workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: წმინდა ჟოანი

         ბარსა 126 წლის გახდა. მატჩის შემდეგ გამარჯვებასთან ერთად დაბადების დღეც აღნიშნეს. “კამპ ნოუ“ ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ რაც არის არის, რაც მთავარია დაბადების დღეს სახლში შევხვდით. არც თუ ისე კარგ ხასიათზე, „ჩელსისთან“ შეხვედრამ უამრავი პრობლემა გამოაჩინა და გვაფიქრებინა, რომ ეს გუნდი ლიგის პლეიოფებისთვის მზად არ არის. წინა სეზონთან შედარებით ბარსა რეგრესირებს. რასაც ბევრი მიზეზი აქვს და ბევრჯერ დაგვიწერია კიდეც. წინ არჩევნებია, ფლიკი შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს, ეს კაცი არ არის მიჩვეული მაჩანჩალა იყოს, ლაპორტასაც ამ წინასაარჩევნოდ მოუწევს მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, როგორმე მოახრეხებს და გუნდს გააძლიერებს, უფრო რთულ ვითარებაშიც მოუხერხებია და უპოვია გამოსავალი.

კარგი ის არის, რომ ბარსა „რეალთან“ ერთ ქულაშია. ასე არასტაბილური პირველი ნახევრის მერე ეს ნამდვილად კარგი ამბავია. პაუზამდე კი ორი დიდი მატჩი იქნება – ერთი „ატლეტიკოსთან“, მეორე კი „ვილიარეალთან“.

დასაწყისიც ასეთი უნდა

პატარებს დრო არ ჰქონდათ და ფლიკმა გადაწყვიტა ორივე ერთად დაეყენებინა – ბერნალი და კასადო. მარკ ბერნალი, რომელიც დიდი პაუზის მერე დაბრუნდა, მაგრამ ვეღარ თამაშობს ისე როგორც ტრავმამდე, და მარკ კასადო, რომელიც წინა სეზონის აჩრდილია. ვერცერთი ვერ ვითარდება და რა გასაკვირია?! წინ სვლისთვის ორივეს პრაქტიკა სჭირდება, ეგ კიდევ არ აქვთ, მთელი თამაში ორივეს სწორედ უთამაშებლობა ეტყობოდა. მატჩიც ასე დაიწყო, პირველივვე წამებზე ბარსას კართან კუთხური დაინიშნა, კასადომ ცუდად მოიგერია, ცუდ ჩაწოდებულს მეტოქისათვის კარგი მიმართულება მისცა, გემრიელად ჩააგდო საჯარიმოში, იქ ბერნალს აჯობეს და ანგარიში გაიხსნა. ესე იგი, ფლიკმა პირველივე წუთზე ნახა, რომ ძირითადისთვის არც ერთია მზად და არც მეორე. ასე რომ, დრო სხვაგვარად უნდა გადაანაწილოს, ერთსაც და მეორესაც მცირე სათამაშო დრო მაინც უნდა მისცეს ხოლმე, თორემ, ამ ასაკში უთამაშებლობა განაჩენია.

ბარსამ მალევე გაათანაბრა, „კამპ ნოუზე“ ეს უპირატესობა სულ სხვანაირად იგრძნობა ხოლმე, თითქოს წინასწარ იცი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, ფორას აძლევ მეტოქეს, ასეთი სიმშვიდე სუფევს, არადა, არ იყო ეს ის მატჩი, სადაც ბარსამ მშვიდად მოიგო.

შეტევა მარცხენა ფლანგიდან წავიდა, კარგი ჩაწოდებაც გაკეთდა და ანგარიში ლამინე იამალმა გაათანაბრა. დაბრუნდა რაფინია და დაბრუნდა აგრესია შეტევაში. ამ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა. მართლა ძალიან აკლდა ბარსას. რაშფორდი ცუდი არ იყო, პირიქით, უკარგესი მატჩები ჰქონდა, მაგრამ რაფინიას როლი და მნიშვნელობა გაცილებით დიდია.

ტაიმის დასკვნით ნაწილში უამრავი რამ მოხდა, პრველ რიგში, ჟოან გარსიას გმირობაზე უნდა ითქვას. შარავანდედი დაიდგა თავზე. გაკეთდა პასი მისი კარის გასწვრივ, ორი ფეხბურთელი იყო სრულ მატოობაში, ერთმა დარტყმა ვერ შეძლო, მაგრამ ჟოანმა მაინც მოახდინა რეაგირება და ნახტომი შეასრულა, ძირს გაითხლარშა, აი, მეორემ კი ზუსტად დაარტყა და ამ დროს ეს უკვე ძირს დაგდებული კაცი ახერხებს, მეორე ნახტომს ასრულებს და ბურთს იგერიებს. მაგარი სანახავი იყო, თანაც ანგარიში 1:1 ია ამან კიდევ უფრო დიდი დრამატიზმი მოიტანა.

