workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

   ყველაფერი ზღაპარივით ეწყობა, “ბარსას” შეუძლია ელ კლასკოში გახდეს ჩემპიონი, მანამდე კიდევ უმნიშვნელოვანესი მატჩი ექნება გასვლაზე “ინტერთან”, ხასიათსაც ის შეხვედრა განაპირობებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ნერვიულობის საბაბი არ გვაქვს. კარგი ამბავია ტერ შტეგენის დაბრუნება, სეზონის დასაწყისში დაშავდა, სეზონის ბოლოს დაბრუნდა, ისე თამაშობს თითქოს არსადაც არ წასულა, მართალია გოლი მალევე გაუშვა, მაგრამ მის სინდისზე ნამდვილად არ არის. 

ფლიკმა თქვა რომ მომდევნო ორ შეხვედრაში აუცილებლად შესნი დაიცავს კარს. აი, ფინალში თუ გავიდნენ მერე ვინ იცის.. 

დუბლები 

პედრიმ გაგვაკვირვა ძირითად შემადგენლობაში, მთავარი კაცია ამ “ბარსელონაში” და თითქოს თუ ვინმეს უნდა მიეღო დასვენების დრო ეს პედრი იყო, მაგრამ ყველამ დაისვენა მის გარდა, მაგრადაც ურტყეს ფეხებში, მაგრამ მე მგონი გადავრჩით. “ვალიადოლიდი” კიდევ საშიში გუნდია, უკვე გავარდნილი, დასაკარგი არაფერი აქვს, სიამოვნებისთვის თამაშობს, თუ მოიგებდნენ ფლორენტინო პერესისგან ბონუსებსაც მიიღებდნენ, ეს ამბავი აკრძალულია, მაგრამ ხდება ხოლმე მაინც, მალულად, დაფარულად, “ვალიადოლიდი” კიდევ რონალდო ფენომენოს კლუბია, კი უნდა გაყიდვა, მაგრამ ვერ ყიდის, არავის არაფერში სჭირდება. 

ციოდა, ეგეთი ამინდი იყო, სათადარიგოთა სკამზე კარგად შეფუთულები ისხდნენ იამალი და რაფინია, მოედანზე კი დაცხა – “ვალიადოლიდმა” მალევე გახსნა ანგარიში. ვერ ვიტყვით რომ “ბარსა” ცუდი იყო პირველ ტაიმი, მომენტებიც შექმნა, პაუ ვიქტორი აქტიურობდა, ანსუ ფატისაც ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მეკარე ფერეირა იყო მოწოდების სიმაღლეზე, მეკარეს თუ პირველივე წუთებიდან წაუვა თამაში მერე ძალიან რთული ხდება მისთვის გოლის შეგდება. 

არადა, ანსუს გოლი ყველას გაგვახარებდა. 

მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა დანი როდრიგესი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, ზედმეტად ნერვიულობდა, შესაბამისად შეცდომებიც ჰქონდა, სულ რაღაც 19 წლის არის, მაგრამ “ბარსამ” ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა 19 წლის ფეხბურთელზე უკვე ახალგაზრდაც აღარ ითქმის. ტაიმის მიწურულს პირველი სწორედ ის შეცვალეს, მხარშეხვეული გავიდა მოედნიდან, სავარაუდოდ გადარჩა მოტეხილობას. დანის ნაცვლად ლამინე იამალი გამოვიდა. 

ფლიკმა პირველი ტაიმი წააგო. ესე იგი, “მადრიდს” გაუჩნდა შანსი ერთ ქულამდე შეემცირებინა სხვაობა. 

