ყველაფერი ზღაპარივით ეწყობა, “ბარსას” შეუძლია ელ კლასკოში გახდეს ჩემპიონი, მანამდე კიდევ უმნიშვნელოვანესი მატჩი ექნება გასვლაზე “ინტერთან”, ხასიათსაც ის შეხვედრა განაპირობებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ნერვიულობის საბაბი არ გვაქვს. კარგი ამბავია ტერ შტეგენის დაბრუნება, სეზონის დასაწყისში დაშავდა, სეზონის ბოლოს დაბრუნდა, ისე თამაშობს თითქოს არსადაც არ წასულა, მართალია გოლი მალევე გაუშვა, მაგრამ მის სინდისზე ნამდვილად არ არის.
ფლიკმა თქვა რომ მომდევნო ორ შეხვედრაში აუცილებლად შესნი დაიცავს კარს. აი, ფინალში თუ გავიდნენ მერე ვინ იცის..
დუბლები
პედრიმ გაგვაკვირვა ძირითად შემადგენლობაში, მთავარი კაცია ამ “ბარსელონაში” და თითქოს თუ ვინმეს უნდა მიეღო დასვენების დრო ეს პედრი იყო, მაგრამ ყველამ დაისვენა მის გარდა, მაგრადაც ურტყეს ფეხებში, მაგრამ მე მგონი გადავრჩით. “ვალიადოლიდი” კიდევ საშიში გუნდია, უკვე გავარდნილი, დასაკარგი არაფერი აქვს, სიამოვნებისთვის თამაშობს, თუ მოიგებდნენ ფლორენტინო პერესისგან ბონუსებსაც მიიღებდნენ, ეს ამბავი აკრძალულია, მაგრამ ხდება ხოლმე მაინც, მალულად, დაფარულად, “ვალიადოლიდი” კიდევ რონალდო ფენომენოს კლუბია, კი უნდა გაყიდვა, მაგრამ ვერ ყიდის, არავის არაფერში სჭირდება.
ციოდა, ეგეთი ამინდი იყო, სათადარიგოთა სკამზე კარგად შეფუთულები ისხდნენ იამალი და რაფინია, მოედანზე კი დაცხა – “ვალიადოლიდმა” მალევე გახსნა ანგარიში. ვერ ვიტყვით რომ “ბარსა” ცუდი იყო პირველ ტაიმი, მომენტებიც შექმნა, პაუ ვიქტორი აქტიურობდა, ანსუ ფატისაც ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მეკარე ფერეირა იყო მოწოდების სიმაღლეზე, მეკარეს თუ პირველივე წუთებიდან წაუვა თამაში მერე ძალიან რთული ხდება მისთვის გოლის შეგდება.
არადა, ანსუს გოლი ყველას გაგვახარებდა.
მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა დანი როდრიგესი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, ზედმეტად ნერვიულობდა, შესაბამისად შეცდომებიც ჰქონდა, სულ რაღაც 19 წლის არის, მაგრამ “ბარსამ” ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა 19 წლის ფეხბურთელზე უკვე ახალგაზრდაც აღარ ითქმის. ტაიმის მიწურულს პირველი სწორედ ის შეცვალეს, მხარშეხვეული გავიდა მოედნიდან, სავარაუდოდ გადარჩა მოტეხილობას. დანის ნაცვლად ლამინე იამალი გამოვიდა.
ფლიკმა პირველი ტაიმი წააგო. ესე იგი, “მადრიდს” გაუჩნდა შანსი ერთ ქულამდე შეემცირებინა სხვაობა.
ცვლილებები
მეორე ტაიმში რაფინია და დე იონგი გამოვიდნენ, პედრი გავიდა, წინასწარვე შეთანმხდნენ რომ ერთ ტაიმს ითამაშებდა. მცირე ხანში გამოვიდა დანი ოლმოც, ოღონდ ამ დროისთვის “ბარსა” უკვე ორით ერთს იგებდა. პირველი გოლი რაფინიამ შეაგდო, როგორც იქნა ფერეირამაც დაუშვა შეცდომა, ზედ კარის წინ დააგდო ბურთი და რაფინიამ ანგარიში გაათანაბრა, სასწაულ სეზონს ატარებს ბრაზილიელი.
