მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვარჯიშს დაუბრუნდა, 33 წლის მეკარე ამბობს რომ ერთი სული აქვს როდის შეძლებს თამაშს. გერმანელი სეზონის დასაწყისში ჯვარედინი იოგების ტრავმის გამო გამოაკლდა “ბარსელონას”, ახლა კი სეზონის კულმინაციის დროს ბრუნდება, მის შემცვლელებს დიდი მადლობა ეკუთვნით, რადგან “ბარსა” სამივე ტიტულისთვის აგრძელებს ბრძოლას და მეკარის კარგი თამაშის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
“ექვსი თვის მერე დავბრუნდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ, ამხელა ენერგია დიდი ხანია არ მიგრძვნია, – ამბობს შტეგენი, “ბილდთან” ინტერვიუში, – ძალიან კარგი სამედიცინო გუნდი გვყავს, რომელთა დახმარებითაც ეს დაბრკოლება გადავლახე, კონკრეტული რიცხვი არ მაქვს გონებაში როდის ვაპირებ დაბრუნებას. თუ ვარჯიშები კარგად ჩაივლის მწვრთნელებს თავად ვეტყვი როდის ვიქნები მზად“.
შტეგენი თავდაპირველად ინიაკი პენიამ შეცვალა, რომელმაც 22 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე. ოქტომბერში “ბარსამ” შესნი გაიფორმა, ვეტერანი პოლონელი, რომელმაც ცუდად დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან კარგ ფორმაში შევიდა, დაიმკვიდრა კიდეც ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 21 იანვრიდან მოყოლებული 34 წლის შესნი მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია, “ბარსას” კი 2025 წელს საერთოდ არ წაუგია.
იჯდეს სკამზე, კარგად მოშუშდეს ცოტა დავისვენოთ მაგის ინდივიდუალური დრიბლინგებისგან. შჩესნი როა უფრო დაწყნარებული ვარ, ყველა მომენტზე კონკრეტულად უმარტივეს გადაწყვეტილებებს იღებს. არც საგოლე ასისტებისკენ იწევს მაინცდამაინც.
კონკურენციისთვის შჩესნის დავტოვებდი თან კარგ ფორმაში შევიდა და გამოდგება კონკურენტად,კონკურენციის ფონზე უფრო მეტად შევა ტერ შტეგენიც ფორმაში.
ამ სეზონში შესნი. იქით წელს უკვე სერიოზული კონკურენცია წავა მარლბოროსა და კაპიტანს შორის.
საჭირო დროს ბრუნდება.მაგრამ შჩესნი სეზონის ბოლომდე პირველი ნომერია
სეზონის ბოლომდე შესნი უნდა იდგეს, მაგრამ ზოგადად სად ტერ შტეგენის გამოსვლები, ფეხით თამაში და პასები, სად შესნის
ყველა შემთხვევაში ეხლა შჩესნი უნდა იყოს ულაპარაკოდ სეზონის ბოლომდე ! მომავალ სეზონში ვნახოთ პენიას გაყიდიან და 2 მეკარის ყოლა აუცილებელია მაინც
შტეგოს ვილეინ არქ
იქითა სეზონში დაბრუნდება, აბა ახლა სულ 15 თამაში დარჩა და რა აზრი აქვს ფინალში გასვლას და იქ უთამაშებელი კაცის დაყენებას
პიკში როცა იყო უსაშინლესი გუნდი გვყავდა და ახლა კაი დროისაა..
სკამზე უფრო დიდ ენერგიას იგრძნობ…
შესნის ამოგდება გაუმართლებელია თუ ასესტაბილურად გააგრძელა
ეს ნერვიულობს თუ მეჩვენება?)
ოღონდ ამ სეზონში არა მარკ)
ბოლოს კი გაუღლევე პერფორმანსით მარა მაინც ჩვენიანი ხარ და ორი კაი სეზონი კიდე უნდა დადო მაინც რო დატოვო კვალი რასაც ვფიქრობ რო გეკადრება და იმსახურებ, პენსიაზე გასული შესნი დააბრუნეს ფორმაში და შენც გამოგივა.