ცვლილებები 

მეორე ტაიმში რაფინია და დე იონგი გამოვიდნენ, პედრი გავიდა, წინასწარვე შეთანმხდნენ რომ ერთ ტაიმს ითამაშებდა. მცირე ხანში გამოვიდა დანი ოლმოც, ოღონდ ამ დროისთვის “ბარსა” უკვე ორით ერთს იგებდა. პირველი გოლი რაფინიამ შეაგდო, როგორც იქნა ფერეირამაც დაუშვა შეცდომა, ზედ კარის წინ დააგდო ბურთი და რაფინიამ ანგარიში გაათანაბრა, სასწაულ სეზონს ატარებს ბრაზილიელი. 

ექვს წუთში კი ფერმინ ლოპესმა “ბარსა” წინ გაიყვანა, აღსანიშნია ჟერარ მარტინის ძალიან კარგი პასი საჯარიმოს გასწვრივ, ჩაწოდებებზე მეტად ასეთი პასი გამოსდის ხოლმე, ფერმინმა კი გამოზომილი, ზუსტი დარტყმით შეაგდო ბურთი კარში. “ბარსა” დაწინაურდა და ამის მერე გართობის დრო მოვიდა, როგორც წესი, ლამინე ერთობოდა ლამაზი ფინტებითა და დრიბლინგებით, მასაც მოხვდა ფეხებში, თუმცა, დაზიანებას გადარჩა. ყველაზე ლამაზი მომენტი კი იამალისა და ჰექტორ ფორტის კომბინაციას მოჰყვა, ლამინეს ქუსლით გაკეთებული პასის მერე ფორტმა როგორღაც შეძლო და სამ კაცში დაიძვრინა თავი, კარშიც კარგად დაარტყა და ძელმა იხსნა “ვალიადოლიდი”. 

კარგი იყო მოედანზე გამოსული ერიკ გარსია, ცუდი იყო გავის ტრავმა, კუნთზე მოიკიდა ხელი, სავარაუდოდ გაეჭიმა, დღეს მოგვაწვდიან ინფორმაციას დაზიანებაზე. ფლიკმა თქვა რომ საშიში არაფერია, მაგრამ შემოწმებას მაინც საჭიროებს. “ინტერთან” მატჩის წინ ყველა მზადყოფნაში უნდა იყოს. ლევანდოვსკი გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ ვერ მოასწრებს, ფერან ტორესს ამის გამო ერთი წუთიც არ მისცეს, ახლა ასე გარისკვა არ შეიძლება, ფერანი აუცილებლად დაიწყებს “ინტერთან” მატჩს. 

რაღა დარჩა 

არც არაფერი, მომდევნო ორ მატჩში გაირკვევა ფინალისტის ვინაობა და სავარაუდოდ, ჩემპიონის ვინაობაც. გაიწევს თუ არა “ბარსა” ოთხი ტიტულისთვის. ორი უკვე მოგებულია. ერთი დროის ამბავია, ერთი კიდევ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი. 

გუნდში კარგი განწყობაა, ჰანსი მზად არის, ფეხბურთელები მზად არიან, იამალი, რაფინია და პედრი საუკეთესო ფორმაში არიან. ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (83)

  • MESSI 2017
    schedule 04 მაი 2025, 15:25
    #20

    თუ დუმფრიზმა და გიურამმა მოასწრეს გამოჯანმრთელება და ტკივილ გამაყუჩებკებით თამაში ჩვენ რატო არ უნდა ვათამაშოთ ბალდე ეგრე??😀 ბალდეს გარეშე რომ წავაგებთ ხომ 100%ნია

  • Barca
    schedule 04 მაი 2025, 15:25
    #19

    უკვე ვნერვიულობ თამაშზე

  • La Pulga10
    schedule 04 მაი 2025, 15:17
    #18

    ციტატა: Kakia
    ბოლოს 3 წელში ინტერს სახლში უცლზე არ წაუგია.
    14 თამაში 11 მოგება 3 ფრე, უნდა დავამსხვრიოთ!