ექვს წუთში კი ფერმინ ლოპესმა “ბარსა” წინ გაიყვანა, აღსანიშნია ჟერარ მარტინის ძალიან კარგი პასი საჯარიმოს გასწვრივ, ჩაწოდებებზე მეტად ასეთი პასი გამოსდის ხოლმე, ფერმინმა კი გამოზომილი, ზუსტი დარტყმით შეაგდო ბურთი კარში. “ბარსა” დაწინაურდა და ამის მერე გართობის დრო მოვიდა, როგორც წესი, ლამინე ერთობოდა ლამაზი ფინტებითა და დრიბლინგებით, მასაც მოხვდა ფეხებში, თუმცა, დაზიანებას გადარჩა. ყველაზე ლამაზი მომენტი კი იამალისა და ჰექტორ ფორტის კომბინაციას მოჰყვა, ლამინეს ქუსლით გაკეთებული პასის მერე ფორტმა როგორღაც შეძლო და სამ კაცში დაიძვრინა თავი, კარშიც კარგად დაარტყა და ძელმა იხსნა “ვალიადოლიდი”.
კარგი იყო მოედანზე გამოსული ერიკ გარსია, ცუდი იყო გავის ტრავმა, კუნთზე მოიკიდა ხელი, სავარაუდოდ გაეჭიმა, დღეს მოგვაწვდიან ინფორმაციას დაზიანებაზე. ფლიკმა თქვა რომ საშიში არაფერია, მაგრამ შემოწმებას მაინც საჭიროებს. “ინტერთან” მატჩის წინ ყველა მზადყოფნაში უნდა იყოს. ლევანდოვსკი გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ ვერ მოასწრებს, ფერან ტორესს ამის გამო ერთი წუთიც არ მისცეს, ახლა ასე გარისკვა არ შეიძლება, ფერანი აუცილებლად დაიწყებს “ინტერთან” მატჩს.
რაღა დარჩა
არც არაფერი, მომდევნო ორ მატჩში გაირკვევა ფინალისტის ვინაობა და სავარაუდოდ, ჩემპიონის ვინაობაც. გაიწევს თუ არა “ბარსა” ოთხი ტიტულისთვის. ორი უკვე მოგებულია. ერთი დროის ამბავია, ერთი კიდევ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი.
გუნდში კარგი განწყობაა, ჰანსი მზად არის, ფეხბურთელები მზად არიან, იამალი, რაფინია და პედრი საუკეთესო ფორმაში არიან. ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია.
დუმფრისი და გიურამი ორანგუტანგებივით არიან. ჩვენ ბალდე რომ ეგრე ვათამაშოთ ისეთი ბედი გვაქვს ცხოვრების ბოლომდე ვერ აღიდგენს ფორმას. ალბათ დროას შევეგუოთ იმ ფაქტს რომ ვერ გავალთ ფინალში. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იქნებ შემდეგ წელს დავდოთ ლიგა. იმედია გააძლიერებენ გუნდს ზაფხულში
ისე ამბობ თითქოს ბარსელონა უშნსოდ არის 😃 ლევანდოვსკი დაბრუნდა უდევს ფაბრიციო რომანოს და ბალდეზე ჯერ გადაწყვეტილი არაა,ბალდე,ინიგო,კუბარსი და არაუხო უნდა იყოს დაცვა,ბალდე თუ ვერ გამოჯანმრთელდა მარტინის დაყენება მოუწევს ფლიკს ინიგო კლასნია მაგრამ ფლანგზე დიდად ეფექტური არაა და სისწრაფის ხარჯზე ძაან გაუჭირდება
სრულიად უშანსოდ არ ვართ, ალბათ 60-40ზეა ინტერის სასარგებლოდ. მარტინის დაყენებას ინიგოს დაყენება ჯობს მაგრამ სისწრაფეში მართლა გაუჭირდება და რაფინიაც ვერ იქნება საკმარისად ეფექტური ფლანგიდან.
