მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

   ყველაფერი ზღაპარივით ეწყობა, “ბარსას” შეუძლია ელ კლასკოში გახდეს ჩემპიონი, მანამდე კიდევ უმნიშვნელოვანესი მატჩი ექნება გასვლაზე “ინტერთან”, ხასიათსაც ის შეხვედრა განაპირობებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ნერვიულობის საბაბი არ გვაქვს. კარგი ამბავია ტერ შტეგენის დაბრუნება, სეზონის დასაწყისში დაშავდა, სეზონის ბოლოს დაბრუნდა, ისე თამაშობს თითქოს არსადაც არ წასულა, მართალია გოლი მალევე გაუშვა, მაგრამ მის სინდისზე ნამდვილად არ არის. 

ფლიკმა თქვა რომ მომდევნო ორ შეხვედრაში აუცილებლად შესნი დაიცავს კარს. აი, ფინალში თუ გავიდნენ მერე ვინ იცის.. 

დუბლები 

პედრიმ გაგვაკვირვა ძირითად შემადგენლობაში, მთავარი კაცია ამ “ბარსელონაში” და თითქოს თუ ვინმეს უნდა მიეღო დასვენების დრო ეს პედრი იყო, მაგრამ ყველამ დაისვენა მის გარდა, მაგრადაც ურტყეს ფეხებში, მაგრამ მე მგონი გადავრჩით. “ვალიადოლიდი” კიდევ საშიში გუნდია, უკვე გავარდნილი, დასაკარგი არაფერი აქვს, სიამოვნებისთვის თამაშობს, თუ მოიგებდნენ ფლორენტინო პერესისგან ბონუსებსაც მიიღებდნენ, ეს ამბავი აკრძალულია, მაგრამ ხდება ხოლმე მაინც, მალულად, დაფარულად, “ვალიადოლიდი” კიდევ რონალდო ფენომენოს კლუბია, კი უნდა გაყიდვა, მაგრამ ვერ ყიდის, არავის არაფერში სჭირდება. 

ციოდა, ეგეთი ამინდი იყო, სათადარიგოთა სკამზე კარგად შეფუთულები ისხდნენ იამალი და რაფინია, მოედანზე კი დაცხა – “ვალიადოლიდმა” მალევე გახსნა ანგარიში. ვერ ვიტყვით რომ “ბარსა” ცუდი იყო პირველ ტაიმი, მომენტებიც შექმნა, პაუ ვიქტორი აქტიურობდა, ანსუ ფატისაც ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მეკარე ფერეირა იყო მოწოდების სიმაღლეზე, მეკარეს თუ პირველივე წუთებიდან წაუვა თამაში მერე ძალიან რთული ხდება მისთვის გოლის შეგდება. 

არადა, ანსუს გოლი ყველას გაგვახარებდა. 

მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა დანი როდრიგესი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, ზედმეტად ნერვიულობდა, შესაბამისად შეცდომებიც ჰქონდა, სულ რაღაც 19 წლის არის, მაგრამ “ბარსამ” ისეთი სტანდარტი დაამკვიდრა 19 წლის ფეხბურთელზე უკვე ახალგაზრდაც აღარ ითქმის. ტაიმის მიწურულს პირველი სწორედ ის შეცვალეს, მხარშეხვეული გავიდა მოედნიდან, სავარაუდოდ გადარჩა მოტეხილობას. დანის ნაცვლად ლამინე იამალი გამოვიდა. 

ფლიკმა პირველი ტაიმი წააგო. ესე იგი, “მადრიდს” გაუჩნდა შანსი ერთ ქულამდე შეემცირებინა სხვაობა. 

ცვლილებები 

მეორე ტაიმში რაფინია და დე იონგი გამოვიდნენ, პედრი გავიდა, წინასწარვე შეთანმხდნენ რომ ერთ ტაიმს ითამაშებდა. მცირე ხანში გამოვიდა დანი ოლმოც, ოღონდ ამ დროისთვის “ბარსა” უკვე ორით ერთს იგებდა. პირველი გოლი რაფინიამ შეაგდო, როგორც იქნა ფერეირამაც დაუშვა შეცდომა, ზედ კარის წინ დააგდო ბურთი და რაფინიამ ანგარიში გაათანაბრა, სასწაულ სეზონს ატარებს ბრაზილიელი. 

ექვს წუთში კი ფერმინ ლოპესმა “ბარსა” წინ გაიყვანა, აღსანიშნია ჟერარ მარტინის ძალიან კარგი პასი საჯარიმოს გასწვრივ, ჩაწოდებებზე მეტად ასეთი პასი გამოსდის ხოლმე, ფერმინმა კი გამოზომილი, ზუსტი დარტყმით შეაგდო ბურთი კარში. “ბარსა” დაწინაურდა და ამის მერე გართობის დრო მოვიდა, როგორც წესი, ლამინე ერთობოდა ლამაზი ფინტებითა და დრიბლინგებით, მასაც მოხვდა ფეხებში, თუმცა, დაზიანებას გადარჩა. ყველაზე ლამაზი მომენტი კი იამალისა და ჰექტორ ფორტის კომბინაციას მოჰყვა, ლამინეს ქუსლით გაკეთებული პასის მერე ფორტმა როგორღაც შეძლო და სამ კაცში დაიძვრინა თავი, კარშიც კარგად დაარტყა და ძელმა იხსნა “ვალიადოლიდი”. 