    უწევს უწევს

  • nika 54
    schedule 04 მაი 2025, 15:17
    #17

    "ვალიადოლიდი" კიდევ საშიში გუნდია, სიამოვნებისთვის თამაშობს, თუ მოიგებდნენ ფლორენტინო პერესისგან ბონუსებსაც მიიღებდნენ, ეს ამბავი აკრძალულია, მაგრამ ხდება ხოლმე მაინც, მალულად, დაფარულად.
    და როდის აკრძალეს? კარგად მახსოვს ვალვერდეს მგონი პირველი სეზონი, მაშინაც რეალს არავითარი შანსი არ ქონდა თუ ბარსა არ წააგებდა თავის მატჩს. მაშინ პერესმა ღიად განაცხადა რო თუ მეტოქე, ვერ ვიხსენებ ვინ იყო, ბარსას მოუგებდა მათ "წაახალისებდა" თანხაც დაასახელა მგონი 2 მილიონს პირდებოდა.
    მაშინ ამას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, კომენტატორმა რუსულ არხზე ისიც თქვა, რო ეს არ იყო აკრძალული მეთოდი. პირიქით თამაშის ინტერესს ზრდისო. რა თქმა უნდა მესიმ, სუარესმა 4 გოლი აჭამეს ფულის მოყვარულ გუნდს და ბარსაც გაჩემპიონდა. მე მგონი ბევრს ეხსომება ეს ამბავი.

    ციტატა: Kakia
    ბოლოს 3 წელში ინტერს სახლში უცლზე არ წაუგია.
    14 თამაში 11 მოგება 3 ფრე, უნდა დავამსხვრიოთ!


    იყოს ფრე, არ გავუფუჭოთ სტატისტიკა. პენალტებით წაგება მე მგონი არ ითვლება წაგებად სტატისტიკურად და ყველა კმაყოფილი დარჩება.

  • Kakia
    schedule 04 მაი 2025, 14:51
    #16

    ბოლოს 3 წელში ინტერს სახლში უცლზე არ წაუგია.
    14 თამაში 11 მოგება 3 ფრე, უნდა დავამსხვრიოთ!

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 04 მაი 2025, 14:44
    #15

    ბალდე თუ ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ეს სასტავი უნდა დადგეს:

    შესნი – კუბარსი, კრისტენსენი, არაუხო, ინიგო – დე იონგი, პედრი – რაფინია, ოლმო, იამალი – ტორესი

  • Rick Sanchez
    schedule 04 მაი 2025, 14:17
    #14

    მე რომ ფლიკის ადგილას ვიყო კრისტენსენს დავაყენებდი ცენტრში ულაპარაკოდ, კაცმა პირველად ითამაშა ამდენი თვის შემდეგ და ხელოვნური თამაშგარე უკვე დაამუღამა, ძალიან კლასნი მცველია, იმედია ტრავმებს უკან მოიტოვებს და მომავალი სეზონიდან ინიგოს ჩაანაცვლებს. ინტერთან კი მგონია, რომ მისი დაყენებაა ყველაზე ჭკვიანური, არაუხოზე ბევრად სანდოა. მე პირადად ურუგვაელს მარჯვნივ დავაყენებდი, ინიგოს მარცხნივ და კრისტენსენი-კუბარსის ცენრით დავიცავდი თავს, ძაან ჩაბეტონებაა, მაგრამ მარტინის და ფორტის ნდობა არ შეიძლება ამ მნიშვნელობის მატჩში. ვნახოთ ფლიკი რას გადაწყვეტს, ყველაზე კარგად მაგან იცის და მგონია, რომ გავა ფინალში. ვამოს ბარსა!

  • Albert Camus
    schedule 04 მაი 2025, 14:14
    #13

    საიტის ადმინისტრაციამ სულ დაკარგა მომხმარებლის პატივისცემა? რა რეკლამებია ეს? სანამ ნიუსს გავეცნობი დრაკონს უნდა მოვჭრა თავი?