ჩემზე მეტად ალბათ არავის უნდა ფინალში რომ გავიდეთ და ლიგა მოვიგოთ მაგრამ ვცდილობ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყო შემდეგ იმედგაცრუება რომ ძალიან გულდასაწყვეტი არ იყოს 😂
ინტერი დასაწყისიდანვე დაგვაპრესინგებს მაშინ კირსტენსენი კუბარსი უნდა დადგეს მარტინის და არაუხოს დაყენება იქნება ავტატურად 1-0ით დაწყება
ინტერთან კაცმა არ იცის რა მოხდება.. ერთია მწვრთნელების ჯახი, მეორეა ფეხბუთელების კლასის ჯახი და მესამეა თამაში ინდივიდუალურად ვის როგორ წაუვა.
პირველ თამაშში მე თუ მკითხავთ იამალის გარდა თამაში არავის არ წასვლია. ინიგოს ამ სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, ზოგადად მთელმა დაცვამ და შესნიმ ჩაიჯვა, ოლმო სახიფათო ვერ იყო, პედრისგან მეტს ველოდი..
იმედი მაქვს რომ დასვენება მოუხდათ, მაგრამ პირველ რიგში ფლიკზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, რადგან გააჩნია რის სათამაშოდ გამოვა.
დაცვაა ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი და თუ ბალდე ვერ ბრუნდება მგონია რომ ფლიკი მარცხნივ ინიგოს დააყენებს, ხოლო ცენტრში არაუხო-კუბარსის დუო იქნება, მარჯვნივ კი გარსია. ნუ ფაქტია ამ თამაშში ჩვენს დაცვაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და იმედია მაქვს მაქსიმალურად უშეცდომოდ ითამაშებენ.
ნახევარდაცვაში ოლმოს ფაქტორი ძალიან დიდ როლს ითამაშებს. სეზონის სტარტზევე ვამბობდი რომ ოლმოს თამაშების გადაწყვეტა შეუძლია თქო, ხოდა ოლმომ თუ თამაშში თავი იპოვა, ბევრი მომენტი შეგვექმნება, დაგვირგვინება კი იმ 3 კაცზეა.
იამალზე და რაფინიაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აი ტორესი/ლევანა გადამწყვეტ როლს ითამაშებენ ასე მგონია. ბოლო ნიუსებიდან გამომდინარე ლევანა მგონი ძირითადში იქნება და რატომაა სწორი: როლურად რომ გავყვეთ ტორესი არის სუპერსაპი, რომელსაც ძირითადიდან გარდამტეხი როლის თამაში არ შეუძლია, მაშინ როცა ლევანდოვსკი პირიქით, თავიდანვე წნეხავს მცველებს, გუნდელებისთვის ათავისუფლებს სივრცეებს და გადმოგდებულ ბურთებზე უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც კუთხურებზე.
ძალიან დიდ როლს ითამაშებენ ცვლილებებიც: ტორესი რომელიც შეცვალზე ძალიან დიდი დანამატია და ლოპესი, რომელიც ჩემი აზრით დიდი თამაშების კაცია, რომელსაც ძალიან დიდი ენეგია შემოაქვს და ისედაც დაღლილ ინტერს კიდევ უფრო მაგრად დაწნეხავს.
მოკლედ 50/50ზეა. მილანში რომ ვთამაშობთ ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს რადგან 2 წელია სახლში ისედაც არ ვთამაშობთ და ბოლოს და ბოლოს ტიპებმა სახლში ატლეტიკოსთან წააგეს და ფრე ითამაშეს, მეტროპოლიტანოზე კი ორივე მოიგეს..ასევე მოიგეს ბერნაბეუზე, დალუჟზე, სიგნალიდუნაზე და რავი მოკლედ… ფანები კი მნიშვნელოვანია ზოგადად, მაგრამ მთავარი მაინც მწვრთნელი, მენტალიტეტი, კლასი და იღბალია. პირველმა თამაშმა ის შთაბეჭდილება დამიტოვა რომ ინტერს რაც არ უნდა გაეტანა ბარსა მაინც ამოუქაჩავდა, ასევე ინტერს კონტრებისა და ჩაწოდებების გარდა სხვა მეტი გასაქანი არ აქვს, ბარსას კი ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, უბრალოდ ახლა ყველაფერი ფლიკზეა.