გადის მცირე დრო და რაფინია მეორე საგოლე გადაცემას ასრულებს – ფერმინის ტრავმამ ოლმოს თამაშის საშუელბა მისცა და შანსი გამოიყენა. კარგად დაახვედრა ბურთს ფეხი, ისე დაახვედრა როგორც ფერან ტორესი ვერ ახვედრებს ხოლმე. გოლიც ლამაზი გამოვიდა.

ტაიმის მიწურულს რაღაც განსაკუთრებულიც ვნახეთ. ლამინე იამალმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ნეიმარი. ლევანდოვსკისთან კარგად გაითამაშა ბურთი, ერთი მოძრაობით მცველები უსაქმოდ დატოვა, ლამაზი მოძრაობით მეკარეც დააწვინა და… ააცილა.

ვინ იყო საუკეთესო?

ასე იყო თუ ისე, მატჩის გმირად მაინც ჟოან გარსია მიმაჩნია, რადგან მინიმალური სხვაობის პირობებში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, მეტოქე ერთი-ერთზე გავიდა, თამაშგარე ასწიეს, მაგრამ განმეორებაზე გამოჩნდა, რომ არ ყოფილა. გაეტანა და ჩათვლიდნენ, მაგრამ ჟოანმა არ დაანება, არ გაატანინა. დამაფიქრა იმ მატჩებზე, რომელშიც ბარსას მეკარეებს სასწაული ბურთები აუღიათ, ბრავოსა თუ შტეგენს, ვიქტორ ვალდესსა თუ პეპე რეინას, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰესპსაც კი აუღია ერთი დაუჯერებელი ბურთი. ამის გახსენება მერე იყოს, გარსია კი უპირობოდ ნომერ პირველი მეკარეა ბარსასთვის.

გამოვიდა მეორე ტაიმში რაშფორდი და ვნახეთ ერთად ის და რაფინია. პირველ ტაიმთან შედარებით ცოტა მოსაწყენი სურათი იყო, მაგრამ საქმე მაინც გაკეთდა. ალბათ ყველამ ამოისუნთქა როცა ლამინეს პასის მერე დანი ოლმომ მესამე გოლი შეაგდო და წერტილი დასვა.

კარგი ამბავია რაფინიას შედეგიანი დაბრუნება. კარგი ამბავია პედრის დაბრუნება. ბარსა თითქოს კიდევ ეძებს თავის თამაშს და ვერ უპოვია, ალბათ იმიტომ, რომ ვერ უპოვია მეორე ცენტრალური მცველი, ცაცია, სტაბილური, ეგეთი ხომ არ გვყავს?! ფლიკი ცდილობს ჟერარ მარტინისგან გამოძერწოს რაღაც მსგავსი, მაგრამ ეგრე სად არის?! კრისტიან კივუ ხომ არ არის მარცხნიდან ეგრევე ცენტრში შემოწიო და გაამართლოს. მე მგონი, რომ არაფერი არ გამოვა. ამიტომ, სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც არის მოსაფიქრებელი. ბოლო-ბოლო, გავუცვალოთ კაპიტანი ვინმეს ვინმეში. გავაყოლოთ ის სამკლავურიც. ისე გახსოვთ როგორ დაიწყო არაუხოს კარიერა ბარსელონაში? წითელი ბარათით.

წინ რა გველის?

3 დეკემბერს “ბარსა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს. შორს კი არა ვართ, სულ რაღაც სამ ქულაში. ასე რომ, ახალ “კამპ ნოუზე” პირველი დიდი მატჩიც უკვე ჩანიშნულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (35)

  • Asdfgj123
    schedule 01 დეკ 2025, 01:59
    #20

    ციტატა: me da barca
    პენალტის გარეშე აბა როგორ.

    ასეთ პენალტს ასიდან არცერთს არ დაუდებდნენ ბარსას. ეს პენალტი იყო და იამალზე არა ხო?
    როგორც გინდა წაიქეცი, მთავარია წაიქცე და პენალტია. საჯარიმოში თითიც არ უნდა დააკარო თორემ ბოლივუდის მსახიობები ეგრევე წაიქცევიან და პენალტი გარდაუვალია. ეს მარაზმიც არაა უკვე, ამას სხვა რაღაცა ქვია.


    კაი რაა, პენალტი იყო აბა რაიყო? მეორრც პენალტი იყო არ დაუდეს რა იამალი რა შუაშია..
    კაროჩე რა, აქ შემოსვლა აღარ მპგონდება ადამიანს..

