ძირითადიო

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 მარ 2026, 15:16
    #34

    ძალიან მაგარი ტრანსფერია ჟოანი

  • nika 54
    schedule 23 მარ 2026, 13:29
    #33

    შჩესნიზე მინდა გითხრათ, როგორ ღადაობდა რუსი კომენტატორი. გარსიამ რო რაღაც იგრძნო და ექიმიც გამოვიდა, შჩესნის დაუძახეს და ისიც ნელ-ნელა წამოდგა უკანა სკამებიდან, კომენტატორმა თქვა: შეხედეთ როგორ აზლაზნაო, ალბათ ფიქრობს რას მერჩით ვიჯექი ჩემთვის რას მაწუხებთო. ამ დროს ატბოი ხო მისცეს ტრამვა არ არისო და შჩესნიმაც აიქნია ხელი და შებრუნდა. ამ დროს მოკვდა სიცილით ტიპი ნახეთ ეხლა უფრო გაბრაზდა რას ამაყენეთ ტყუილადო.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მარ 2026, 12:36
    #32

    რაფინია იმის ნახევარს მაინც რომ თამაშობდეს ბრაზილიაში, რასაც ბარსაში, სელესაოს შანსები ერთი-ორად გაიზრდებოდა მსოფლიოზე.

  • Visca-barca
    schedule 23 მარ 2026, 12:08
    #31

    ხუსანოვი რა მაგარი ბიჭია სისწრაფე ჯანი ყველაფერიაქ ერთადერთი ნაკლი ცოტა სუსტი პასია მარა მაგასაც დახვეწავს

  • Asdfgj123
    schedule 01 დეკ 2025, 18:01
    #30

    აზრზე არ არიან და ყველაფერზე პენალტი დაუდეს გაიძახიან..
    ღმერთო ესე არასდროს დამაბრმავო და არ მაყურებინო ფეხბურთს ))))

  • Sandro b
    schedule 01 დეკ 2025, 11:07
    #29

    me da barca, ეს თუ პენალტი არ არის აბა რაა არის? ამაზე სუფთა და 100%-იანი პენალტი არ არსებობს, კაცი მირბის და უკნიდან ფეხი წამოსდო

  • Lasha Mamuladze
    schedule 01 დეკ 2025, 07:01
    #28

    araujo4, დიდად იმ მცუანა ერნესტოს არ მეიმედრბა, არ დაუწვეს რეალს, ისე კი კარგი სანახაობა იქნება სან მამესზეც რომ ამოტენონ რეალი და მერრ კიდე სიტი იმენა გადაყლაოავს, ათ გოლს სთხრის და მაგრად ვიკაიფებ თან, ხო პერესმა თუ დიდი ფული არ გამაზა და არ შეაშინა ვიღაცეები..2 ელ კლასიკო ლამის მაგის შიდით წაგვაგებინეს

  • zazala7
    schedule 01 დეკ 2025, 04:45
    #27

    გამოვა ახლა პერესი და გაცხებს ნეგრეირას საქმეზე და რეალი როგორ იჩაგრება. ეს რა გუნდია?! თუ სადმე მაგარი ფეხბურთელია ან მწვრთნელი ყველას ყიდულობს და ხელასებს აძლევს მაღალს. გაპიარებულია გუნდი როგორც საუკეთესო მსოფლიოში. ამ ყველაფრის შემდეგ რა სირად ჭირდებათ მსაჯის დახმარება? ისე თამაშის მოგება არ შეუძლიათ? რეალს როცა ეთამაშები, მარტო გუნდს კი არა, ლა ლიგასც და უეფასაც ეთამაშები და წარმოიდგინე რა აქვს ბარსელონას გადატანილი ბოლო 20 წლის მანძილზე (ძველ პერიოდს აღარ ვიხსენებ) და წინ კიდვ რა გველის. გული მიგრძნობს მომავალ კლასიკოს ერნანდეს ერნანდესი უმსაჯებს barca-6

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2025, 04:28
    #26

    ბარსააო ხო კრიზისში? მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და თურმე რეალი ბდღვნის ყველაფერს.

  • me da barca
    schedule 01 დეკ 2025, 02:49
    #25

    ციტატა: დიმიტრი არაყელი
    me da barca, პენალტი იყო


    თუ ეს პენალტი იყო რატომ ჩვენ არ გვიდებენ ანალოგიურ და კიდევ უფრო დამაჯერებელ სიტუაციაში? პატარა შეხებაზე და მერე გაფორმებაში პენალტს მარტო რეალს უდებენ. ეგ შენი აზრია, მე სხვანაირად ვფიქრობ.

  • დიმიტრი არაყელი
    schedule 01 დეკ 2025, 02:10
    #24

    me da barca, პენალტი იყო

  • LEVANII
    schedule 01 დეკ 2025, 02:06
    #23

    ციტატა: me da barca
    პენალტის გარეშე აბა როგორ.

    ასეთ პენალტს ასიდან არცერთს არ დაუდებდნენ ბარსას. ეს პენალტი იყო და იამალზე არა ხო?
    როგორც გინდა წაიქეცი, მთავარია წაიქცე და პენალტია. საჯარიმოში თითიც არ უნდა დააკარო თორემ ბოლივუდის მსახიობები ეგრევე წაიქცევიან და პენალტი გარდაუვალია. ეს მარაზმიც არაა უკვე, ამას სხვა რაღაცა ქვია.


    Მეორე თამაშია ქულას ჩუქნის რეალს მსაჯობა თუმცა მაინც კარგია რო თამაში ვერ მოიგეს ეხლა ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული რთული თამაშები გველოდება წინ ცხრილის ლიდერებთან დაგვრჩა სათამაშო ერთი კარგი ისარის რო ლიგაზე აღარ დაგვრჩა ძლიერი მოწინააღმდეგეები შეგვიძლია მთელი კონცენტრაცია ლალიგაზე გადმოვიტანოთ

  • me da barca
    schedule 01 დეკ 2025, 02:03
    #22

    ციტატა: Asdfgj123

    ციტატა: me da barca
    პენალტის გარეშე აბა როგორ.

    ასეთ პენალტს ასიდან არცერთს არ დაუდებდნენ ბარსას. ეს პენალტი იყო და იამალზე არა ხო?
    როგორც გინდა წაიქეცი, მთავარია წაიქცე და პენალტია. საჯარიმოში თითიც არ უნდა დააკარო თორემ ბოლივუდის მსახიობები ეგრევე წაიქცევიან და პენალტი გარდაუვალია. ეს მარაზმიც არაა უკვე, ამას სხვა რაღაცა ქვია.


    კაი რაა, პენალტი იყო აბა რაიყო? მეორრც პენალტი იყო არ დაუდეს რა იამალი რა შუაშია..
    კაროჩე რა, აქ შემოსვლა აღარ მპგონდება ადამიანს..


    მერე არ შემოხვიდე, ვინ გაძალებს.

  • frenkie dejong21
    schedule 01 დეკ 2025, 02:00
    #21

    მევასება ჟირონა რა 😃❤️