თამაში უნდა წაუვიდეთ და მოგებაც თავისით მოვა.
ბალდემაც მოასწროს იქნება, და რატომღაც მგონია ლევანა 2 ბურთს გაიტანს
დუმფრისი და გიურამი ორანგუტანგებივით არიან. ჩვენ ბალდე რომ ეგრე ვათამაშოთ ისეთი ბედი გვაქვს ცხოვრების ბოლომდე ვერ აღიდგენს ფორმას. ალბათ დროას შევეგუოთ იმ ფაქტს რომ ვერ გავალთ ფინალში. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იქნებ შემდეგ წელს დავდოთ ლიგა. იმედია გააძლიერებენ გუნდს ზაფხულში
ისე ამბობ თითქოს ბარსელონა უშნსოდ არის 😃 ლევანდოვსკი დაბრუნდა უდევს ფაბრიციო რომანოს და ბალდეზე ჯერ გადაწყვეტილი არაა,ბალდე,ინიგო,კუბარსი და არაუხო უნდა იყოს დაცვა,ბალდე თუ ვერ გამოჯანმრთელდა მარტინის დაყენება მოუწევს ფლიკს ინიგო კლასნია მაგრამ ფლანგზე დიდად ეფექტური არაა და სისწრაფის ხარჯზე ძაან გაუჭირდება
სრულიად უშანსოდ არ ვართ, ალბათ 60-40ზეა ინტერის სასარგებლოდ. მარტინის დაყენებას ინიგოს დაყენება ჯობს მაგრამ სისწრაფეში მართლა გაუჭირდება და რაფინიაც ვერ იქნება საკმარისად ეფექტური ფლანგიდან.
ჩემზე მეტად ალბათ არავის უნდა ფინალში რომ გავიდეთ და ლიგა მოვიგოთ მაგრამ ვცდილობ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიყო შემდეგ იმედგაცრუება რომ ძალიან გულდასაწყვეტი არ იყოს 😂
მეც ეგრე ვარ , მითუმეტეს ბალდე არ ბრუნდებაო მერე აქეთ კუნდე და გავი არ იქნებაო უკვე მაგრად ვნერვიულობ😂
ბალდე და კუნდე დაგვაკლდება ლევანაც და გავიც იქნებიან
დუმფრისი და გიურამი ორანგუტანგებივით არიან. ჩვენ ბალდე რომ ეგრე ვათამაშოთ ისეთი ბედი გვაქვს ცხოვრების ბოლომდე ვერ აღიდგენს ფორმას. ალბათ დროას შევეგუოთ იმ ფაქტს რომ ვერ გავალთ ფინალში. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იქნებ შემდეგ წელს დავდოთ ლიგა. იმედია გააძლიერებენ გუნდს ზაფხულში
ისე ამბობ თითქოს ბარსელონა უშნსოდ არის 😃 ლევანდოვსკი დაბრუნდა უდევს ფაბრიციო რომანოს და ბალდეზე ჯერ გადაწყვეტილი არაა,ბალდე,ინიგო,კუბარსი და არაუხო უნდა იყოს დაცვა,ბალდე თუ ვერ გამოჯანმრთელდა მარტინის დაყენება მოუწევს ფლიკს ინიგო კლასნია მაგრამ ფლანგზე დიდად ეფექტური არაა და სისწრაფის ხარჯზე ძაან გაუჭირდება
ღვთის რწმენა არდაკარგოთ კულეებო ყველაფერი შესაძლებელია ამდენი წაგების და 10 წლიანი კრახის მერე ჩვენი დროა და ავღდგებით როგორც ფენიქსი ღმერთი ჩვენსკენ ყველა განსაცდელს დიდი სიხარული მოყვება💙❤️
ლევანდოვსკიმ ივარჯიშა გუნდთან და ხელმისაწვდომი იქნება ინტერთანო.იმედია მართალია
მეც ეგრე ვარ , მითუმეტეს ბალდე არ ბრუნდებაო მერე აქეთ კუნდე და გავი არ იქნებაო უკვე მაგრად ვნერვიულობ😂
რამე ძლიერი ლოცვები უნდა აღვავლინოთ იქნებ გვიშველოს 😂 რაც ამ 10 წელიწადში გადაგვხდა ყველაფერი თვალწინ დამიდგა და ძალიან მეშინია 😂
გულს იმით ვიმშვიდებ რეალი-სელტას თამაშით, რომ რეალი გაშვებული გოლებით დაგვეწია.