კარგი იყო მოედანზე გამოსული ერიკ გარსია, ცუდი იყო გავის ტრავმა, კუნთზე მოიკიდა ხელი, სავარაუდოდ გაეჭიმა, დღეს მოგვაწვდიან ინფორმაციას დაზიანებაზე. ფლიკმა თქვა რომ საშიში არაფერია, მაგრამ შემოწმებას მაინც საჭიროებს. “ინტერთან” მატჩის წინ ყველა მზადყოფნაში უნდა იყოს. ლევანდოვსკი გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ ვერ მოასწრებს, ფერან ტორესს ამის გამო ერთი წუთიც არ მისცეს, ახლა ასე გარისკვა არ შეიძლება, ფერანი აუცილებლად დაიწყებს “ინტერთან” მატჩს. 

რაღა დარჩა 

არც არაფერი, მომდევნო ორ მატჩში გაირკვევა ფინალისტის ვინაობა და სავარაუდოდ, ჩემპიონის ვინაობაც. გაიწევს თუ არა “ბარსა” ოთხი ტიტულისთვის. ორი უკვე მოგებულია. ერთი დროის ამბავია, ერთი კიდევ ყველაზე რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი. 

გუნდში კარგი განწყობაა, ჰანსი მზად არის, ფეხბურთელები მზად არიან, იამალი, რაფინია და პედრი საუკეთესო ფორმაში არიან. ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (83)

  • Iniesta_8
    05 მაი 2025, 02:03

    ციტატა: alwaysculerr
    აუ კანკალით ველოდები სამშაბათის ღამეს, ღმერთო მოგვაგებინე ეს თამაში❤️ ინტერს თუ გავცდით ისეთი მოტივირებული ვიქნებით ფინალში ვინც არ უნდა შეგხვდეს გადავაბრტყელებთ ბურთს თავზე

    ინტერთან რატომ არ ვიქნებით ეგეთი მოტივირებული? ამ თამაშის გარეშე ფინალი არ იქნება.

  • Bakero
    05 მაი 2025, 01:33

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: Bakero

    ციტატა: nikusha
    ვიდეო ვნახე ლევანა გუნდთან ერთად უპრობლემოდ ვარჯიშობდა

    ბალდე ვერ მოვკარი კადრებში

    კარგია სტანდარტებზე დაგვეხმარება და შეტევაშიც კაი წნეხი უნდა დაადოს ინტერის მცველებს ყველაზე დიდი პრობლემა შჩესნი მგონია კარგი მეკარე ნახევარი გუნდია მითუმეტეს ასეთ მეტოქესთან

    რაც მთავარია სტანდარტულები არ უნდა მივცეთ 🥴კუთხურები არ ანდაც მინიმალური უნდა მივცეთ თუარა მაგ კომპონენტში ყველა ჯორდანი ჰყავთ შობელძაღლებს

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: Bakero

    ციტატა: nikusha
    ვიდეო ვნახე ლევანა გუნდთან ერთად უპრობლემოდ ვარჯიშობდა

    ბალდე ვერ მოვკარი კადრებში

    კარგია სტანდარტებზე დაგვეხმარება და შეტევაშიც კაი წნეხი უნდა დაადოს ინტერის მცველებს ყველაზე დიდი პრობლემა შჩესნი მგონია კარგი მეკარე ნახევარდი გუნდია მითუმეტეს ასეთ მეტოქესთან

    რაც მთავარია სტანდარტულები არ უნდა მივცეთ 🥴კუთხურები არ ანდაც მინიმალური უნდა მივცეთ თუარა მაგ კომპონენტში ყველა ჯორდანი ჰყავთ შობელძაღლებს

    მე მამენტ მგონია რო ძაან ჩაკეტავს თამაშს ინძაგი და პირდაპირ დამატებით დროზე იქ კიდე პენლების სერიაზე იფიქრებს… იცის მისი მეკარე ჯობია შესნის

    ამიტომ არ უნდა მიიყვანონ საქმე პენლებამდე საჯარიმოს გარედან რაფინიამ სულ ორჯერ დაარტყა და ორიდან ერთი გაიტანა ოლმოსაც მშვენიერი დარტყმა აქვს ამიტომ შანსები ჩვენც გვექნება გააჩნია როგორ წაუვათ თამაში მთავარი მაინც მენტალური მდგომარეობაა გუნდში რაც ფლიკმა ჩვენზე უკეთესად იცის

  • jacky iakovenko
    05 მაი 2025, 01:20