  • Barca
    schedule 04 მაი 2025, 14:08
    #12

    ზოგი წერს ბალდე იქნებაო და ლევანდოვსკიცო რავიცი

  • jacky iakovenko
    schedule 04 მაი 2025, 13:51
    #11

    ციტატა: P E D R I T O – 8

    ციტატა: jacky iakovenko
    რახან ბალდეს თამაშის შანსი ინტერთან ძაან მცირეა ფლიკმა გადაწყვიტა თუ ბალდე არ იქნება კუნდეს მაგიერ გარსია დააყენოს ცენტრი არაუხო+კუბარსი და ბალდეს მაგიერ ინიგო … მშვენიერია? პირველ თამაშშიც რო ეგრე ექნა რავი შეილება ის პირველი გოლი არ გვეჭამა


    არაუხო კუბარსი კრისი ინიგოც არ იქნება ცუდი.ლაუტარო იქნება?თი გამოტოვა ძალიან წაგვადგება მისი არ ყოფნა

    ლევანა და ბალდე ხვალ გაივლია შემოწმებას დიდი ალბათობით ბალდე გვეყოლება.შტაბი ვარაუდობს რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნებაო და ვნახოთ რა მოხდება.


    ხო ანდრესაც კაი იქნებოდა, ვნახოთ ეგებ მისცეს შანსი მასაც ისევ. ლაუტარო არ იქნება მარა ინტერში ლაუტარო კიარაა მთავარი პრობლემა, პრობლემაა ის რომ ყველა ფაჩულიები არიან და მეორე სართულზე ძაან მაგრები არიან ჩვენები კიდე ვერ უქაჩავენ და ყველაზე მთავარი ფლანგები, დუმფრისი მუტანტია

  • cruyff9
    schedule 04 მაი 2025, 13:49
    #10

    კაროჩე ეხა წავიკითხე რო სავარაუდოდ მარცხნივ ინიგო შუაში კუბარსი არაუხო და მარჯვნივ გარსიას დააყენებსო,,,არ მევასება ეს გარსია მაგის დებილი დედაც რაა!!!!კრისტენსენი უთამაშებელია მარა ეგ ისეთი ჭკვიანი და დასტოინი მცველია ვფიქრობ რო მაგან უნდა დაიწყოს!!!მარჯვნივ კი არაუხო დადგეს

  • P E D R I T O – 8
    schedule 04 მაი 2025, 13:15
    #9

    ციტატა: jacky iakovenko
    რახან ბალდეს თამაშის შანსი ინტერთან ძაან მცირეა ფლიკმა გადაწყვიტა თუ ბალდე არ იქნება კუნდეს მაგიერ გარსია დააყენოს ცენტრი არაუხო+კუბარსი და ბალდეს მაგიერ ინიგო … მშვენიერია? პირველ თამაშშიც რო ეგრე ექნა რავი შეილება ის პირველი გოლი არ გვეჭამა


    არაუხო კუბარსი კრისი ინიგოც არ იქნება ცუდი.ლაუტარო იქნება?თი გამოტოვა ძალიან წაგვადგება მისი არ ყოფნა

    ლევანა და ბალდე ხვალ გაივლია შემოწმებას დიდი ალბათობით ბალდე გვეყოლება.შტაბი ვარაუდობს რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნებაო და ვნახოთ რა მოხდება.

  • jack slater
    schedule 04 მაი 2025, 13:06
    #8

    ჩემპიონობა მეიცდის,ჯერ ინტერია გასაჟიმი.