მეც ეგრე ვარ , მითუმეტეს ბალდე არ ბრუნდებაო მერე აქეთ კუნდე და გავი არ იქნებაო უკვე მაგრად ვნერვიულობ😂
ჯერ კვირაა და მე უკვე მაღალი წნევა მაქვს შეიძლება სამშაბათამდე ვერც მივატანო ნერვიულობისგან😂😂😂
აი რეალსი მე3 გოლზე რა ქნეს ტიპებმბა სად გაატრეს ბურთი😀 გეგონება კაცი აკლდათონიმხელა სივრცეები იყო დატოვებული ჯერ ამხელა სიცრცეებს რომ ბერ გამლიყენებ და 3ზე მეტ გოლს ვერ გაიტან რა დონის <<ცენზურის დარღვევა>> უნდა იყო
ამ მეკარეენს ჩვენთან ფრთები აქვთ ყველას, რეალთან რა ემართებათ …
ისე ერთი რამ
აშკარაა, ლიგის მოგება ბევრჯერ თუ გინდა, ორი უმაღლესი დონის მეკარე უნდა გყავდეს, ერთერთს რომ საუკეთესოობაზეც აქვს პრეტენზია …
კურტუას კარში ასეთი რთული როა გოლის გატანა, მაგიტოა ძალიან ძლიერი რეალი ევროპულ საღამოებში …
პირველი ტაიმი ისე, რომ ეთამაშათ როგორც მეორე, შეძლებდნენ ქულის წამოღებას.
მიდით ბიჭო მე3 თქვენი დდშვც
ინძაგი არაფერს არ შეცვლის ან ეხლა როცა არცერთი ფლანგის მცველი (კუნდე/ბალდე) არ გვყავს
რატომ უნდა შეცვალოს პირიქით ფლანგებიდან უფრო აქტიურად ითამაშებს ამიტომ ჩვენი მცველების დაზღვევა იქნება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფრენკი თავის თავს უნდა გადაახტეს კარიერის თამაში უნდა დადოს! (ღმერთმა ქნას) ჩვენ ალბათ ოთხივე მაღალი მცველით ვითამაშებთ: არაუხო/ქრისტენსენი/კუბარსი/ინიგო…კუბარსი ამ შემთხვევაში იმიტომ ჯობია მარცხენა ცენტრალურ მცველად ათამაშოს რომ ინიგო გადააზღვიოს (უფრო სწრაფია ვიდრე ქრისტენსენი) …. ერთი რამე არ მესმის არ შეიძლება ბალდემ ეს თამაში ტკივილ გამაყუჩებლებით ითამაშოს ?! ლევანდოვსკიც იგივე ძალიან გვჭირდება " ინტერი -ს " მთავარი იარაღი სტანდარტებზე მაღლების თამაშია და ფლანგები ….მე მგონი ამ თამაშის ბედს ჩვენგან ორი კაცი გადაწყვიტავს რაფინია რომელმაც ძალიან მაგრად უნდა იმუშაოს უკან ინიგოს სისწრაფის არ ქონის გამო და დე იონგი რომელმაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს საყრდენი ზონა და ბურთი და დააზღვიოს მცველები (კასადო მაინც გვყავდეს ეს დედა აფეთქებული
)
ერთხელ კიდევ გაიჭინთეთ თქვენი დედაც…
იგლესიასმა ჩვენთან შეისხა ფრთები.
😀😀😀 რეალთან ჩაი*ვა 😀😀
უმნიშვნელოვანეს ბურთს იღებს კურტუა, ამაზე კარგი შანსი სელტაც აღარც მიეცემა გასათანაბრებლად. ეგ არის სწორედ მაღალი კალსის მაჩვენებელი, ასეთ მნიშვნელოვან დროს რომ იხსნის გუნდს გაშვებული გოლისგან.