  • araujo4
    schedule 01 დეკ 2025, 01:59
    #19

    ციტატა: Bakero
    სიმღერით : " სან მამესზე " გესალმებით ნაჯახეები smiley smiley


    დიდი შანსია სან მამესიდან დაუქნიონ ხელი ალონსოს😀

  • Visca-barca
    schedule 01 დეკ 2025, 01:57
    #18

    ბრავო ჟირონას საჩუქარი გაგვიკეთა

  • araujo4
    schedule 01 დეკ 2025, 01:56
    #17

    კანფეტ შიკოლად მარმალააად✌️✌️

  • me da barca
    schedule 01 დეკ 2025, 01:45
    #16

    პენალტის გარეშე აბა როგორ.

    ასეთ პენალტს ასიდან არცერთს არ დაუდებდნენ ბარსას. ეს პენალტი იყო და იამალზე არა ხო?
    როგორც გინდა წაიქეცი, მთავარია წაიქცე და პენალტია. საჯარიმოში თითიც არ უნდა დააკარო თორემ ბოლივუდის მსახიობები ეგრევე წაიქცევიან და პენალტი გარდაუვალია. ეს მარაზმიც არაა უკვე, ამას სხვა რაღაცა ქვია.

  • Barca
    schedule 01 დეკ 2025, 01:28
    #15

    პენალტი

  • LEVANII
    schedule 01 დეკ 2025, 00:58
    #14

    Ეს თამაში თუ გატეხა რეალმა იდიალური იქნება თორე ატლეტიკო ვილიარეალი ბეტისი დაგვრჩა სათამაშო მაქედან ცხრა ქულის წამოღება ძალიან რთული იქნება

  • kuko
    schedule 01 დეკ 2025, 00:56
    #13

    არადა თითქოს კარგად დაიწყეს სეზონი ალონსოსთან ერთად რა ჯანდაბა ჭირთ შეტევაში ამათ არ უჭირთ დაცვაში და ნახევარ დაცვაში რაღა უნდათ

  • araujo4
    schedule 01 დეკ 2025, 00:52
    #12

    მირჩევნია 3 გოლი გავუშვათ და 4 გავიტანოთ, შემტევი და სანახაობრივი ვითამაშოთ ვიდრე რეალი რა ამაზრზენ და საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს მაგას ვუყურო. მთელი კვირა რო თამაშს ელოდები და ესე რო ითამაშებენ რავი ძმაო)) რა კამანდა ყავთ და ვინ რას შვება არ იციან. ალბათ ძაან დაბალი დონეა ალონსო. ჩაჯმული ანჩელოტის თამაშები რო მახსოვს მაგას თუ ვინმე აჯობებდა არ მეგონა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 01 დეკ 2025, 00:08
    #11

    ატლეტიკოსთან კარგი ნახი იქნება

  • araujo4
    schedule 30 ნოე 2025, 22:29
    #10

    რა გინდათ აგერ 10 კაციან ჩელსის ვერ მოუგო დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოდ შერაცხულმა არსენლმა და ჩვენი წაგება არაა გასაკვირი. 10 კაცით ვიყავით, არა პედრი არა რაფინია…

  • Barca
    schedule 30 ნოე 2025, 22:02
    #9

    🚨❗️| ბარსაში წყაროები უარყოფენ, რომ ფლიკს რაიმე პრობლემა აქვს. მატჩის შემდეგ მწვრთნელი უბრალოდ გაღიზიანებული იყო მატჩის დროს მომხდარი რამდენიმე ინციდენტით.

    🔹ფლიკმა მატჩი მეოთხე მსაჯზე გაბრაზებულმა დაასრულა. მისი თანაშემწეების გაძევებამ მწვრთნელი იმედგაცრუებული დატოვა, რადგან ის ატლეტიკოსა და ბეტისის წინააღმდეგ ორივესგან დახმარებას ვერ მიიღებს.

    🔹ფლიკი პირველ ტაიმში არ დანიშნულმა პენალტმა კიდევ უფრო გააღიზიანა. ლამინი საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, მიუხედავად ალავესის მცველსა და ბარსას თავდამსხმელს შორის აშკარა კონტაქტისა.

  • me da barca
    schedule 30 ნოე 2025, 21:48
    #8

    კაცნაკლული ჩელსი უგებს არსენალს.

  • walker599
    schedule 30 ნოე 2025, 20:48
    #7

    კალაფიორი წამოიყვანონ და ათამაშონ მარცხენა ცენტრ მცველად, ძალიან დახვეწილია და იტალიელი მცველის ხასიათი სჭირდება გუნდს, მოქოქილი ტიპი გვინდა რა, რაისის და მაკტომინეის ნაირი.