  • jacky iakovenko
    schedule 04 მაი 2025, 12:52
    #7

    რახან ბალდეს თამაშის შანსი ინტერთან ძაან მცირეა ფლიკმა გადაწყვიტა თუ ბალდე არ იქნება კუნდეს მაგიერ გარსია დააყენოს ცენტრი არაუხო+კუბარსი და ბალდეს მაგიერ ინიგო … მშვენიერია? პირველ თამაშშიც რო ეგრე ექნა რავი შეილება ის პირველი გოლი არ გვეჭამა

  • Barca
    schedule 04 მაი 2025, 12:26
    #6

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Mariamk

    ციტატა: PAIN
    გავის უთქვამს არანაირი ტრამვა არ მაქსვო და რატო იწერებოდა ამის შესახებ არვიცი, ლევანა იმედოვნებს ინტერთან თამაშს ხოლო ბალდე ალბათ ითამაშებს

    ბალდეზე დაიწერა ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას ინტერთან თამაშისთვისო, კლასიკოსთვის უფრო იქნება მზადო. ძალიან გაჭირდება მის გარეშე

    იმედია რეალისნაირად იტყუებიან და იქნება ბალდეს და კუნდეც…


    იმედია იტყუებიან რო ინტერმა იგივე ტაქტიკით ითამაშოს მარცხენა ფლანგიდან გარღვევები და იმედია იტყუებიან და იქნება ბალდე და ლევანაც

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 მაი 2025, 12:03
    #5

    ციტატა: Mariamk

    ციტატა: PAIN
    გავის უთქვამს არანაირი ტრამვა არ მაქსვო და რატო იწერებოდა ამის შესახებ არვიცი, ლევანა იმედოვნებს ინტერთან თამაშს ხოლო ბალდე ალბათ ითამაშებს

    ბალდეზე დაიწერა ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას ინტერთან თამაშისთვისო, კლასიკოსთვის უფრო იქნება მზადო. ძალიან გაჭირდება მის გარეშე

    იმედია რეალისნაირად იტყუებიან და იქნება ბალდეს და კუნდეც…

  • Mariamk
    schedule 04 მაი 2025, 12:01
    #4

    ციტატა: PAIN
    გავის უთქვამს არანაირი ტრამვა არ მაქსვო და რატო იწერებოდა ამის შესახებ არვიცი, ლევანა იმედოვნებს ინტერთან თამაშს ხოლო ბალდე ალბათ ითამაშებს

    ბალდეზე დაიწერა ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას ინტერთან თამაშისთვისო, კლასიკოსთვის უფრო იქნება მზადო. ძალიან გაჭირდება მის გარეშე

  • PAIN
    schedule 04 მაი 2025, 12:00
    #3

    გავის უთქვამს არანაირი ტრამვა არ მაქსვო და რატო იწერებოდა ამის შესახებ არვიცი, ლევანა იმედოვნებს ინტერთან თამაშს ხოლო ბალდე ალბათ ითამაშებს

  • Lasha Mamuladze
    schedule 04 მაი 2025, 11:31
    #2

    კარგია 4 ფრონტზე ბრძოლააა, მაგრამ თავისებურად რა თქმა უნდა მსხვერპლს მოითხოვს,😒 არც კუნდე და არც ბალდე ფრთების გარეშე კიდე ფრენა რავი ვის წარმოუდგენიაა?? ძალიან რთული მატჩი ელის ბარსას, იმიტომ იყო მოსაგები პირველი მატჩი, აქამდე გვიმართლებდა კიდეც, და თუ ისე გაგვიმართლა როგორც გუშინ ვალიადოლიდს გოლის ეპიზოდში მაშინ კიდე ოდნავ შემიმსუბუქდებოდა დაძაბულობა, მაგრამ
    ამ სეზონში მხოლოდ თამაშგარეს დროს გვიმართლებს, თუმცა რაღა გამართლება ეგეც დამუშავებულია ვარჯიშებზე, მოკლედ ყველა და ყველაფერი უნდა დაამარცხოს ბარსამ უიღბლობაც კი…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 04 მაი 2025, 11:20
    #1

    ეჰ, მილანში იმხელა დანაკლისით ჩავდივართ, რომ უკვე აღარ ვიცი… ბალდე და კუნდე, ორი განაპირა მცველი გვაკლია… ძალიან ძალიან ძალიან გაჭირდება ფინალში გასვლა