workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
აიაქსი ტერ შტეგენის ხელფასს ჩატარებული მატჩების მიხედვით გადაიხდის

აიაქსი ტერ შტეგენის ხელფასს ჩატარებული მატჩების მიხედვით გადაიხდის

ამსტერდამის “აიაქსმა”, “ჟირონას” მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, “ბარსელონასთან” საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პირობა ჩადო: ტერ შტეგენის ხელფასის ის ნაწილი, რომელსაც ნიდერლანდური კლუბი დაფარავს, ფეხბურთელის მიერ ჩატარებულ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.

“ჟირონას” გამოცდილება და “აიაქსის” სიფრთხილე

ამსტერდამულმა კლუბმა ეს პირობა იმის გამო მოითხოვა, რომ “ჟირონას” მიერ დაშვებული შეცდომის გამეორება არ სურს. კატალონიურმა კლუბმა თავის დროზე “ბარსელონასთან” ფიქსირებული, თუმცა მცირე თანხა (დაახლოებით 1 მილიონი ევრო) შეათანხმა. მიუხედავად ამისა, გერმანელმა მეკარემ გადასვლისთანავე ტრავმა მიიღო, მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და “ჟირონას” შეთანხმებული თანხის სრულად გადახდა მაინც მოუწია.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, “აიაქსმა” თავის დაზღვევა გადაწყვიტა. კლუბში აცნობიერებენ, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და 34 წლის მეკარე რეგულარულად ითამაშებს, მათ შესაძლოა 3 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწიოთ. თუმცა, რაიმე უსიამოვნო მოულოდნელობისა და ტრავმის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ ფიქსირებული გადასახადი იმ მოთამაშეში, რომელსაც ვერ გამოიყენებენ.

შეთანხმების ბოლო დეტალები

როგორც ცნობილია, ტერ შტეგენის მომავალი სწორედ ნიდერლანდებს უკავშირდება. თავად ფეხბურთელსაც იქ თამაში სურს, გუნდის ახალ მწვრთნელს, მიჩელსაც მისი ხილვის დიდი სურვილი აქვს. კლუბების წარმომადგენლები, დეკუსა და ჟორდი კრუიფის ხელმძღვანელობით, ერთწლიანი იჯარის საბოლოო დეტალებზე შეთანხმებას ასრულებენ.

ნიდერლანდებში გავრცელებული ინფორმაციით, მეკარის ხელფასის უდიდეს ნაწილს კვლავ “ბარსელონა” დაფარავს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მეორე ნაწილის მოცულობა უშუალოდ სათამაშო წუთებით განისაზღვრება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 05 ივლ 2026, 19:09
    #3

    მაინც ვერ გავიგე, ჩვენ ხელფასის 90%-ს ვიხდით და ისინი კიდევ იმ 10%-ის შემცირებას აპირებენ თუ ყველა თამაშში არ მიიღო მონაწილეობა? და რასაც აიაქსი არ გადაუხდის ისიც ჩვენი გადასახდელი იქნება?

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 05 ივლ 2026, 14:44
    #1

    ყველა ლაპორტას აგოიმებს, ატლეტიკო იქნება თუ აიაქსი არაქვს მნიშვნელობა, დიდ გუნდებზე არაფერს ვამბობ.

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
      schedule 05 ივლ 2026, 19:24
      #4

      რა პონტში აგოიმებენ,არ უნდა იგროკი და იმ დონის *ლეა რო ფულს უხდის?კონტრაქტი აქ ამ ნაბოზ**არს,გუნდში სიტუაციას რევს,არაა გასაჩერებელი,წაყვანითაც არავის არ უნდა,არც ვიღაც დაიგოიმებს თავს. სხვანაირად ან უნდა გაუწყვიტო კონტრაქტი და გადაუხადო ეგბთანხა ან დაკლა და ხორცად ჩააბარო. აგოიმებს ხო მისი ცხოვრება მასტი იურისტია და თურმე აგოიმებენ დდ ეს არი იმენა დედაზე ადრე მო***ლი ადამიანი.