  • nika 54
    schedule 30 ნოე 2025, 20:26
    #6

    ციტატა: me da barca
    არადა ატლეტიკოს მგონი 11 იანვარს ვხვდებოდით და მგონი ესპანეთის სუპერ თასის გამო 2 დეკემბერს ჩანიშნეს. ბარსამანიას ლა ლიგის განრიგიც შესასწორებელია.

    ისე ძალიან მეშინია ატლეტიკოსთან ქულების დაკარგვის. 5 ოქტომბრის მერე ქულები არ დაუკარგავთ, ბოლო 5 თამაში ყველა მოიგეს და მაგათ ჩაბეტონებულ დაცვას რა უნდა მოუხერხონ არ ვიცი, მაშინ როცა ჩვენ დაცვას ორპირი უბერავს, ყველა მხრიდან ღიაა, სტუმარი ღვთისააო იძახიან ბიჭები. რამდენჯერ გამოგვიჭერენ და ერთი ერთში გაძვრებიან წარმოდგენა არ მინდა.


    კი ასეა მაგიტომ გადმოიტანეს რეალიც ოთხშაბათს თამაშობს მავ მიზეზით.

  • LEVANII
    schedule 30 ნოე 2025, 17:39
    #5

    🔥 ბარსელონას ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება დაუგროვდათ, მიმდინარე სეზონში (გოლი/ასისტი):

    ლამინე იამალი: 14 მატჩი, 16 გ/ა
    რაშფორდი: 18 მატჩი, 15 გ/ა
    ფერმინ ლოპესი: 13 მატჩი, 11 გ/ა
    ფერან ტორესი: 17 მატჩი, 10 გ/ა
    ლევანდოვსკი: 15 მატჩი, 9 გ/ა
    რაფინია: 10 მატჩი, 6 გ/ა

    Ლამინს ესეთი კარგი სტატისტიკა თუ ჰქონდა არ მახსოვდა

  • araujo4
    schedule 30 ნოე 2025, 16:12
    #4

    ფლიკის და რაფინიას კადრები ნახეთ? თამაშის მერე რაფინია მივიდა ფლიკთან და აწყნარებდა. ტიპი განადგურებული სახით იჯდა. აშკარად მაგრა დაიღალა უკვე მენტალურად

  • me da barca
    schedule 30 ნოე 2025, 14:24
    #3

    არადა ატლეტიკოს 11 იანვარს ვხვდებოდით და მგონი ესპანეთის სუპერ თასის გამო 2 დეკემბერს ჩანიშნეს. ბარსამანიას ლა ლიგის განრიგიც შესასწორებელია.

    ისე ძალიან მეშინია ატლეტიკოსთან ქულების დაკარგვის. 5 ოქტომბრის მერე ქულები არ დაუკარგავთ, ბოლო 5 თამაში ყველა მოიგეს და მაგათ ჩაბეტონებულ დაცვას რა უნდა მოუხერხონ არ ვიცი, მაშინ როცა ჩვენ დაცვას ორპირი უბერავს, ყველა მხრიდან ღიაა, სტუმარი ღვთისააო იძახიან ბიჭები. რამდენჯერ გამოგვიჭერენ და ერთი ერთში გაძვრებიან წარმოდგენა არ მინდა.

  • rivaldo80
    schedule 30 ნოე 2025, 12:49
    #2

    ბერნალი და კასადო თუ არ ათამაშე ფორმაში რანაირად შევლენ.იმედია ოლმო მოიხოდება და ტრავმას არ მიღეებს ძალიან დიდი ძალა ფლიკი შეცდა ჩელსისთან რომ არ დაყენა.იამალამზე თუ ხშირად თამაშობენ უფრო მრავალფეროვანი ხდება შეტევა.ფლიკის მთავარი პრობლენა მაინც სიჯიუტე რჩება იმედია იპოვის გზას დააცვა როგორ დალაგოს ახალი მცველიც რომ მოიყვანონ მაინც იგივე პრობლემები იქნება.ყველა შეტევაზე ან ერთი ერთზე რჩებიან ან მცველები მიზდევენ უკან ესე თამაში ძაან რთულია და მოყვება უამრავი შეცდომა.დაცვა გამუდმებით სტრესშია ამიტომაც არიან გადაღლილები.

  • Barca
    schedule 30 ნოე 2025, 12:11
    #1

    ნათქვამი ხო უყო რო მარცხენა ვინგერი უნდა მოეყვანათ, რატო არ მოიყვანეს? ახლა ამ პოზიციაზე ისევ პრობლემაა…

    ინიგოს შემცვლელი მაინც მოეყვანათ ვინგერი თუ ვერ მოყავდათ